"ელვარე" საქართველოში იტალიური პრემიუმ ბრენდის ձѴ-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა

Opinions expressed by 鶹 contributors are their own.

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

თანამედროვე ინტერიერის დიზაინში დეტალები მხოლოდ ვიზუალური ელემენტები აღარ არის. ისინი სივრცის ფუნქციურობას, კომფორტსა და საერთო აღქმას განსაზღვრავს. სწორედ ამ ცვლილების ფონზე, ელექტრო მოწყობილობები ინტერიერის სრულფასოვან ნაწილად ყალიბდება.

აღნიშნული ტენდენციის პასუხად, კომპანია "ელვარ᳥" ქართულ ბაზარზე იტალიური პრემიუმ ბრენდის ձѴ-ის ოფიციალურ პარტნიორად გვევლინება და მომხმარებლებს სთავაზობს იტალიური წარმოების ჩამრთველ-როზეტების ელეგანტურ არჩევანს.

ձѴ-ის ისტორია 1945 წელს იტალიაში, კერძოდ ქალაქ მაროსტიკიდან იწყება, სადაც ბრენდი თავიდანვე ორი იდეის: ესთეტიკისა და ხარისხის გარშემო შენდებოდა. დღეს VIMAR წარმოდგენილია 100-ზე მეტ ქვეყანაში და დიზაინზე ორიენტირებულ ელექტრო პროდუქტებში, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ბრენდად მიიჩნევა.

ბრენდის ფილოსოფიას ზუსტად გამოხატავს ფრაზა Good-looking and well made. ეს არის მიდგომა, რომელიც მასალების შერჩევაში, ტაქტილურ კომფორტში, ფორმის სიზუსტესა და შესრულების ხარისხში იგრძნობა. ձѴ-ის ყველა პროდუქტი იტალიაში იქმნება, რაც ბრენდის ავთენტურობასა და ხარისხის სტანდარტს კიდევ უფრო ამყარებს.

ձѴ-ს ყოველთვის ირჩევენ იქ, სადაც ხარისხი, ვიზუალური დახვეწილობა და თანამედროვე ცხოვრების სტილი ერთიანდება.

სამი ხაზი - სივრცის მიმართ სამი განსხვავებული მიდგომა

ձѴ-ის სამი განსხვავებული ხასიათის ხაზი: ,,NEVE UP", ,,LINEA" და ,,EIKON EXÉ" სხვადასხვა გემოვნებას, სივრცის კონცეფციასა და ცხოვრების სტილს პასუხობს.

,,NEVE UP" - პრაქტიკულობას, მრავალფეროვნებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებს აერთიანებს. ეს სერია მარტივად ერგება როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ გარემოს და საინტერესოა მათთვის, ვინც ფუნქციურობასა და დიზაინს ერთდროულად აფასებს.

,,LINEA" - თანამედროვე ინტერიერისთვის შექმნილი სერიაა, რომლის მთავარი მახასიათებელი აბსოლუტური სიბრტყე და ულტრათხელი პროფილია. მისი მინიმალისტური ფორმა, სუფთა ზედაპირი და ერგონომიული გამოყენება იმ მომხმარებლისთვისაა, ვინც ელეგანტურობას სიმარტივეში ხედავს;

,,EIKON EXÉ" - ձѴ-ის პრემიუმ ხაზია, სადაც განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მასალებზე, ფაქტურებსა და ვიზუალურ იდენტობაზე. ქვა, მინა, ტყავი, მეტალი და დახვეწილი ფინიშები ელექტრო დეტალს დეკორის სრულფასოვან ნაწილად აქცევს და სივრცეს უფრო გამორჩეულ ხასიათს ანიჭებს;

პარტნიორობა, რომელიც იტალიური ხარისხის სტანდარტზე დგას

საერთაშორისო ბრენდები პარტნიორებს შემთხვევით არ ირჩევენ. მათთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გაყიდვების მაჩვენებლები, არამედ იმ დაპირების გაგრძელება, რასაც გლობალური ბრენდი თავის მომხმარებლებს სთავაზობს.

ელვარე ელექტრო მარკეტი - ձѴ-ის ბრენდის ოფიციალური პარტნიორის სტატუსით, უზრუნველყოფს, სწორედ ბრენდის ნდობაზე დაფუძნებული მიდგომის გაგრძელებას და მომხმარებლებს უკვე საქართველოში სთავაზობს იტალიური პრემიუმ ხაზის ჩამრთველ-როზეტების კოლექციას.

  • "ელვარე ელექტრო მარკეტი" - ადგილი, სადაც მსოფლიო ხარისხი ადგილობრივად ხელმისაწვდომი ხდება;
  • VIMAR - იტალიური ელეგანტურობა, რომელსაც საქართველოში "ელვარ᳥" წარმოადგენს.