IGAL: თქვენი ბიზნესის სტაბილური ზრდისა და ეფექტიანი მართვის პარტნიორი

Opinions expressed by 鶹 contributors are their own.

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

დღევანდელ ბიზნესგარემოში კომპანიების მთავარი გამოწვევა სტაბილური ზრდის, გამართული პროცესებისა და გრძელვადიანი ხედვის უზრუნველყოფაა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება აუდიტორული და საბუღალტრო კომპანია IGAL, რომელიც მრავალი წელია პარტნიორ კომპანიებს უზრუნველყოფს პრევენციული სისტემების დანერგვით, ფინანსური და საგადასახადო რისკების მართვით, სტაბილურობით, განვითარებითა და ყოველდღიური მხარდაჭერით.

鶹-ს კომპანიის მმართველი პარტნიორი და დირექტორი, მალხაზ უჯმაჯურიძე ესაუბრა იმ ღირებულებებზე, რასაც IGAL-ის პროფესიონალთა გუნდი ქმნის.

როგორ დაახასიათებდით თქვენს კომპანიას დღეს, რა არის თქვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და რა ტიპის პრობლემების გადაწყვეტაში ეხმარებით ბიზნესებს?

"" 2007 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ეს არის არა მხოლოდ გამოცდილება, არამედ დაგროვილი სანდოობა. დღეიგს ჩვენი კომპანია წარმოადგენს სტრატეგიულ პარტნიორს იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც მიისწრაფვიან გამჭვირვალობის, მდგრადი ზრდისა და ეფექტიანი მართვისკენ.

ჩვენ ვმოქმედებთ როგორც მრავალპროფილური პლატფორმა, რომელიც კომპანიებს რეალურად უმარტივებს ყოველდღიურ ცხოვრებას და მხარს უჭერს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში. ფინანსური, საგადასახადო, იურიდიული და ოპერაციული გამოწვევების ეფექტიანად მართვით ჩვენ ვქმნით ღირებულებას იქ, სადაც ფინანსები, რეგულაციები და ბიზნესსტრატეგია იკვეთება. IGAL როგორც პრობლემების გადაჭრის, ასევე რისკების პრევენციის, მომავლის უკეთ დაგეგმვისა და ბიზნესის მდგრადი ზრდის მხარდაჭერია.

თქვენი სერვისები მოიცავს აუდიტს, ბუღალტერიას, საგადასახადო, იურიდიულ და ციფრულ მიმართულებებს, როგორ ერთიანდება სხვადასხვა სფერო ერთი სივრცეში?

ჩვენი მოდელი ეფუძნება ინტეგრირებულ მიდგომას, სადაც სხვადასხვა პროფილის სპეციალისტები მუშაობენ ერთიანი სტრატეგიის ფარგლებში. ჩვენი ძალა სწორედ ინტეგრაციაშია. ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული, აუდიტი, ბუღალტერია, საგადასახადო და იურიდიული მიმართულებები ფუნქციონირებს როგორც ერთი ეკოსისტემა. ინფორმაცია თავისუფლად მოძრაობს და გადაწყვეტილებები მიიღება სწრაფად, სრულ სურათზე დაყრდნობით. შედეგად, კლიენტი იღებს თანმიმდევრულ, შეთანხმებულ და შედეგზე ორიენტირებულ მომსახურებას. ეს ნიშნავს, რომ პარტნიორს არ უწევს სხვადასხვა სპეციალისტთან ერთსა და იმავე საკითხზე რამდენჯერმე საუბარი. ჩვენ ვაკავშირებთ ინფორმაციას და ვქმნით სრულ სურათს, ყველა სერვისი სინქრონიზებულია და მიმართულია საბოლოო შედეგზე. მაქსიმალურად შემცირებული შეცდომები, დროისა და ხარჯების ოპტიმიზაცია, და რაც მთავარია, გადაწყვეტილებები, რომლებიც კომპანიის სრულ სურათს ეფუძნება. ეს არის IGAL.

ორი ათწლეულის განმავლობაში ქართულ ბაზარზე საქმიანობისას როგორ შეიცვალა თქვენი კომპანიის როლი, მომსახურების მიმწოდებლიდან სტრატეგიულ პარტნიორამდე?

2007 წელს, როდესაც კომპანია დაარსდა, ქართული ბიზნესის მთავარი მოთხოვნა იყო სიზუსტე, სწორი საგადასახადო ანგარიშგება, ხარჯების ოპტიმიზაცია და პირველადი დოკუმენტაციის გამართულად წარმოება. იმ პერიოდში ბაზარი ჯერ კიდევ ფორმირების ეტაპზე იყო და რეგულაციებიც ხშირად იცვლებოდა.

