"ენთ᳥ბი" - წამყვანი საბუღალტრო კომპანია კომპანია სამმა მეგობარმა − ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა 2015 წელს დააფუძნეს
By თეკლა ადამია
Opinions expressed by 鶹 contributors are their own.
You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

ხარისხიანი საბუღალტრო მომსახურება, საგადასახადო დეკლარაციების დროული და ზუსტი ჩაბარება, რისკ-ფაქტორების შეფასება, ფინანსური ინფორმაციის მიღება და მისი სწორი ანალიზი ბიზნესის გრძელვადიანი წარმატებისთვის კრიტიკული მნიშვნელობის საკითხია. ხშირად, ბუღალტრების დაბალ კვალიფიკაციას კომპანიები მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალამდე, ზოგჯერ კი გაკოტრებამდეც კი მიჰყავთ, ამიტომაც დღეს ბიზნესები კიდევ უფრო მეტად აცნობიერებენ ხარისხიანი საბუღალტრო მომსახურების მნიშვნელობას.
"ენთ᳥ბი" (ACCOUNTANTS) ქართულ ბაზარზე არსებული ერთ-ერთი უმსხვილესი და წამყვანი საბუღალტრო კომპანიაა, რომელიც უკვე 8 წელია, რაც საქართველოში მომუშავე კომანი᳥ბს დახვეწილ, გამართულ და მაღალი ხარისხის საბუღალტრო აუთსორსინგულ მომსახურებას სთავაზǃს.
პარტნიორებს საბუღალტრო აღრიცხვისა და კომუნიკაციის თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის სისტემებს, მომსახურების საერთაშორისო სტანდარტს, კლიენტი კომპანიების ინტერესების მაქსიმალურ დაცვასა და ახალგაზრდა, გამოცდილი და ენერგიული გუნდის მომსახურებას სთავაზǃს.

როგორ ჩამოყალიბდა ?
Ant ინგლისური სიტყვაა და ქართულად "ჭიანჭველას" ნიშნავს, რაც შრომისმოყვარეობასა და ორგანიზებულობასთან ასოცირდება. ეს ღირებულებები კომპანიის იდენტობის ნაწილად იქცა და დღეს "ენთ᳥ბის" ორგანიზაციულ კულტურაშია ინტეგრირებული.
მოწინავე საბუღალტრო კომპანია სამმა მეგობარმა − ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა ჯერ კიდევ 2015 წელს დააფუძნეს. თუმცა, მათი ისტორია უფრო ადრე, უნივერსიტეტის პირველი კურსიდან იწყება. სამივე მათგანი თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის კურსდამთავრებულია და მას შემდეგ ამ სფეროში არაერთი საინტერესო გამოცდილება დააგროვეს.

ნიკა წიკლაური წლების განმავლობაში Ernst&Young-ში, Big 4-ის წევრ აუდიტორულ კომპანიაში უფროს აუდიტორად მუშაობდა. მოგვიანებით, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში" გადავიდა, რომელიც არაერთ მსხვილ კომპანიას აერთიანებს ("ჯიპისი", "ფარმადეპო", "იმედი L", "ევექსის ჰოსპიტლები", "ევექსის კლინიკები" და "ექიმო"). დღეს იგი "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" ფინანსურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს და ამასთან, "ევექსის კლინიკების", "ექიმო"-სა და "ვაბაკო"-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.
ნიკა არაერთი საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელია, მათ შორის ისეთების, როგორებიცაა: CFA − მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო სერტიფიკაცია ფინანსურ ანალიზში, ინვესტიციების მართვაში, კვანტიტატიურ ანალიზში, კაპიტალში, სესხებსა და წარმოებულ ფინანსურ ინსტრუმენტებში; ACCA − მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო სერტიფიკაცია ბუღალტერიაში ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) შესაბამისად; CAIA − მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო სერტიფიკაცია ალტერნატიული ინვესტიციების ანალიზში (ჰეჯ-ფონდები, უძრავი ქონება, კერძო კაპიტალი, ფიუჩერსები და სტრუქტურირებული პროდუქტები); FRM − მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო სერტიფიკაცია ფინანსური რისკის მართვაში; და PMP − მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო სერტიფიკაცია პროექტების მართვაში.

