მ᳥ამას ახალგაზრდა ინჟინრების გუნდი, რომელიც მნიშვნელოვან ინოვაციებს ქმნის
By 鶹-ის გუნდი
You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.
მრავალფეროვანი გემოების გარდა, კომპანია "მ᳥ამა" ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნითაც გამოირჩევა. ამ მნიშვნელოვანი პროექტების უკან კი "მ᳥ამას" ინჟინრების გუნდი დგას, რომლის თითოეული წევრი ყოველდღიურად საინტერესო პროდუქტების შექმნაზე მუშაობს. მათ შორის არის ბევრისთვის უკვე კარგად ნაცნობი . ყავის კაფსულების ვენდინგ აპარატი შექმნილია როგორც დიდი, ასევე პატარა ოფისებისთვის. ქართველი ინჟინრების მიერ შექმნილ "დროფერს" მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია.
ჸǃერი სპეციალურად ოფისებისთვის შეიქმნა, რათა ყავის მოყვარულებისთვის სამუშაო პროცესშიც, მ᳥ამას მრავალფეროვანი კაფსულები ადვილად ხელმისაწვდომი იყოს. ეფექტური ვიზუალით გამორჩეული ვენდინგ აპარატი მარტივად, აპლიკაციით იმართება და ყავის შეძენის ახლებურ, მარტივსა და ინოვაციურ გზას გვთავაზობს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვფიქრობთ, საინტერესო იქნება ამ პროდუქტებზე მომუშავე ინჟინრების გუნდის თქვენთვის გაცნობა.
მ᳥ამას ჰარდვეარ ინჟინერი ალექსანდრე კალანდაძე გვიყვება იმ ემოციებზე, რაც მ᳥ამაში მოსვლის შემდეგ განიცადა: "მ᳥ამაში რომ მოვედი, 21 წლის ვიყავი, უნივერსიტეტის ბოლო კურსზე ვსწავლობდი, ძალიან დიდ ენთუზიაზმს და ემოციებს იწვევდა ჩემში ახალ ქართულ კომპანიაში მუშაობის დაწყება, სადაც გარდა იმისა, რომ ყავის საწარმო იყო, უნდა შეგვექმნა ბევრი ინოვაციური და ტექნოლოგიური სიახლე. პროექტები, რომელზეც გუნდს უნდა გვემუშავა, ბევრი ასპექტის გათვალისწინებით, იყო უპრეცედენტო და ძალიან საინტერესო. მ᳥ამაში ჩემი მოსვლის პარალელურად იკრიბებოდა ჩვენი გუნდიც და შესაბამისად ყველაფრის დაწყება ნულიდან მოგვიწია. ზოგადად, საქართველოში ინჟინერის სპეციალობას რომ დაეუფლები, შემდეგ საკმაოდ რთულია საინტერესო და ცოდნის შესაბამისი სამსახურის დაწყება. Სწორედ ამის შესაძლებლობა მოგვცა მ᳥ამამ ახალგაზრდა, განვითარებაზე ორიენტირებულ ინჟინრებს.
პირველი პროექტი, რომელიც უნდა განგვეხორციელებინა, თანამედროვე კაფსულების ვენდინგ აპარატების შექმნა იყო. გამომდინარე იქიდან, რომ უკვე მოიაზრებს აქამდე ნაცნობი პროდუქტის ახლებურად მოხმარებას, გვსურდა გაყიდვის არხებიც განსხვავებული, მომხმარებელზე ორიენტირებული და ინოვაციური ყოფილიყო. დავიწყეთ ფიქრი აპარატის შექმნაზე, რომელიც იქნებოდა ადამიანებისთვის მარტივად სამართავი, ვიზუალურად ეფექტური, მორგებული ჩვენს პროდუქციაზე და რაც მთავარია ენერგოეფექტური. გვსურდა, რომ აპარატი ორივე მხარისთვის კომფორტული მოსახმარი ყოფილიყო, მომხმარებლისთვის მარტივი და საინტერესო, ჩვენთვის კი დისტანციურ რეჟიმში ეფექტურად სამართავი.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეიქმნა - ტრადიციული ვენდინგ მანქანების თანამედროვე ალტერნატივა ოფისებში ყავის კაფსულებისთვის და დღეს უკვე 300-მდე დიდ საოფისე სივრცეშია განთავსებული. მოთხოვნიდან გამომდინარე კი მცირე ოფისებისთვის შევქმენით უკვე მცირე მოცულობის ჸǃერი, რომელიც ბევრად კომპაქტურია. ის ოფისში პატარა ადგილს საჭიროებს, რადგან შეიძლება განთავსდეს როგორც საკუთარ სადგამზე, ასევე დაიკიდოს კედელზე." - გვიყვებიან ახალგაზრდა ინჟინრები, რომლებმაც შექმნეს ყავის კაფსულების ინოვაციური ვენდინგ აპარატები.
