გურამ წიბახაშვილი და ტორესა მოსი - ვიზუალური მეხსიერება აქ.ახლა

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

TBC

26 ივნისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს ფოტოგრაფ გურამ წიბახაშვილის სესიას თიბისის Facebook გვერდის () დახმარებით.

ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება, მისი მოდერატორი მწერალი ტორესა მოსი იქნება.

სესიის - "ვიზუალური მეხსიერება - აქ.ახლა" ფარგლებში, გურამ წიბახაშვილი მის მიერ მრავალი წლის განმავლობაში შექმნილ ფოტო-არქივზე ისაუბრებს, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიას დეტალურად ასახავს.

გასულ წელს თიბისიმ, გამომცემლობა "ინდიგოსთან" თანამშრომლობით, პროექტი - "ზამთარი გატადანილია" განახორციელა, რომელმაც 1990-იანი წლების საქართველოს შესახებ ფოტო-ალბომი, გამოფენა და მოკლემეტრაჟიანი ფილმი გააერთიანა. წიგნში ავტორის 250-მდე ფოტო და მწერლის - ანა კორძაია-სამადაშვილის ესეები შევიდა.

鶹-ის გუნდი

鶹 Staff

鶹 საქართველოს გუნდი