კომპანიის დაფუძნება კვიპროსში: ყველაზე ხელსაყრელი საგადასახადო გარემო – თქვენი ბიზნესი ევროკავშირში

Opinions expressed by 鶹 contributors are their own.

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

დღეს ბევრი ქართველი მეწარმე ეძებს სტრატეგიულ გზებს ბიზნესის გასაფართოებლად ევროკავშირის ბაზრებზე. ასეთ შემთხვევაში, გადამწყვეტ როლს თამაშობს ბიზნესგარემო, საგადასახადო რეჟიმი, საიმიგრაციო პოლიტიკა და გეოგრაფიული სიახლოვე. სწორედ ამიტომ, კვიროსი იქცა იდეალურ პლატფორმად - ქვეყანად, რომელიც ქართველ ინვესტორებს აძლევს საშუალებას მიიღონ წვდომა ევროკავშირის ბაზარზე და ევროპულ ფინანსურ სისტემაზე, ისარგებლონ დაბალი გადასახადებითა და სტაბილური სამართლებრივი გარემოთი.


რატომ კვიროსი?

კვიროსი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, რომელიც აერთიანებს ევროპულ რეგულაციებსა და საერთაშორისო ბიზნესის მოქნილ პირობებს. არაევროკავშირის ქვეყნებიდან, მაგალითად საქართველოდან, კომპანიებისათვის ეს წარმოადგენს სანდო ხიდს ევროპაში შესასვლელად.

  • დაბალი კორპორატიული (მოგების) გადასახადი – 12.5% (ახალი საგადასახადო რეფორმის ფარგლებში 15%-მდე გაიზრდება, თუმცა საგადასახადო რეფორმა ითვალისწინებს დამატებით შეღავათებს კვიპროსში დაფუძნებული ბიზნესებისთვის), კაპიტალურ მოგებასა და დივიდენდზე კი ფაქტობრივად ნულოვანი გადასახადი
    ეს მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტულია ევროპაში, რაც კომპანიებს საშუალებას აძლევს გაზარდონ წმინდა მოგება და მოახდინონ რესურსების ეფექტიანი გადანაწილება.
  • საბანკო ინტეგრაცია (SEPA)
    კვიროსის საბანკო სისტემა სრულადაა ინტეგრირებული ევროპულ ქსელში, რაც უზრუნველყოფს სწრაფ და დაბალფასიან საერთაშორისო ტრანზაქციებს.
  • სწრაფი იმიგრაცია და რელოკაცია
    მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებსა და მენეჯერებზე მოქმედებს საშემოსავლო გადასახადის 50%-იანი შეღავათი, რაც ხელს უწყობს გამარტივებულ რელოკაციას თანამშრომლებისთვის და ოჯახების ბინადრობის ნებართვის გამარტივებულად მიღებას.
  • ინოვაციური IP Box რეჟიმი
    ტექნოლოგიური კომპანიები ინტელექტუალური საკუთრებიდან (მაგ. კომპიუტერული პროგრამიდან) მიღებულ შემოსავალზე მხოლოდ 2.5% - მდე ეფექტურ გადასახადს იხდიან - იდეალური საშუალებაა სტარტაპებისა და IT ბიზნესებისთვის.
  • სტრატეგიული მდებარეობა
    თბილისიდან ლარნაკამდე მხოლოდ 2 საათის ფრენა. კვიროსი გეოგრაფიულად ახლოსაა და წარმოადგენს ევროკავშირის კარიბჭეს ქართველი მეწარმეებისთვის.

– თქვენი პარტნიორი კვიპროსში

წარმოადგენს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც სპეციალიზირებულია . მხოლოდ 2025 წელს, ჩვენ დავეხმარეთ 30-ზე მეტ კომპანიას განეხორციელებინათ ოპერაციები კვიროსისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში. 15 წელზე მეტი გამოცდილებით, ჩვენი გუნდი გთავაზობთ სრულ სერვისს:

  • კომპანიის რეგისტრაცია და სამართლებრივი მხარდაჭერა
  • საბანკო ანგარიშების გახსნა და ტრანზაქციებთან დაკავშირებით მხარდაჭერა
  • ლიცენზიების მოპოვება და რეგულაციებთან შესაბამისობა
  • ბუღალტრული აღრიცხვა და საგადასახადო დაგეგმარება
  • თანამშრომლების რელოკაცია, ბინადრობის ნებართვები და HR მხარდაჭერა
  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული კონსულტაცია
  • საოპერაციო და იურიდიული მხარდაჭერა

Pen Hill Advisors-ის გუნდთან თანამშრომლობით ქართული კომპანიები იღებენ - რეგისტრაციიდან ოპერირების დაწყებამდე ყველა ეტაპი სწრაფად და ეფექტურად ხორციელდება.


როგორ შეიძლება გაიხსნას კომპანია კვიპროსში:

  1. კომპანიის ტიპის არჩევა (Ltd, Partnership და სხვ.)
  2. სახელის რეგისტრაცია კომპანიების რეესტრში
  3. წესდებისა და დირექტორების დოკუმენტაციის წარდგენა
  4. საგადასახადო ნომრის (TIN) და VAT რეგისტრაციის მიღება
  5. საბანკო ანგარიშის გახსნა SEPA სისტემაში
  6. საოპერაციო და საიმიგრაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა

კვიროსი – თქვენი ბიზნესის ახალი დასაწყისი

კვიროსი აერთიანებს დაბალ გადასახადებს, სტაბილურ გარემოს და ევროკავშირის ბაზარზე პირდაპირ წვდომას. აქ კომპანიის გახსნა ნიშნავს საერთაშორისო რეპუტაციისა და ფინანსური მოქნილობის მიღწევას უმოკლეს დროში.

თუ გეგმავთ ბიზნესის გაფართოებას ან საერთაშორისო ბაზარზე გასვლას, Pen Hill Advisors მზად არის გახდეს თქვენი სტრატეგიული პარტნიორი კვიპროსში.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გაეცნოთ თანდართულ .