extra X Kitchen & Living - ნახე რატომ უნდა განათავსო შენი პროდუქტი extra მარკეტფლეისზე

Opinions expressed by 鶹 contributors are their own.

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

- საქართველოში ყველაზე დიდი ციფრული მარკეტფლეისია, რომელიც აერთიანებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბრენდებს ერთ პლატფორმაზე. ექსტრას ყოველდღე 50 000-ზე მეტი მომხმარებელი სტუმრობს.

ექსტრას პარტნიორთა შორის კონცეპტუალური მაღაზია Kitchen & Living-ია.
მაღაზია იდეალურია მათთვის, ვისაც საკუთარი სივრცის საინტერესოდ და განსხვავებულად მოწყობა სურს, აქ, ერთ სივრცეში შეხვდებით სხვადასხვა უნიკალურ და გამორჩეულ ბრენდს.

ბრენდი საკუთარ შოურუმში მომხმარებელს საგულდაგულოდ შერჩეულ პროდუქციას და განსაკუთრებულ გამოცდილებას სთავაზობს, სწორედ ეს გამოცდილება გადაიტანეს ონლაინ სივრცეში - ;

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია, რომ ონლაინ სივრცეში საუკეთესო გამოცდილება მიიღოს. სწორედ ამ გამოწვევას პასუხობს ექსტრა და მაღაზიებს საკუთარ პლატფორმას სთავაზობს. აქ ნებისმიერი დაინტერესებული პირი, ინდივიდუალური მეწარმე, ფიზიკური პირი თუ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი მათზე მორგებულ, მოქნილ და მარტივ მომსახურებას მიიღებს.


"ექსტრასთან თანამშრომლობა იყო ლოგიკური ნაბიჯი ჩვენი განვითარების გზაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიყოთ იქ, სადაც ჩვენი მომხმარებელია.

ექსტრა გვაძლევს შესაძლებლობას გავზარდოთ ხელმისაწვდომობა და შევხვდეთ ახალ აუდიტორიას, რომელიც შესაძლოა ჯერ არ იცნობდეს Kitchen&Living-ს" - ამბობენ Kitchen&Living-ში.

მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა საუკეთესო გამოცდილება მიიღოს ონლაინ სივრცეში. ამისთვის ექსტრა მაღაზიებს სთავაზობს მათზე მორგებულ ლოგისტიკურ და საოპერაციო სისტემებს.