მარცხი — ნაბიჯი წარმატებისკენ: მეწარმე ქალების გამოცდილება Fuckup Nights-ზე

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

entrepreneur.ge

ბათუმი, სასტუმრო "ჰილტǃი"(რუსთაველის N40), 21:00 საათი - როგორია მარცხი, რომელიც წარმატებისკენ ნაბიჯის გადადგმასა და მნიშვნელოვან მოტივაციას ნიშნავს — მეწარმე ქალები აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას ბათუმში, Fuckup Nights-ზე გაუზიარებენ.

ღონისძიებაში, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ლიბერთის მხარდაჭერით გამართავს, 4 მეწარმე ქალი მიიღებს მონაწილეობას. ისტორიებით, რომლებსაც ისინი დამსწრეებს უამბობენ, კიდევ ერთხელ წარმოაჩენენ საქმიანობისას გადალახულ წინაღობებს და შეეცდებიან, ამ მაგალითებით მოტივაცია სხვა ქალებსაც მისცენ. სპიკერების გამოსვლების შემდეგ კი პანელური დისკუსია გაიმართება.

Fuckup Nights გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერიაა, რომელთა დახმარებითაც ადამიანები საკუთარი პროფესიული მარცხის ისტორიებს ჰყვებიან. მოძრაობა 2012 წელს, მექსიკაში დაიწყო და ამჟამად მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 90 ქვეყანასა და 320 ქალაქში მიმდინარეობს. თვეში ერთხელ 3-4 სპიკერი სხვადასხვა ადგილას იკრიბება და აუდიტორიას საკუთარ პროფესიულ წარუმატებლობას უზიარებს. ეს არის გამოცდილება, რომელიც ეხმარება ადამიანებს, დარწმუნდნენ, რომ მარცხი დასასრული არ არის, პირიქით: ის კარგი გამოცდილებაა. მით უმეტეს, რომ ზოგჯერ საუკეთესო ამბები სწორედ ერთი შეხედვით არასწორი გადაწყვეტილებებით იწყება.

-ის მხარდამჭერები ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასია, გრანთ თორნთონ საქართველო და ლურჯი ოკეანე არიან, მედია მხარდამჭერები კი — Forbes Georgia, 鶹 საქართველო, , AT.ge და BPN.ge.

鶹-ის გუნდი

鶹 Staff

鶹 საქართველოს გუნდი