ნიკა მჭედლიშვილს საქართველოს წამყვან ბანკებში, კერძოდ "თიბისი ბანკში", "ტერა ბანკსა" და "ლიბერთი ბანკში" მენეჯერულ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. დღეს ნიკა "ლიბერთი ბანკის" რეპორტინგისა და ფასს-სტანდარტების განყოფილების უფროსის პოზიციას იკავებს. გარდა ამისა, ფლობს ACCA-ს − ე.წ. advanced certificate-ს, რომელიც მსოფლიოს წამყვან საერთაშორისო სერტიფიკაციას წარმოადგენს ბუღალტერიაში, ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) შესაბამისად.

რაც შეეხება დიმა ბასილაშვილს, იგი 2 წლის განმავლობაში "ჯიპიაი ჰოლდინგში" ფინანსური რეპორტინგის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა. მოგვიანებით, "ტოიოტა ცენტრი თეგეტას" ფინანსური დირექტორის თანამდებობას იკავებდა. სხვადასხვა დროს დიმა არაერთ მსხვილ ორგანიზაციაში, მოწინავე მენეჯერულ პოზიციებზე, მათ შორის ფინანსური დირექტორის პოზიციაზე იყო წარმოდგენილი. დღეს კი იგი "ენთ᳥ბის" მმართველი პარტნიორია.
ქართულ და საერთაშორისო წამყვან კომპანიებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების ფონზე, საკუთარი კომპანიის დაარსებამდე, "ენთ᳥ბის" დამფუძნებლებმა ბევრი რამ იცოდნენ ბაზარზე არსებული პრობლემების შესახებ. დამკვეთები ხშირად გამოთქვამდნენ წუხილს თავიანთი ბუღალტრების მიერ დაშვებული შეცდომებისა და თანმდევი ფინანსური ზარალის გამო, კვალიფიციურ დახმარებას კი მომავალ "ენთ᳥ბს" სთხოვდნენ. სწორედ ეს გახდა ინსპირაციის წყარო: კომპანიის დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს, ბაზარზე არსებული პრობლემისთვის თავიანთი ცოდნა და გამოცდილება დაეპირისპირებინათ და სწორედ ასე დაიბადა "ენთ᳥ბი".
ქართულ ბაზარზე გამოჩენისთანავე, მიზანი იყო მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ისეთივე ხარისხის საბუღალტრო, ფინანსური და საგადასახადო მომსახურება შეეთავაზებინათ, რაზეც მსხვილ კომანი᳥ბს ჰქონდათ წვდომა. მათი აზრით, ეს უთანასწორობა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის უამრავ ფინანსურ პრობლემას ქმნიდა.
სწორედ ამ პრობლემის ინოვაციურ გადაჭრას ცდილობს "ენთ᳥ბის" გუნდი დღეს და სხვადასხვა კომპანიას საკუთარი სერვისებით განვითარებასა და ზრდაში ეხმარება.
რა უირატესǃა აქვს საბუღალტრო აუთსǃსინგს?
საბუღალტრო მომსახურების აუთსორს-სერვისი ნებისმიერი კომპანიისთვის ერთდროულად უფრო ხარისხიანიცაა და ეფექტიანიც. ხშირ შემთხვევაში საბუღალტრო აუთსორსი უფრო ნაკლები ჯდება, ვიდრე შიდა ბუღალტრის დაქირავება. მაგალითად, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის კვალიფიციური ბუღალტრის სრულ განაკვეთზე აყვანა ნაკლებეფექტიანია, რადგან ასეთი კომპანიები ბუღალტრის დროის 100%-ს არ იყენებენ და ხშირად, მხოლოდ მესამედი ან მეოთხედი დროითაც იღებენ იმავე შედეგს. რაც შეეხება მსხვილ კომანი᳥ბს, მათთვის სრული საბუღალტრო და საგადასახადო დეპარტამენტის დაკომპლექტება და ხარისხიანი საბუღალტრო პროგრამის შეძენა ხშირად გაცილებით ხარჯიანია. თუმცა "ენთ᳥ბის" ავტომატიზებული სისტემები და თანამედროვე მიდგომები კომანი᳥ბს საშუალებას აძლევს, საბუღალტრო მომსახურება ნაკლები ხარჯით და უფრო ეფექტიანად მიიღონ.
