"ლუტ᳥ცია ჯგუფი" ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდს აარსებს
By 鶹-ის გუნდი
You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.
არსებობენ ადამიანები და კომპანიები, რომლებიც არასდროს ჩერდებიან ერთ ადგილას და მუდმივად ცდილობენ არა მარტო განვითარებას, არამედ გარშემომყოფების დახმარებასა და ხელშეწყობას. წლების განმავლობაში ლუტ᳥ციამ სწორედ ასეთი ბრენდის სახელი მოიპოვა: კომპანია, რომელიც, პირველ რიგში, სილამაზესთან თუ თავის მოვლასთან ასოცირდება, თუმცა ყოველთვის ცდილობს მომხმარებლებისა თუ სრულიად უცხო ადამიანებისათვის პოზიტიური ენერგიის გაზიარებას.
ამის დასტური კი 23 აპრილს ლუტ᳥ცია ჯგუფის მიერ ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდ ლუტ᳥ციას დაფუძნებაც გახლდათ. ეს სწორედ ის თარიღია, რომელმაც კომპანიის თითოეული წარმომადგენლისთვის განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა, რადგანც სიმბოლურად ფონდის დაარსება ლუტ᳥ცია ჯგუფის დამფუძნებლის, ბატონი ვახტანგის, დაბადების დღეს დაემთხვა.
ლუტ᳥ცია ჯგუფის დაარსების დღიდან ბრენდის მთავარი ფილოსოფია გარშემომყოფებისათვის ახალი პერსპექტივებისა და ფერადი მომენტების შექმნაა. ბატონი ვახტანგი და მისი გუნდი მუდმივად განვითარებასა და სიახლეებზე გახლდათ ორიენტირებული და სწორედ ამ გზამ მიიყვანა ის გადაწყვეტილებამდე, რომ ჩვენ გარშემო არსებული სამყარო უკეთესობისაკენ შეეცვლა - არა მხოლოდ ადამიანების გარეგნულ მშვენიერებაზე ზრუნვით, არამედ მათი შინაგანი მისწრაფებების, ოცნებებისა და შესაძლებლობების მხარდაჭერით.
ლუტ᳥ცია ჯგუფში სწამთ რომ განათლება არის სწორედ ის, რაც არა მარტო ერთი ადამიანის მომავალზე ზრუნვას, არამდე მთელი საზოგადოებისათვის გაწეულ სასიკეთო საქმეს ნიშნავს.
"ჩვენ გვჯერა, რომ მომავალი განათლებაშია. ლუტ᳥ცია ფონდი ყოველწლიურად შეარჩევს ახალგაზრდებს და დაეხმარება მათ განათლების მიღებასა და მშვენიერი მომავლისკენ მიმავალ გზაზე სვლაში."
ფონდის დაფინანსებაში ლუტ᳥ცია ჯგუფის წევრი თითოეული კომპანია იქნება ჩართული და ყოველწლიურად მოგების გარკვეულ წილს ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდ ლუტ᳥ციაში გადარიცხავენ ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდების მხარდასაჭერად, რომლებიც ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებში შეირჩევიან. სწორედ ეს იქნება ფონდის მიზანიც, რომელიც ვახტანგ ფხაკაძის დაწყებული საქმის გაგრძელება იქნება. ის ხომ წლების განმავლობაში აფიშირების გარეშე ცდილობდა იმ ადამიანების დახმარებასა და ხელშეწყობას, რომელთაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.
ლუტ᳥ციას გუნდს ეჭვი არ ეპარება, რომ ახლადშექმნილ ფონდს დიდი მომავალი აქვს და წლიდან წლამდე უფრო მეტ ღირსეულ ახალგაზრდას დაანახებენ ახალ ჰორიზონტებსა და კიდევ უფრო მშვენიერი სამყაროსკენ მიმავალ გზას.