ქართული ანტრეპრენერული პოჸასტი – მიკროფონი ჩართულია! "ეს იქნება ახალი ფორმა ანტრეპრენერული ინფორმაციის მისაღებად"

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

ჟურნალ 鶹-ის ინიციატივით ქართული ანტრეპრენერული პოჸასტი შეიქმნა. ეს იქნება ღია პლატფორმა მათთვის, ვისაც ანტრეპრენერულ თემაზე სათქმელის გაზიარება და რა თქმა უნდა, მოსმენა სურს. მსურველთათვის უზრუნველყოფილი იქნება მაღალი ხარისხის სტუდიური ჩაწერა, სრულიად უსასყიდლოდ.

პირველი პოჸასტის წარდგენა 14 ივნისს, ჟურნალ 鶹-ის ივნისის გამოცემის პრეზენტაციაზე შედგა. დამსწრე საზოგადოებამ ჟურნალ 鶹-ის მთავარი რედაქტორის, გიორგი შარაშიძის საავტორო პოჸასტი თემაზე "კი თუ არა" მოისმინა.

"ვაპირებ ჩემს საავტორო პოდკასტს რეგულარული სახე მივცე და მინიმუმ თვეში ერთხელ ახალ თემაზე ჩავწერო პოჸასტი და წარვუდგინო მსმენელს", – ამბობს მთავარი რედაქტორი და კიდევ ერთხელ შეახსენებს მეგობარ ანტრეპრენერებს, რომ ჟურნალ 鶹-ის პლატფორმით მათაც შეუძლიათ სარგებლობა.

პოჸასტი, რომლის საქართველოში აქტუალიზაცია ჟურნალ 鶹-ის გუნდმა მიზნად დაისახა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ციფრული ტენდენციაა. მასალა სხვადასხვა თემის გარშემო იქმნება და დიდი პოპულარობით სარგებლობს განვითარებული სამყაროს მსმენელებს შორის.

სიტყვა პოჸასტი 2004 წლიდან არის გამოყენებაში და ის წარმოიქმნა ორი სიტყვის კომბინაციით − (მედიაფლეერი) და (გაშუქება). ეს არის ციფრული აუდიო ან ვიდეოფაილები თემატური განხილვების ეპიზოდებით. მისი უპირატესობა მარტივად ჩამოტვირთვადობაა, რომელსაც მსმენელი ნებისმიერ დროს უსმენს ინტერნეტის გარეშე. პოდკასტების შინაარსი შეუზღუდავია − საგადან დაწყებული, ღრმა ინტერვიუთი დამთავრებული. ამდენად, ის ნებისმიერი მსმენელის გემოვნებას აკმაყოფილებს.

პოჸასტი დიდი ხნის განმავლობაში მოიაზრებოდა ე.წ. ნიშური ინტერესის პროდუქტად, კომერციული გამოყენების პოტენციალის გარეშე. თუმცა, მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა, რასაც კვლევები ადასტურებს.

Midroll Media-ს სტატისტიკის თანახმად, რომელიც პოდკასტ-ქონთენთის ერთ-ერთი უმსხვილესი გლობალური მწარმოებელია, პოჸასტის მსმენელთა რაოდენობა ყოველწლიურად 10%-ით იზრდება. ჯერ კიდევ 2017 წელს მან 67 მილიონი ადამიანი შეადგინა, რაც იმ დროისთვის სოციალურ ქსელ Twitter-ის მომხმარებლების რაოდენობას უტოლდებოდა. ეს დაახლოებით აშშ-ის მოსახლეობის 25%-ს შეადგენს.

გასული წლის კვლევის თანახმად კი, ამერიკაში სამიდან ერთი ადამიანი უსმენს პოდკასტს, 55-წლის ქვემოთ ასაკობრივ ჯგუფებში, რაც მხოლოდ ამერიკაში 124 მილიონი მომხმარებელია.

პოჸასტის მომხმარებელთა ასაკობრივი მაჩვენებლები ამ გლობალური ტენდენციის ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო ფაქტორია. მისი პენეტრაცია 18-34 წლის დემოგრაფიულ სეგმენტშია ყველაზე აქტუალური (იხილეთ გრაფა ქვემოთ).

და მაინც, რატომ გახდა პოჸასტი ასეთი გამოყენებადი? მომხმარებელთა კვლევის თანახმად, პოჸასტის ფორმატი მასპინძელთან პერსონალური საუბრის შეგრძნებას იწვევს, სადაც ისინი უშუალო კავშირს გრძნობენ მათთვის საინტერესო, ნიშურ მთხრობელთან.

ტრენდის გავლენის უნარი კარგად გააცნობიერეს რეკლამის მწარმოებლებმა და დღეს ეფექტურად იყენებენ. საშუალოდ, პოჸასტი 45-წუთიანია, სადაც რ᳥კლამა 90 წამის განმავლობაში შეიძლება განთავსდეს, რაც ტრადიციულ რ᳥კლამაზე გაცილებით მაღალი ქრონომეტრაჟია.

ისიც აღსანიშნავია, რომ Edison Research-ის კვლევის მიხედვით, პოჸასტის მსმენელთა 85% ბოლომდე უსმენს მასალას. აქვე, რ᳥კლამა გარანტირებულად მოსმენადია, რადგან მის ორ მესამედს მთხრობელი კითხულობს, რაც ბრენდის მიმართ მსმენელის ნდობის შექმნას და ჩართულობას უზრუნველყოფს. ამდენად, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახდა ინფლუენსერ-მარკეტინგისთვის (influencermarketing), რასაც მსმენელთა მიერ მოსმენილი ბრენდის გამეორების 67%-იანი მაჩვენებელი ადასტურებს. პროგნოზის მიხედვით, პოჸასტით გენერირებული შემოსავალი 2020 წლისთვის გაორმაგდება.

ჟურნალი 鶹 აქტიურად, და პროაქტიურად, იმუშავებს საქართველოს ამ გლობალურ ტენდენციაში ჩართვისთვის. ქართველი მოსახლეობისთვის ეს იქნება ახალი ფორმა მისი საყვარელი ანტრეპრენერული ინფორმაციის მისაღებად, მათ შორის − ოფლაინ რეჟიმში თუ ავტომობილში.

აქვე მოვუწოდებთ ჩვენს არსებულ და პოტენციურ კონტრიბუტორებს: მოუსმინეთ ჩვენს პირველ პოდკასტს და აირჩიეთ მოქმედება!