"ენთებთან" აუთსორსინგის დროს საბუღალტრო აღრიცხვისა და საგადასახადო დეკლარაციების ხარისხს აქვს 3-დონიანი კონტროლი. აღრიცხვას ამოწმებს მთავარი ბუღალტერი, შემდეგ პორტფელის მენეჯერი და ბოლოს შიდა აუდიტი. დაშვებული შეცდომის შემთხვევაში, "ენთ᳥ბი" თავად აგებს პასუხს მისი ბრალეულობით გამოწვეულ საგადასახადო ჯარიმებსა და საურავებზე. რაც მთავარია, ჩვენთან თანამშრომლობით, კომპანია იჩენს სანდო პარტნიორს საგადასახადო და საბუღალტრო კუთხით", − აღნიშნავს დიმა ბასილაშვილი, "ენთ᳥ბის" მმართველი პარტნიორი.

რა სახის ს᳥რვისებს სთავაზǃს კომანი᳥ბს?
"ენთ᳥ბის" გუნდი მაქსიმალურად ცდილობს პარტნიორებს სწრაფი, მარტივი და მოქნილი მომსახურება შესთავაზოს. AccountAnts კომანი᳥ბს ძირითადად 3 ტიპის აუთსორსინგულ სერვისს სთავაზǃს, როგორებიცაა:
- საბუღალტრო მომსახურების აუთსორსი − ბუღალტრის აყვანის ნაცვლად, კომპანია საქმეს "ენთ᳥ბის" გუნდს ანდობს, რომელიც ორგანიზებული ბუღალტერიის წარმოებასა და საგადასახადო კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობას უზრუნველყოფს;
- საგადასახადო მომსახურება - კომპანია წვდომას იღებს მრავალმხრივი და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საგადასახადო ექსპერტებზე, რომლებიც მათთვის სასურველ შეკითხვებზე პასუხების გაცემასა და საგადასახადო მონიტორინგს უზრუნველყოფენ. კლიენტ კომანი᳥ბს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარ საჭიროებებზე მორგებული მომსახურების პაკეტი აირჩიონ და გადასახადების კუთხით,"ენთ᳥ბის" სახით სანდო პარტნიორი გაიჩინონ;
- ფინანსების მართვის აუთსორსინგი − ეს მომსახურება ფინანსური ბიუჯეტის შედგენას, ანალიზს, რეპორტინგსა და ტრანზაქციების სწორად დაგეგმვას მოიცავს.
დღეის მდგომარეობით, ყოველთვიურად 480-ზე მეტ მუდმივ კლიენტ კომპანიას ემსახურება. ყოველწლიურად კლიენტთა რაოდენობის ზრდა კი იმაზე მეტყველებს, რომ "ენთ᳥ბი" საკუთარი საქმის პროფესიონალები არიან. კომპანიაში მუდმივად ზრუნავენ კლიენტის კმაყოფილებაზე. შესაბამისი დეპარტამენტი წელიწადში ორჯერ კლიენტთა კმაყოფილების კვლევას ატარებს და მიღებული უკუკავშირების საფუძველზე, სერვისების მუდმივ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
"გარე კვლევების მიხედვით, "ენთ᳥ბის" კლიენტების 90%-ზე მეტი რეკომენდაციას გაუწევდა კომპანიის მომსახურებას". "ენთ᳥ბს" მრავალრიცხოვან კლიენტებთან ერთად, არაერთი მსხვილი პარტნიორი კომპანია ჰყავს, მათ შორის "საქართველოს ბანკი".
- თანამშრომლობის ფარგლებში, კომპანიები, რომლებიც "ენთ᳥ბის" დახმარებით მოაწესრიგებენ ბუღალტერიას, სესხის აღებას 0.5%-ით ნაკლები საპროცენტო განაკვეთით შეძლებენ. ასევე ისარგებლებენ გამარტივებული პროცედურებითა და სხვა შეღავათებით. პარტნიორებს შორისაა "მედიალაბიც", კერძოდ, "მედიალაბის" სტარტაპებისთვის "ენთ᳥ბის" გუნდი ატარებს ტრენინგებს ფინანსური საკითხების მოწესრიგების ნაწილში და ამასთანავე, მათ ყველა სერვისზე ფასდაკლებას სთავაზǃს. კომპანიის კიდევ ერთი მსხვილი პარტნიორია Impact Hub Tbilisi. თანამშრომლობის ფარგლებში, "ენთ᳥ბი" მონაწილე კომანი᳥ბს უფასო კონსულტაციებსა და ფასდაკლებებს სთავაზǃს.
