Georgian Game Community Meetup - გაიგე როგორ ქმნიან ვიდეოთამაშებს ქართული სტუდიები
By 鶹-ის გუნდი
You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

თუ გაინტერესებთ როგორ იქმნება ვიდეო თამაშები ქართული სტუდიების მიერ, გაეცნოთ მათ პროექტებს, გაიგოთ რა ტექნოლოგიებს იყენებენ და რა პროცესები მიმდინარეობს თამაშების შექმნის დროს, აუცილებლად დაესწარით Georgian Game Community-ის .
ივენთზე საშუალება გექნებათ ახლოდან გაიცნოთ ქართველი დეველოპერები, დასვათ კითხვები და გაიგოთ ყველა დეტალი თუ როგორ მუშაობენ საკუთარ თამაშებზე.
ღონისძიება ჩატარდება 23 დეკემბერს, 18:00-ზე თბილისის ტექნოპარკში (მის. ინოვაციების ქუჩა #7).
დასწრება უფასოა და დამსწრეთა ასაკი შეზღუდული არაა!
ღონისძიებაზე დასასწრებად შეავსეთ მარტივი ფორმა:
ღონისძიების მსვლელობისას თავის გამოცდილებას გაგვიზიარებენ:
საბა დეკანოსიძე - რომელიც გვაჩვენებს და მოგვიყვება თუ საიდან გაჩნდა Internal Hunt-ის იდეა, როგორ მიმდინარეობს თამაშის დეველოპმენტი და გაგვიზიარებს თავის გამოცდილებას და ურთიერთობას ფაბლიშერებთან.
გიორგი ჩიტიძე - რომელიც ქმნის Horror ჟანრის თამაშს, სახელად The Seven Enchantment. ის გაგვიზიარებს ინფორმაციას მისი თამაშის შესახებ, რა სირთულეები არსებობს დეველოპმენტის პროცესში და მოგვიყვება თუ როგორ მოვემზადოთ ხანგრძლივი დეველოპმენტისთვის.
ზაკო ჯანიკაშვილი - გვესაუბრება საგანმანათლებლო თამაშებზე და გვეტყვის თუ როგორ იქმნება მისი თამაში Base 2.
თორნიკე ჯორთმენაძე (Jortsoft) - გაგვიზიარებს თავის თამაშს ZEPHINALA-ს და გვეტყვის როგორ ქმნის თამაშს მხოლოდ 1 ადამიანი. ასევე გვაჩვენებს თუ რა ტექნოლოგიებს იყენებს ამისთვის და რა მიზნები აქვს სამომავლოდ.
გიორგი ჭყრუნიშვილი და ავთო უგლავა - მოგვიყვებიან თუ როგორ დაიბადა Dumbriel ის იდეა, როგორ იქმნება გრძელვადიანი პროექტი და რა პროცესები მიმდინარეობს AnimatronX-ის გუნდში
პრეზენტაციების შემდეგ გაიმართება პანელური დისკუსია, სადაც სპიკერებად ზემოთ ჩამოთვლილ სტუმრებთან ერთად იქნებიან:
• თორნიკე ანდრიაძე - Gamedev და Esport ღონისძიებების ორგანიზატორი
• მარიამ ჯაფარიძე - ფულ-თაიმ ანტრეპრენერი გეიმინგში. Strive Georgia-ს დამფუძნებელი.
• ლუკა კვირიკაშვილი - Game Designer, Dasi Games-ის დამფუძნებელი
• გიორგი გედიანიძე - Senior VFX Artist, Digital Road Studio-ს თანადამფუძნებელი
ღონისძიების ორგანიზატორია GGC (Georgian Game Community) რომელიც ხელს უწყობთ თამაშების ინდუსტრიის განვითარებას საქართველოში.
პროექტის პარტნიორები არიან:
• GITA - საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
• 鶹 Georgia
• Unreal Engine
• Digital Road Studio
• AnimatronX
• Jortsoft
• Base2
• Revolt Entertainment