ლევან კოღუაშვილი და ნესტან-ნენე კვინიკაძე - ქართული კინო აქ. ახლა
By 鶹-ის გუნდი
You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.
თიბისის Live-სესიები - აქ.ახლა - გრძელდება.
12 ივნისს, 19:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს რეჟისორ ლევან კოღუაშვილის სესიას თიბისის Facebook გვერდის () დახმარებით.
ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება, რომლის მოდერატორი მწერალი ნესტან-ნენე კვინიკაძე იქნება.
სესიის - "ქართული კინო - აქ.ახლა" ფარგლებში, ლევან კოღუაშვილი რეჟისორის პროფესიის თავისებურებებთან ერთად, თავის მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებზე ისაუბრებს.
რეჟისორი გაგვიზიარებს გამოცდილებას იმის შესახებ, თუ როგორ პოულობს ამბებს და პერსონაჟებს ფილმებისთვის, ასევე გვიამბობს თავისი უახლესი პროექტის შესახებ.