"8 წლის განმავლობაში ათობით მსხვილი პროექტი გვაქვს განხორციელებული, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტები, რომლებიც ქართული ბიზნესის ფინანსურ განვითარებას, აღრიცხვის მოწესრიგებასა და ქართველი მეწარმეების მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. ამჟამად, საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით აქტიურად მიმდინარეობს "ბუღალტერიის გაციფრულების" პროექტი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ბანკი ენთ᳥ბის კლიენტ კომანი᳥ბს აძლევს შესაძლებლობას წინასწარ გაიგონ რა თანხის მიღება შეუძლიათ დაფინანსების სახით, გახსნან ანგარიში სრულიად უფასოდ, საჩუქრად მიიღონ ბიზნეს პაკეტი და დაიმტკიცონ საკრედიტო ლიმიტი სწრაფად და მარტივად. რაც მთავარია, კომპანიები, რომლებიც ჩვენი დახმარებით მოაწესრიგებენ ბუღალტრულ აღრიცხვას, მიიღებენ სესხს 0.5%-ით ნაკლები საპროცენტო განაკვეთით.− აღნიშნავს, კომპანიის თანადამფუძნებელი ნიკა წიკლაური.
რას ამბობენ კლიენტები ს᳥რვისებზ᳥?
"ენთ᳥ბის" პორტფელი მრავალფეროვანია და შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად ყველა ინდუსტრიას მოიცავს − იქნება ეს IT, სამშენებლო, სოფლის მეურნეობისა თუ რაიმე სხვა სახის დარგი. 鶹 დაინტერესდა, თუ როგორ აფასებენ კლიენტი კომპანიები "ენთ᳥ბის" მომსახურებას და ამიტომ, რამდენიმე მათგანს გავესაუბრეთ.
Cardeal.ge მეორადი ავტომობილების ონლაინპლატფორმაა, რომელიც უკვე 4 წელია, დაარსების დღიდან "ენთებთან" თანამშრომლობს და მასთან ერთად იზრდება. როგორც კომპანიის დირექტორი, ზურა ბაკურიძე აღნიშნავს, აუთსორსინგული მომსახურების უირატესǃა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრები გახდა მიზეზი იმისა, რომ საკუთარი კომპანიის საბუღალტრო და ფინანსური აღრიცხვის საკითხები "ენთ᳥ბის" გუნდისთვის მიენდო.
"როდესაც სტარტაპ-ეკოსისტემაში მოვიძიეთ ინფორმაცია, "ენთ᳥ბი" საკმაოდ კარგი რეპუტაციით სარგებლობდა, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი ვალიდაცია იყო. თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი კომფორტული ფაქტორი აუთსორსინგული მომსახურებაა. ჩვენ დისტანციურად ვთანამშრომლობთ, მინიმალური კომუნიკაცია გვიწევს ერთმანეთთან, თუმცა "ენთ᳥ბი" საბუღალტრო და სხვა სახის ფინანსურ საკითხს წარმატებით გვიგვარებენ. გარდა ამისა, აქვთ კონსულტაციები ნებისმიერი მიმართულებით, ჰყავთ ექსპერტები, რომლებიც ჩვენს პრობლემაზე მსჯელობენ და შემდეგ გამოსავალს გვთავაზობენ. მხოლოდ სტატიკური საბუღალტრო სერვისებით არ შემოიფარგლებიან, კონსულტაციებს, სტრატეგიის შედგენასა და ფინანსურ საკითხებში რჩევების მიღებასაც გვთავაზობენ", − აღნიშნავს "ქარდილის" დირექტორი ზურა ბაკურიძე.
-ისა და -ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში − -ი, "ენთ᳥ბის" მრავალფეროვანი სერვისის კიდევ ერთი კმაყოფილი მომხმარებელია. კომპანია უკვე 2 წელია "ენთებთან" თანამშრომლობს. როგორც "ჯეოსოფტის" დირექტორი ანდრო მესხორაძე აღნიშნავს, "ენთ᳥ბის" უნიკალური სერვისი მას და მის გუნდს აძლევს საშუალებას მთელი დრო კომპანიის ზრდასა და განვითარებას დაუთმონ, ფინანსური საკითხების მოგვარება კი "ენთ᳥ბის" გუნდს მიანდონ.
