Meama Collect ზᴢვაზ᳥ დაბრუნდა | არომატული თავგადასავალი მზიანი ბათუმის სანაპიროზე გრძელდება

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

მ᳥ამა

ზღვის ტალღების ხმაური, მ᳥ამა ქოლექთის შუშხუნა კოქტეილები, თეთრი, ჰაეროვანი ფარდების შრიალი, ახალი ურთიერთობები, საინტერესო წიგნები და აღმოჩენები, ეიფორიული და სპონტანური, დაუგეგმავი მომენტები - თავგადასავლებით, წვეულებებით და ახალი ემოციებით სავსე ზაფხულის დღეების ათვლა უკვე დაიწყო.

გასულ ზაფხულს ბათუმის სანაპიროზე პირველად გამოჩნდა გამორჩეული ფორმის ორი ობიექტი - Meama Collect ზᴢვაზ᳥, რომელიც მალევე იქცა საზაფხულო თავგადასავლების არომატულ წერტილად. ზაფხულის დაუვიწყარი დღეების შემდეგ ახალ სეზონზე კვლავ გაიხსნა . სანაპიროზე განთავსებულ ორიგინალური დიზაინისა და კონცეფციის ღია სივრცეში შესაძლებელი იქნება ახალი, არომატული და განსხვავებული რეცეპტებით შექმნილი ყავისა და ჩაის სასმელების დაგემოვნება. მ᳥ამას ყავის ტექნოლოგების მიერ შექმნილი ალკოჰოლური თუ უალკოჰოლო, ფერადი, ჯანსაღი და ორგანული კოქტეილები ცხელი ზაფხულის დღეების განუყოფელი ნაწილია.

მ᳥ამა ქოლექთი ადამიანების და ურთიერთობების გადაკვეთის ის წერტილია, რომელიც შემთხვევით შეხვედრებს, მოგზაურობებს და დაუგეგმავ წუთებს სასიამოვნო, სამახსოვრო და დაუვიწყარ მოგონებებად აქცევს.

ასაის ლატე, კენკრის შუშხუნა, ცივი მოკა, შოკოლადის და ორცხობილას ცივი ლატე, სპირულინას სმუზი, ცივი ჩაის მინთი - მ᳥ამა ქოლექთის ყველასთვის განსაკუთრებულად საყვარელი, განსხვავებული კონცეფციის ღია სივრცის ობიექტი მხოლოდ არომატული სასმელებით არ ქმნის საზაფხულო ემოციების ზღვას - ბათუმის სანაპიროზე, ოქროსფერი სხივების ქვეშ, ტალღების ხმაურში დასვენებისას, ცივი ყავისა და ჩაის ეგზოტიკურ, თუ ორგანულ კოქტეილებთან ერთად შესაძლებელია, სხვადასხვა სასიამოვნო აქტივობით დაკავებაც: ბიბლიოთეკიდან სასურველი წიგნების შერჩევა და დასვენების დროს საყვარელი ავტორების წაკითხვა.

მ᳥ამა ქოლექთის არქიტექტურული კონცეფცია და დიზაინი არქიტექტორ გიორგი ხმალაძეს ეკუთვნის და წელს ის საერთაშორისო კონკურსის The Architizer A+Awards-ის Pop Up და დროებითი ნაგებობების ნომინაციაში გამარჯვებული გახდა.

მ᳥ამა ქოლექთი ზᴢვაზ᳥ შეგიძლია ბათუმის სანაპიროს ორ ლოკაციაზე აღმოაჩინო: 26 მაისის ქუჩასთან, სასტუმრო "შერატონის" მიმდებარედ და შ.ხიმშიაშვილის N18-ის მოპირდაპირედ, სასტუმრო "კოლიზეუმთან".

სიმშვიდე, ახლად აღმოჩენილი მელოდიები, თეთრი ფარდები, ცხელი კენჭები, მ᳥ამა ქოლექთის თუ მზის ოქროსფერი სხივები.

შენთვის რასთან ასოცირდება ზაფხული და ზღვა?

鶹-ის გუნდი

鶹 Staff

鶹 საქართველოს გუნდი