GITA-ს მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში პროტოტიპირების გრანტების თანხა გაიზარდა პროგრამის ფარგლებში ამ ეტაპზე 15 სტარტაპი დაფინანსდა
By 鶹-ის გუნდი
You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ სტარტაპებს მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში სიახლე შესთავაზა. პროტოტიპირების გრანტების თანხა 5000 ლარიდან 15 000 ლარამდე გაიზარდა და პროგრამის ფარგლებში ამ ეტაპზე 15 სტარტაპი დაფინანსდა.
GITA-ს მცირე გრანტების პროგრამა ხელს უწყობს ინოვაციების დანერგვას, ტესტირებას ან გაუმჯობესებას მათი შემდგომი კომერციალიზაციისთვის; ასევე ქართული პროდუქტების/სერვისების საერთაშორისო ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ეკოსისტემაში ინტეგრაციასა და მათი კომერციული პოტენციალის გაზრდას.
საგრანტო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება:
- კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტის/სერვისის პროტოტიპის შექმნა;
- პროტოტიპი ანუ პროდუქტის/ სერვისის პირველადი/ადრეული ნიმუში, რომელიც შექმნილია პროდუქტის კონცეფციის, ფუნქციური შესაძლებლობების გამოსაცდელად;
- ინოვაციური მოწყობილობები და კომპიუტერული პროგრამები.
პროტოტიპის საგრანტო განაცხადი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით: პროექტის გუნდის კომპეტენცია, ბაზრის მოცულობა/მასშტაბი/შესაძლებლობა, კონკურენტული უპირატესობა, პროდუქტი/ტექნოლოგია, დრო/შემოსავალი.
მცირე გრანტების პროგრამის კომისია დაკომპლექტებულია მაღალი დონის პროფესიონალებით, როგორიცაა:
- დავით ჩეჩელაშვილი - მაღალტექნოლოგიური მეწარმე, ტექ. კომერციალიზაციის ექსპერტი და გლობალური სტარტაპების დამფუძნებელი;
- თეიმურაზ მამაცაშვილი - მანჩესტერის ბიზნეს სკოლის მაგისტრი ბიზნესის ანალიზის მიმართულებით. ენტერპრენერული და ბიზნეს პროექტების შეფასებისა და დაფინანსების მრავალწლიანი გამოცდილებით;
- გიორგი ტუხაშვილი - Startup Grind Tbilisi - ის თანადამფუძნებელი;
- იური სადოევი - ბიზნესის მენეჯერი და კონკულტანტი პროცესის ოპტიმიზაციისა და ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებში;
- ლაშა გორგოშიძე - საქართველოს ნაციონალური სტარტაპების ასოციაციის მმართველთა საბჭოს წევრი.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: