Drive-In კინოთეატრში დაახლოებით 100 000 დოლარის ინვესტიცია განვახორციელეთ ექსკლუზიური ინტერვიუ თბილისში Drive-In კონოთეატრის თანადამფუძნებლთან
By 鶹-ის გუნდი
You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია თბილისში Drive-In კინოთეატრის გახსნასთან დაკავშირებით, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
დეტალებთან დაკავშირებით ექსკლუზიურ ინტერვიუში ვესაუბრეთ კინოთეატრის თანადამფუძნებელს, რომელმაც ვინაობის საჯაროდ გამხელისგან ჯერ-ჯერობით თავი შეიკავა, თუმცა რამდენიმე საინტერესო დეტალი გაგვიზიარა.
"იდეა დაიბადა დაახლოებით 1 წლის წინ. პანდემიის პერიოდში უფრო აქტიურად დავიწყეთ ამ თემაზე მუშაობა, რადგან იზოლაციით გამოწვეული დეპრესიული გარემო შეგვემსუბუქებინა ჩვენი მოქალაქეებისთვის.მოვიძიეთ საზღვარგარეთ მდებარე Drive-In კინოთეატრები და შევისწავლეთ მათი სპეციფიკა. დაახლოებით 100 000 დოლარის ინვესტიცია განვახორციელეთ."
დამატებითი დეტალები კინოთეატრთან დაკავშირებით, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.