ევრობასკეტი 2025 | ყველაფერი, რაც ტურნირთან დაკავშირებით უნჸ ვიცოჸთ ერǃნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია საქართვ᳥ლოს ბანკი

Opinions expressed by 鶹 contributors are their own.

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

ევრობასკეტის დაწყებამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება. ტურნირი, რომელსაც კვიპროსი, ფინეთი, პოლონეთი და ლატვია უმასპინძლებენ, სტარტს 27 აგვისტოს აიღებს, ჩემპიონი კი 14 სექტემბერს გამოვლინდება.

საქართვ᳥ლოს ნაკრები ფიბა-ს ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის მონაწილე ზედიზედ მეექვსედ იქნება. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ წილისყრის შედეგად, ალეკსანდარ ჯიკიჩის მიერ გაწვრთნილი გუნდი "სიკვდილის ჯგუფში" აღმოჩნდა, თუმცა პლეი-ოფის სტადიაზე გასვლის შანსები სავსებით რეალური ჩანს.

ჩვენი ნაკრები C ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები ევრობასკეტის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი, ასევე საბერძნეთი, იტალია, ბოსნია და ჰერცეგოვინა და ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი მასპინძელი, კვიპროსი იქნებიან.

ფრაზა "ბურთი მრგვალია" მხოლოდ ფეხბურთზე არ ვრცელდება: კალათბურთშიც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუმცა ესპანეთი - საბერძნეთი - იტალიის ტრიოსთან შედარებით, კვიპროსისა და ბოსნია და ჰერცეგოვინას დამარცხების ალბათობა, ცხადია, უფრო მაღალია. თუკი მოვლენები სასურველი სცენარით განვითარდა და ამ ორ ნაკრებთან 4 ქულა დავაგროვეთ, ჯიკიჩის გუნდს საუკეთესო ოთხეულში მოხვედრისა და პლეი-ოფში თამაშის დიდი შანსი მიეცემა.

სამზადისი

ევრობასკეტის დაწყებამდე, საქართვ᳥ლოს ნაკრები 6 ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. კვიპროსში ჩასვლამდე, ჩვენი განრიგი ასეთია:

  • 4 აგვისტო | ისრაელი v საქართველო | იურმალა, ლატვია;
  • 7 აგვისტო | ესტონეთი v საქართველო | იურმალა, ლატვია;
  • 10 აგვისტო | ლიეტუვა v საქართველო | კაუნასი, ლიეტუვა;
  • 14 აგვისტო | პოლონეთი v საქართველო | სოსნოვიეცი, პოლონეთი;
  • 19 აგვისტო | ჩეხეთი v საქართველო | პრაღა, ჩეხეთი;
  • 21 აგვისტო | ჩეხეთი v საქართველო | პრაღა, ჩეხეთი.

აღსანიშნავია, რომ კალათბურთის ქომაგებს პირდაპირ ეთერში მხოლოდ 3 ამხანაგური მატჩის ნახვა შეუძლიათ, დარჩენილი 3 კი დახურული ტიპის შეხვედრა იქნება.

ჩვენი შ᳥მაჸენლობა

ცნობილია გაფართოებული, 16-კაციანი შ᳥მაჸენლობა, რომ᳥ლიც საქართვ᳥ლოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მოსამზადებელი პერიოდისთვის გამოიძახა. შეკრების დასრულებისა და 6 ამხანაგური შეხვედრის გამართვის შემდეგ, ალეკსანდარ ჯიკიჩი საუკეთესო 12-ეულს დაასახელებს.

საქართვ᳥ლოს ნაკრების გაფართოებულ შ᳥მაჸენლობაში როგორც ევროპაში მოთამაშე ლეგიონერები, ასევე ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ლიგის კალათბურთელებიც არიან. მათ ემატებათ ამერიკელი გამთამაშებელი, ნატურალიზირებული საქართვ᳥ლოს მოქალაქე, კამარ ბოლდუინი და სუპერლიგის 7 მოთამაშე.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის შესარჩევი ტურნირის მსვლელობისას, გოგა ბითაძემ და სანდრო მამუკელაშვილმა ნაკრებთან ერთად ყოფნა NBA-ში ასპარეზობის გამო ვერ შეძლეს. თუმცა, ევრობასკეტის მიმდინარეობისას, ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ლიგაში პაუზაა და შესაბამისად, ამერიკული ლეგიონი ნაკრებს უდიდეს ძალას შემატებს. ისიც სათქმელია, რომ NBA-ში მოთამაშე კალათბურთელების რაოდენობით, საქართველო ევრობასკეტის 24 მონაწილიდან 15-ს უსწრებს.

