მასკმა SpaceX-ის თანამშრომლებს მთავარ პრიორიტეტად Starship დაუსახა Starship-ის მიზანი ერთდროულად 100 ადამიანის კოსმოსში გაშვებაა
By 鶹-ის გუნდი
You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.
ილონ მასკმა SpaceX-ის თანამშრომლებს ელ.ფოსტით მოუწოდა კონცენტრირდნენ ადამიანების მთვარესა და მარსზე გაშვებაზე. Dragon-ის დედამიწაზე წარმატებით დაბრუნებასთან ერთად, სწორედ ეს იქნება SpaceX-ელების მთავარი პრიორიტეტი უახლოეს პერიოდში.
Starship გახლავთ კომერციული ხომალდი, რომლის მიზანი ერთდროულად 100 ადამიანის კოსმოსში გაშვებაა.
წერილში მასკმა თანამშრომლებს ასევე სთხოვა, უფრო დიდი დრო გაატარონ ბოკა ჩიკაში (ტეხასი), სადაც Starship-ის პროექტზე მომუშავეთა ძირითადი გუნდია განთავსებული. SpaceX-სს ამჟამად სულ 8000 თანამშრომელი ჰყავს, რომელთა დიდი ნაწილი ლოს ანჯელესის ოფისიდან მუშაობს. ბოკა ჩიკაში მუშაობის მსურველებს მასკი SpaceX-ის კუთვნილი თვითმფრინავის გამოყოფას და საჭირო პირობებით უზრუნველყოფას ჰპირდება.
Starship Production Complex
— Elon Musk (@elonmusk)
Boca Chica, Texas
ბოკა ჩიკაში უკვე ინტენსიურად მუშაობს გუნდი, თუმცა როგორც ჩანს მასკს კიდევ მეტი ადამიანის დახმარება სჭირდება მთავარი ოცნების ასახდენად.