დღეს სურათი მნიშვნელოვნად შეცვლილია. ქართული კომპანიები სულ უფრო მეტად არიან ორიენტირებული ექსპორტზე, იზიდავენ ვენჩურულ კაპიტალს, ხოლო ადგილობრივი ბიზნესი აქტიურად იღებს მხარდაჭერას საერთაშორიო პროექტებისგან, მაგალითად, როგორიცაა IFC და EBRD. ეს უკვე გულისხმობს უფრო რთულ მოთხოვნებს, ფინანსურ ანგარიშგებებს, ESG სტანდარტებს, Due Diligence პროცესებს და ტრანსფერ ფრაისინგის რეგულაციებს. ამ ცვლილებებთან ერთად ბუნებრივად განვითარდა ჩვენი როლიც, რადგან მუდმივად ვცდილობთ, გავუმარტივოთ კომპანიებს ყოველდღიური საქმიანობა. შესაბამისად, ჩვენი სერვისები ყოველთვის ახალ გამოწვევებს პასუხობს და ბიზნესს აძლევს საშუალებას, ერთი კომპანიისგან მიიღონ სრული მხარდაჭერა.

ჩვენი ისტორია მოიცავს ისეთ პარტნიორობებს, რომლებთანაც 10-15 წელია ვთანამშრომლობთ, სიღრმისეულად ვიცნობთ მათ ბიზნესის ისტორიას, ლოგიკას, ძლიერ და სუსტ მხარეებს. ეს ცოდნა ყოველ ახალ გამოწვევაში მათთვის რეალურ უპირატესობად იქცევა.

თქვენ ხაზს უსვამთ, რომ ფინანსური მონაცემები უნდა იქცეს გადაწყვეტილებების საფუძვლად, პრაქტიკულად როგორ ახორციელებთ ამ იდეას კლიენტებთან მუშაობისას?

ვცდილობთ ციფრები "გავაცოცხლოთ". არა მხოლოდ სტანდარტული ანგარიშგება, არამედ მართველობითი ანგარიშგება, რომელიც რეალურად ეხმარება მენეჯმენტს გადაწყვეტილებების მიღებაში. ვუხსნით, რას ნიშნავს ესა თუ ის მონაცემი და რა შეიძლება გააკეთოს ამის საფუძველზე.

ქართულ ბიზნესსამყაროში ჯერ კიდევ გავრცელებულია პრაქტიკა, სადაც ბუღალტრული აღრიცხვა ძირითადად ბანკისა და საგადასახადო ორგანოს მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად კეთდება,მენეჯმენტი კი ხშირად ინტუიციაზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებებს. ეს მიდგომა გარკვეულ დონემდე მუშაობს, განსაკუთრებით მცირე ბიზნესში, თუმცა ზრდასთან ერთად ხშირად პრობლემების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად იქცევა.

ჩვენ კლიენტებს მარტივ ენაზე ვაჩვენებთ, რომელი პროდუქტი ან მიმართულება ქმნის მოგებას და რომელი ხარჯავს რესურსებს, სად არის ზრდა და სად – სტაგნაცია, ასევე, სად არსებობს ოპტიმიზაციის რეალური შესაძლებლობები.

კონკრეტულ შემთხვევაში, ვმუშაობდით ქართულ კომპანიასთან, რომელიც ათ სხვადასხვა პროდუქტს ყიდდა. ფინანსური ანალიზის შემდეგ გამოვლინდა, რომ მხოლოდ სამი მათგანი ქმნიდა მთლიანი მოგების 80%-ს. ამ ერთმა მარტივმა ინფორმაციამ შეცვალა კომპანიის გაყიდვების პრიორიტეტები, მარკეტინგული ბიუჯეტის განაწილება და სამომავლო ინვესტიციის მიმართულებები. სწორედ ეს არის ის ღირებულება, რომელსაც ციფრები ქმნიან, როდესაც მათ სწორად აანალიზებენ და მენეჯმენტისთვის გასაგებ ენაზე წარმოადგენენ.

რა არის ძირითადი პრობლემა, რომელსაც დღეს ყველაზე ხშირად ხედავთ ქართულ ბიზნესებში ფინანსური მართვისა და შესაბამისობის მიმართულებით?

