Konica Minolta-მ SMART business Georgia-სთან თანამშრომლობით საერთაშორისო ERP სისტემა დანერგა

Opinions expressed by 鶹 contributors are their own.

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

Konica Minolta, ბეჭდვის ტექნოლოგიებისა და IT სერვისების გლობალური ლიდერი, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ინოვაცია მისთვის მხოლოდ ტექნოლოგია კი არა, არამედ გონივრული არჩევანია. კომპანიამ SMART business Georgia-სთან თანამშრომლობით, Microsoft Dynamics 365 Business Central-ზე დაფუძნებული ERP სისტემა დანერგა, რომელიც სრულად მორგებულია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაზე და ბუღალტრულ მოთხოვნებზე.

SMART Accounting-ის დანერგვის შედეგად Konica Minolta-მ შეძლო:

  • ოპერაციების ავტომატიზაცია და ხელით შესრულებული სამუშაოს მინიმიზაცია
  • შეცდომების რისკის შემცირება
  • რეალურ დროში ინფორმაციის მიღება და დეტალური ფინანსური ანალიზი
  • საგადასახადო შესაბამისობის 100%-ით დაცვა
  • მოხსენებების გამარტივება როგორც მენეჯმენტისთვის, ისე რეგულატორებისთვის

გარდა ეფექტურობის ზრდისა, კომპანია ახლა ოპერირებს სრულად ინტეგრირებულ სისტემაზე, რომელიც მოიცავს გაყიდვებისა და შესყიდვების, მარაგების, საბანკო ოპერაციების, დღგ-ის, ძირითადი საშუალებების და პერიოდული ანგარიშგების მოდულებს — ყველაფერს, რაც თანამედროვე და პასუხისმგებლიან ორგანიზაციას სჭირდება.

"ჩვენი მიზანი იყო არა უბრალოდ ახალი სისტემის დანერგვა, არამედ რეალური ეფექტური შედეგის მიღწევა. SMART business Georgia-ს გუნდმა ზუსტად გაიგო ჩვენი საჭიროებები, შემოგვთავაზა პერსონალიზებული გადაწყვეტილება და უზრუნველყო მხარდაჭერა პროექტის ყველა ეტაპზე. შედეგი? გაცილებით გამჭვირვალე, მოქნილი და სტაბილური ოპერაციები", — აცხადებენ Konica Minolta-ში.

მათთვის, ვისაც სურს ტექნოლოგიურ პროგრესის ბენეფიტების მიღება ადგილობრივ კანონდმებლობასთან შესაბამისობაში , Konica Minolta-ს გამოცდილება თვალსაჩინო მაგალითია: სწორი ERP სისტემით შესაძლებელია არა მხოლოდ რეგულაციების დაცვა, არამედ ბიზნესის ზრდისთვის საიმედო საფუძვლის შექმნა.

გსურთ ოპერაციების ოპტიმიზაცია და სრული კონტროლი ფინანსებზე? SMART business Georgia დაგეხმარებათ!