FORGE-AI: ჰორიზონტი ევროპის ახალი პროექტი ქართველი AI მკვლევრების განვითარებისთვის
Opinions expressed by 鶹 contributors are their own.
You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.
საქართველოში, ევროკავშირის Horizon Europe პროგრამის დაფინანსებით, 3-წლიანი პროექტი FORGE-AI დაიწყო, რომლის ერთ-ერთი მონაწილე საქართვ᳥ლოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციაა. პროექტის მიზანია ქვეყნის კვლევისა და ინოვაციების ეკოსისტემის გაძლიერება ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, რაც ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის როგორც მკვლევრებს, ისე კერძო სექტორს.
პროგრამა ფოკუსირებულია რამდენიმე ძირითად ამოცანაზე. მათ შორის მთავარი ახალგაზრდა AI მკვლევრებისა და კვლევის მენეჯერების პროფესიული უნარების განვითარებაა. დამატებით კი, პროექტის მიზანი არის აკადემიურ სექტორს, ინდუსტრიასა და საჯარო უწყებებს შორის ცოდნის გაცვლისა და თანამშრომლობის გაღრმავება, ასევე AI ინოვაციების ხელშეწყობისთვის ერǃნული დაფინანსების მექანიზმების მოდერნიზება.
პროექტს ახორციელებს ფართო კონსორციუმი, რომელსაც საქართვ᳥ლოს ტ᳥ქნიკური უნივერსიტ᳥ტის მუსხელიშვილის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი უწევს კოორდინაციას. კონსორციუმში ერთიანდებიან ქართველი პარტნიორები - საქართვ᳥ლოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA), შოთა რუსთაველის ერǃნული სამეცნიერო ფონდი, GITA, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტ᳥ტი, მონაცემთა ანალიზის ლაბორატორია, Helio AI, AI Lab Tbilisi და ICARTI. საერთაშორისო პარტნიორები კი გერმანიის ხელოვნური ინტელექტის კვლევითი ცენტრი (DFKI), ზაარლანდის უნივერსიტ᳥ტი (გერმანია), Creative Cluster (საფრანგეთი) და YerevaNN Foundation (სომხეთი) არიან.
2025 წლის ნოემბერში უკვე გაიმართა პირველი ღონისძიება, ორდღიანი ინტენსიური ტრენინგი ახალგაზრდა AI მკვლევრებისთვის, რომელსაც მუსხელიშვილის ინსტიტუტმა უმასპინძლა. მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა ინოვაციების მართვის, კვლევის კომერციალიზაციის, AI სტარტაპ ეკოსისტემისა და პასუხისმგებლობიანი AI-ის განვითარების შესახებ. პროგრამის სასწავლო ნაწილი ევროპელი ექსპერტების ჩართულობით მომზადდა.
პროექტის ფარგლებში შემდგომი აქტივობები მოიცავს:
- შ᳥რ᳥ული (blended-learning) ფორმატის ტრენინგ᳥ბს: თემები შეეხება ინოვაციებს, სტარტაპ-მეთოდოლოგიას, პროექტების მართვასა და ინტერდისციპლინურ თანამშრომლობას.
- სტაჟირებებს ევროპაში: 25 ქართველ ახალგაზრდა მკვლევარს საშუალება ექნება, სტაჟირება გაიაროს გერმანიის, საფრანგეთისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების წამყვან ორგანიზაციებში. სტაჟირებების ჯამური ხანგრძლივობა 234 თვეს შეადგენს.
- რ᳥კომ᳥ნდაცი᳥ბს ერǃნული პოლიტიკისთვის: პროექტის გამოცდილებაზე დაყრდნობით, შემუშავდება კვლევითი კარიერის მხარდაჭერის ახალი მოდელები.
საქართვ᳥ლოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA) პროექტის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა. ეს პროექტი ასოციაციის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს AI ტალანტების ახალი თაობის განვითარებას და მათ ინტეგრირებას ერთიან გლობალურ და ევროპულ AI ეკოსისტემაში.