ტრადიციული ვენდინგ აპარატისგან განსხვავებით, მ᳥ამაში შექმნილი ინოვაციური მოწყობილობები, ჭკვიანი სამართავი პლატფორმით იმართება, რომელიც მუდმივ კავშირშია სერვერთან და დისტანციურად მოწმდება. მათი უხარვეზოდ მუშაობა უზრუნველყოფილია მუდმივი კავშირით მ᳥ამას სერვერებთან და განახლებად ინფორმაციასთან. ასევე, მათ აქვთ საკუთარი თავის შემოწმების ფუნქცია, რაც ნებისმიერი ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში, შესაძლებელს ხდის მინიმალურ დროში აღმოიფხვრას პრობლემა.
კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გუნდი, რომელიც ინოვაციურ პროექტებს ქმნის, კვლევისა და განვითარების დეპარტამენტია. ის თავის მხრივ სამ მიმართულებად იყოფა: ჰარდი, სოფტი და მექანიკა. "მ᳥ამას" უნიკალურ მახასიათებელს კი სწორედ ის წარმოადგენს, რომ საქართველოში ერთადერთი კომპანიაა, რომელიც ამ სამივე მიმართულებით ერთდროულად მუშაობს. რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში ასეთი კომპანიების რიცხვი საკმაოდ მცირეა. ეს მიდგომა, კომპანიას გამორჩეულ მოქნილობას მატებს და შესაძლებლობას აძლევს, ისეთი პროდუქტები შექმნას, რომლის ანალოგიც აქამდე არ ყოფილა.. სინქრონული მუშაობით კი საბოლოო ჯამში ის ერთიანი, სრულყოფილი პროდუქტი იქმნება, რომელიც "მ᳥ამას" საკუთარ მიზნებთან აახლოებს, მომხმარებლებს კი ახალ და კომფორტულ გამოცდილებებს უზიარებს.
"აქტიურად ვაკვირდებით და ვსწავლობთ თუ რა საჭიროებები და მოთხოვნები არსებობს ბაზარზე, ვცდილობთ ჩვენს მომხმარებელს ისეთი სიახლ᳥ები შევთავაზოთ, რაც აქამდე არ ყოფილა. რეალურად კი ამ დარგში ყოველდღე უამრავი სიახლეა, რაც ჩვენს საქმიანობას ძალიან მრავალფეროვანს ხდის," - ამით ვასრულებთ საინტერესო საუბარს "მ᳥ამას" ინჟინრებთან, რომლებიც მომავალში კიდევ ბევრ მნიშვნელოვან სიახლეს გვპირდებიან.
აღსანიშნავია, რომ "" ინჟინრების მიერ შექმნილი ჸǃერი, მიმდინარე წლის მაისში მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონკურსის - "A'Design Award and Competition" გამარჯვებული გახდა ნომინაციაში - "საოფისე და კორპორატიული სივრცისთვის შექმნილი მოწყობილობის დიზაინი". ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც "მ᳥ამა"-სთვის, ასევე ყველა იმ ადამიანისთვის ვინც მოწყობილობის შექმნაში მონაწილეობა მიიღო.
"მ᳥ამას" გუნდის გაცნობას კი აუცილებლად გავაგრძელებთ, რათა უკეთ გავიცნოთ ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში ქმნიან მნიშვნელოვან, გლობალურ ბრენდს.