ყველაზე ხშირად ვაწყდებით ე.წ. ბოლო წუთის კულტურას, როდესაც კომპანია მხოლოდ მაშინ იწყებს ფინანსური პროცესების მოწესრიგებას, როცა კონკრეტული მოვლენა უკვე მოხდა. მაგალითად, ინვესტორის შემოსვლისას იწყება ფასეულობის შეფასება და ფინანსური ანგარიშგების სრულყოფა. ბიზნესის გაყიდვისას კი Due Diligence-ის პროცესში ირკვევა, რომ ბუღალტრულ ჩანაწერებში არსებობს არათანმიმდევრულობა და საგადასახადო ანგარიშგებებში, შეუსაბამობები. ან საგადასახადო შემოწმების დაწყებისას იწყება ინფორმაციისა და პასუხების მოძიება.

ასეთი დაგვიანებული რეაგირება ხშირად იწვევს სერიოზულ პრობლემებს. მათი გამოსწორება მოითხოვს დიდ დროს და ხარჯებს, ზრდის მენეჯმენტის დატვირთვას და სტრესს, ხოლო ზოგ შემთხვევაში ბიზნესშესაძლებლობის დაკარგვასაც კი იწვევს.

ამ მიდგომის შეცვლა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ჩვენ ვმუშაობთ კომპანიებთან იმისთვის, რომ ისინი მუდმივად იყვნენ რეალურ დროსთან შესაბამისობაში, ფინანსური ანგარიშგება, დოკუმენტაცია და კომპლაიანსი იყოს არა მხოლოდ ინვესტორის, გაყიდვის ან შემოწმების წინასწარი რეაქცია, არამედ ყოველდღიური, სისტემური პროცესი, რომელიც წლის 365 დღის განმავლობაში გამართულად მუშაობს.

რას ნიშნავს თქვენთვის პრაქტიკაში "სანდო პარტნიორობა", როგორ განსხვავდება ეს უბრალოდ კონსალტინგისგან?

ეს ნიშნავს გრძელვადიან თანამშრომლობასა და გულწრფელ ურთიერთობას. განსხვავება კონსალტინგისგან ის არის, რომ ჩვენ არა მხოლოდ რეკომენდაციას ვაზიარებთ, არამედ ერთად ვქმნით ბიზნესის წარმატებას. ვმუშაობთ როგორც მათი გუნდის ნაწილი. ვცდილობთ, პარტნიორმა იგრძნოს და დაინახოს, რომ ნამდვილად მის მხარეს ვართ არა მხოლოდ მაშინ, როცა პრობლემა ჩნდება, არამედ ყოველდღიურ პროცესში.

სანდო პარტნიორობა ჩვენთვის არის ჩართულობა, პასუხისმგებლობა და საერთო მიზნებზე კონცენტრირება. ჩვენ ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ვაფასებთ რისკებს და ვიზიარებთ შედეგებს.

სიზუსტე და პროფესიული პრინციპულობა ჩვენი თანამშრომლობის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ეს ფასდება და ქმნის მყარ ურთიერთობებს. რისკების აღმოჩენისას მკაფიოდ და არგუმენტირებულად ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, თუნდაც სიმართლე მათ მოლოდინებს არ შეესაბამებოდეს. დროის შეზღუდვის მიუხედავად, მონაცემების სიზუსტეს ყოველთვის უმთავრეს მნიშვნელობას ვანიჭებთ, ნაჩქარევი გადაწყვეტილებების ნაცვლად. სწორედ ამიტომ გვაკავშირებს ჩვენს პარტნიორებთან არა მხოლოდ საქმიანი, არამედ ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები.

როგორია თქვენი კომპანიის სამომავლო ხედვა, რა მიმართულებებია დღეს მთავარი, რათა ბაზარზე ლიდერობა შეინარჩუნოთ ან გააძლიეროთ?

ჩვენ ვხედავთ მომავალს, როგორც ტექნოლოგიებით გაძლიერებულ, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებულ პლატფორმას, რომელიც აგრძელებს ბიზნესებისთვის ღირებულების შექმნას. გვინდა, რომ მომავალშიც შევინარჩუნოთ ის, რაც დღესაც ყველაზე მნიშვნელოვანია, – ნდობა, ხარისხი და რეალური მხარდაჭერა. გავაფართოოთ საერთაშორისო პარტნიორობა და საუკეთესო პრაქტიკები გადმოვიტანოთ ქართულ რეალობაში. ჩვენი მიზანია ფეხი ავუწყოთ თანამედროვე სიახლეებსა და გამოწვევებს და პარტნიორებს კიდევ უფრო მოქნილი სერვისი შევთავაზოთ. შეეგად, ჩვენი შესრულებული საქმე და პროფესიონალიზმი არის ის, რაც საშუალებას მოგვცემს, ბაზარზე ლიდერის პოზიციები გავამყაროთ.