გაფართოებული შ᳥მაჸენლობა ასე გამოიყურება:

  1. რატი ანდრონიკაშვილი;
  2. სანდრო მამუკელაშვილი;
  3. კახა ჯინჭარაძე;
  4. ბექა ბურჯანაძე;
  5. გიორგი შერმადინი;
  6. დუდა სანაძე;
  7. გიორგი კორსანტია;
  8. სანდრო სანაძე;
  9. ალექსანდრე ფევაძე;
  10. თორნიკე შენგელია;
  11. გიორგი სულაბერიძე;
  12. ლუკა მაზიაშვილი;
  13. გოგა ბითაძე;
  14. კამარ ბოლდუინი;
  15. გიორგი ოჩხიკიძე;
  16. ილია ლონდარიძე.

რამდენიმე ჸტალი, რომ᳥ლიც უნჸ ვიცოჸთ

უპირველეს ყოვლისა, უნჸ ითქვას, რომ გიორგი შერმადინისთვის 2025 წლის ევრობასკეტი Last Dance იქნება: ქართველი ცენტრი სანაკრებო კარიერას ასრულებს. შერმადინს საქართვ᳥ლოს ნაკრებთან ერთად სადებიუტო ევრობასკეტზე აქვს ნათამაშები და მას შემდეგ, "ტენერიფეს" ცენტრს ევროპული ტურნირი არ გამოუტოვებია. ფასდაუდებელია ის კონტრიბუცია, რაც ამ წლების განმავლობაში შერმადინს ნაკრებისთვის აქვს გაღებული და მისი წასვლა, უდავოდ, დიდი დანაკლისი იქნება.

Last Dance ექნება ჩვენი ერთ-ერთი მეტოქის, ესპანეთის მთავარ მწვრთნელსაც: უკვე ლეგენდად ქცეული სერჯიო სკარიოლო, რომელსაც ესპანეთის ნაკრებთან ერთად 4 ევრობასკეტი და 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აქვს მოგებული, ნაკრებიდან მიდის. სკარიოლო ტრიუმფის გამეორებას კიდევ ერთხელ შეეცდება, შემდეგ "რეალ მადრიდს" ჩაიბარებს.

მოულოდნელი ინფორმაციით, ევრობასკეტზე არ ითამაშებს "მინესოტა ტიმბერვულვზის" მოთამაშე, დონტე დივინჩენცო, რომელმაც იტალიის მოქალაქეობა სულ ცოტა ხნის წინ მიიღო. ცნობილია, რომ დივინჩენცომ ევრობასკეტის გამოტოვება პირადად გადაწყვიტა, რაც ცხადია, ჩვენთვის მხოლოდ სასიამოვნო ინფორმაციაა. კონტრასტისთვის, ისიც ვთქვათ, რომ საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მამოძრავებელმა ძალამ და ვარსკვლავმა იანის ანტეტოკუნმპომ, ევრობასკეტზე მონაწილეობა რამდენიმე დღის წინ დაადასტურა.

ასევე აღსანიშნავია, რომ ალეკსანდარ ჯიკიჩს კონტაქტი 2 წლით გაუხანგრძლივდა: განახლებული ხელშეკრულებით, სერბი სპეციალისტი საქართვ᳥ლოს ერǃნულ ნაკრებს 2027 წლის 30 სექტემბრამდე გაწვრთნის, რაც დიდი ტურნირის დაწყებამდე, პოზიტიური სიახლეა: სერბი სპეციალისტი საქართვ᳥ლოს ნაკრებს სათავეში ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ტურნირის წინ ჩაუდგა და ფინალურ ეტაპზე გაიყვანა, კონტრაქტის გახანგრძლივება კი ცალსახად იმის დასტურია, რომ გუნდი მას ნდობას უცხადებს.

ერთად ვუგულშემატკივრǃ საქართვ᳥ლოს ერǃნულ საკალათბურთო ნაკრებს, რომლის მთავარი სǃსორიც საქართვ᳥ლოს ბანკია.