"ორგანიზაციის ზრდასთან ერთად, ბუღალტერია, ფინანსური ანალიზი და საგადახდო სისტემა მნიშვნელოვანი კომპონენტი ხდება. სწორედ ამიტომ, რამდენიმე საბუღალტრო კომპანიას გავესაუბრეთ, მათ შორის "ენთ᳥ბს". გასაუბრებიდანვე გამოიკვეთა მათი მაღალი კომპეტენცია და პროფესიონალიზმი, თანამშრომლობაც "ენთებთან" დავიწყეთ. დღეს შესანიშნავი შედეგი გვაქვს და აღარ ვღელავ ფინანსების მართვასა და ბუღალტერიასთან დაკავშირებულ საკითხებზე. "ენთებთან" თანამშრომლობისას განსაკუთრებით რაც მომწონს, არის ის, რომ ძალიან მარტივია მათთან კომუნიკაცია. გარდა იმისა, რომ ნებისმიერ შეკითხვაზე წარმოუდგენლად სწრაფად ვიღებთ პასუხს, ასევე, ძალიან მარტივ ენაზე გვიზიარებენ, რა რისთვის და რატომ არის საჭირო", − აღნიშნავს ანდრო მესხორაძე.
"ენთ᳥ბის" სერვისების კიდევ ერთი მომხმარებელი "კვალიფიკაა" − მაღალტექნოლოგიური ბიზნესი, რომელიც კლიენტ კომანი᳥ბს, მათ შორის ქართულ ბანკებს, მომხმარებლის ვერიფიკაციის პროცესს უმარტივებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი გაბრიელ მელივა აღნიშნავს, გასული 6 წლის განმავლობაში მას სხვადასხვა კომპანიის ფარგლებში "ენთებთან" თანამშრომლობის არაერთი სასიამოვნო გამოცდილება დაუგროვდა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა "კვალიფიკას" ფინანსური საკითხებიც "ენთ᳥ბისთვის" მიენდო.
"ენთ᳥ბის" გუნდი გვემსახურებოდა, როგორც საბუღალტრო აღრიცხვის, ასევე ფინანსური ანგარიშგების მიმართულებით. გვქონდა კონკრეტული პროექტი, სადაც უფრო ხშირი რეპორტინგი გვჭირდებოდა კონტრაქტორთან, "ენთ᳥ბი" კი ამ ნაწილში წარმატებით გვეხმარებოდნენ. ძალიან სკრუპულოზურად ხდება მათ მიერ მომსახურების გაწევა და აღარ მაქვს სანერვიულო იმაზე, რომ საბუღალტრო ნაწილი მოუგვარებელი იქნება. ძალიან მოგვწონს მათი მიდგომები, ახალგაზრდა გუნდი, რომელიც მარტივად გიწევს მომსახურებას და არ არსებობს არანაირი ბარიერი კომუნიკაციაში", − აღნიშნავს გაბრიელ მელივა.

როგორია "ენთ᳥ბის" გუნდი?
დღეს "ენთებში" 80-ზე მეტი სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალია დასაქმებული, მათ შორის ბუღალტრები, რომელთაც სხვადასხვა ინდუსტრიისა და ბიზნესების საბუღალტრო მომსახურების გამოცდილება აქვთ; აგრეთვე, საგადასახადო ექსპერტები, ფინანსური მენეჯმენტისა და რეპორტინგის სპეციალისტები, რომლებსაც საგადასახადო დავებისა და ფინანსების მართვის 15 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვთ.
"ენთ᳥ბი" არის ერთმნიშვნელოვნად თანამედროვე კომპანია, აღრიცხვის უახლესი სისტემებითა და საერთაშორისო მეთოდოლოგიებით. ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ თანამედროვე, კვალიფიციური და პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული თანამშრომლების მოძიებას და მათ მოტივაციაზე ზრუნვას. მოტივირებული და კვალიფიციური თანამშრომელი უზრუნველყოფს ჩვენი სერვისის სისწრაფეს, სიმარტივესა და მაღალ ხარისხს", − აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი, ნიკა მჭედლიშვილი.
კომპანიაში, როგორც კლიენტების, ასევე თანამშრომლების კმაყოფილებაზე განსაკუთრებით ზრუნავენ. ამისათვის, "თანამშრომელთა და მომხმარებელთა გამოცდილების დეპარტამენტი" ფუნქციონირებს. აღსანიშნია, რომ თანამშრომელთა გამოცდილების დეპარტამენტი HR-ისგან სტრუქტურულად ცალკე მდგარი ერთეულია, მისი პრიორიტეტი კი თანამშრომელთა პოზიტიური გამოცდილების უზრუნველყოფაა.
