#გახდისუერგმირი - საქველმოქმედო გამოწვევა კომპანიებისთვის #სუპ᳥რძალაზრუნვაშია

Opinions expressed by 鶹 contributors are their own.

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

entrepreneur.ge

#გახდისუერგმირი - ამ ჰეშთეგით, ინტერნეტსივრცეში ახალ გამოწვევას შეხვდებით, რომელიც საქველმოქმედო პლატფორმა -ის ბენეფიციარების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

კი სწორედ იმ პატარებზე ზრუნავს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. "სუპერგმირი" ფიზიკური პირებისა თუ კომპანიების დონაციებიდან შემოსულ თანხებს ბენეფიციარი ბავშვების საჭიროებებისკენ სრულად მიმართავს. პატარები ყოველთვიურად იღებენ გზავნილს, რომელშიც მათი ასაკის, სურვილებისა და მიზნების შესაბამისი აუცილებელი პროდუქტები, ნივთები და მომსახურების ვაუჩერებია მოთავსებული.

გარდა ამისა, ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გახდეს ერთი ან რამდენიმე ბავშვის სუპერგმირი და ხანგრძლივი პერიოდით იზრუნოს მათზე. თანაც არამხოლოდ დონაციით, არამედ პირადად მოინახულოს პატარები და დრო მათთან ნაყოფიერად გაატაროს.

- ის გუნდი მიიჩნევს, რომ ყველა იმსახურებს ლამაზ და ფერად ბავშვობას. ამ იდეას იზიარებს , რომელიც ერთ-ერთი პირველი ჩაერთო ამ საქველმოქმედო, საახალწლო გამოწვევაში და -ის ბენეფიციარებისთვის დონორი გახდა.

,,სინერჯი კაპიტალისგან" კამპანია #გახდისუერგმირი -ს გამოწვევა უკვე მიიღო რამდენიმე კომპანიამ, როგორებიცაა: ,,სამშენებლო კომპანია ანაგი", Tbilisi Medic-ი, ,,თბილღვნო", ,, ელთიბი - ავეჯის მასალები", Financial Office და Start - Business Solutions.

ამ საქველმოქმედო გამოწვევაში ჩართვა კი ნებისმიერ კომპანიას შეუძლია. - ის ბენეფიციარების მხარდაჭერა შემდეგი ნაბიჯებითაა შესაძლებელი:

1) გახდეთ პლატფორმის დონორი:

2) გახდეთ პატარების სანტა და აუხდინოთ სურვილები:


იმისათვის, რომ გამოწვევა უფრო მასშტაბური გახდეს და პლატფორმის საშუალებით კომპანიებმა მრავალი ბავშვის გახარება შეძლონ, დონაციის განხორციელების შემდეგ, მათ პოსტი ჰეშთეგით უნდა გამოაქვეყნონ და მეგობარი კომპანიები გამოიწვიონ, რადგან #სუპ᳥რძალაზრუნვაშია