"ენთებთან" თანამშრომლობით, დასაქმებული არაერთი სახის სარგებელს იღებს, როგორებიცაა:
- ხშირი გასვლითი ღონისძიებები და სხვადასხვა სახალისო აქტივობები განტვირთვისთვის;
- პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენისა და სწრაფი კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
- თანამედროვე ტექნოლოგიებსა და საერთაშორისო მიდგომებში მუდმივი პრაქტიკა;
- მუდმივი შიდა და გარე ტრენინგები და გადამზადება;
- გარე სასწავლო კურსების თანადაფინანსება.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
განვითარების გზაზე არაერთი დაბრკოლების გადალახვა მოუწია, თუმცა გუნდმა შეძლო, ეს დაბრკოლებები შესაძლებლობად ექცია. ბაზარზე არსებული ბევრი საბუღალტრო კომპანიისგან განსხვავებით, "ენთ᳥ბი" ქართული კომპანიაა და არა საერთაშორისო კომპანიის ადგილობრივი წარმომადგენლობა. ამიტომაც, მათ პირველი ნაბიჯების გადადგმისას კლიენტების ნდობის მოპოვებაზე ორმაგად მეტი შრომა დასჭირდათ, ვიდრე სხვა კომანი᳥ბს.
თუმცა, ისეთმა უნიკალურმა სერვისებმა, როგორებიცაა ქართულ საგადასახადო კოდექსზე მორგებული აღრიცხვისა და კომუნიკაციის სისტემები, რომელსაც მინიმუმამდე დაჰყავს შეცდომების ალბათობა, ასევე, მომსახურების ხარისხისა და კლიენტის კმაყოფილების კონტროლის თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკების შესაბამისმა მექანიზმებმა, საბოლოოდ არაერთი კომპანია დაარწმუნა "ენთ᳥ბის" საიმედოობასა და მაღალი ხარისხის პროდუქტში.
"დღეს ენთ᳥ბი ემსახურება ყველაზე დიდი რაოდენობის კლიენტებს ქართულ ბაზარზე არსებულ ყველა საბუღალტრო კომპანიას შორის. ეს წარმატება ასევე განაპირობა იმან, რომ ჩვენი სფერო, მეტწილად ე.წ. WOM-ზე, ანუ ახლობლების რეკომენდაციებით მოსულ კლიენტებზეა დამოკიდებული.
"ენთ᳥ბის" კლიენტების მაღალი კმაყოფილების დონემ განაპირობა პოზიტიური რეკომენდაციების გავრცელება, რამაც საბოლოოდ კომპანია მნიშვნელოვან წარმატებამდე მიიყვანა", − აღნიშნავს ნიკა წიკლაური.
დაარსების დღიდან "ენთ᳥ბს" სამი ძირითადი მიზანი ჰქონდა განსაზღვრული:
- ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელსაც მინიმუმამდე დაჰყავს საბუღალტრო შეცდომების ალბათობა და საგადასახადო რისკი;
- ისეთი სამუშაო გარემოს შექმნა თანამშრომლებისთვის, სადაც მათ მოსვლა უხარიათ;
- კლიენტების კმაყოფილების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა.
როგორც ნიკა მჭედლიშვილი 鶹-თან საუბრისას აღნიშნავს, ამ მიზნების მისაღწევად ჯერ კიდევ 8 წლის წინ "ენთ᳥ბის" გუნდმა პრიორიტეტად სრულყოფილი სისტემის ჩამოყალიბება დაისახა, ამიტომ მარკეტინგულ აქტივობებს ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ. თუმცა, დღეს სამივე მიზანი მეტწილად მიღწეულია და კომპანიაც, მაღალი პოტენციალის მქონე თანამშრომლებისა და კლიენტების მოსაზიდად, აქტიურადაა ჩართული მარკეტინგულ აქტივობებში.
გარდა ამისა, 8-წლიანი წარმატებული საქმიანობის შემდეგ, "ენთ᳥ბი" აქტიურად მუშაობს საერთაშორისო მასშტაბით გაფართოების საკითხზე. კომპანიას უკვე ჰყავს კლიენტები აშშ-სა და ინგლისში და სწორედ ამ მიმართულებით გეგმავენ მომავალში გაფართოებას. ასე რომ, ძალიან მალე, ქართული წამყვანი საბუღალტრო კომპანიისგან საინტერესო საერთაშორისო სიახლეებს უნდა ველოდოთ.