Modern Dental - უმაღლესი ხარისხის სტომატოლოგიური მომსახურება

Opinions expressed by 鶹 contributors are their own.

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

არის თანამედროვე სტომატოლოგიური კლინიკების ქსელი, რომელიც პაციენტებისთვის უმაღლესი ხარისხის მომსახურებას უზრუნველყოფს. ქსელში ორი კლინიკა მოქმედებს, თბილისსა და გორში.

სტომატოლოგიური სერვისების სრულ სპექტრს გთავაზობთ, მათ შორისაა ესთეტიკური სტომატოლოგია, ბავშვთა სტომატოლოგია, ორთოპედია, ყბა-სახის ქირურგია, მიოფუნქციური სტომატოლოგია, ორთოდონტია და პროფილაქტიკური მკურნალობა.

"ჩვენი მიზანია, პაციენტებს ჯანსაღი და ესთეტიკური ღიმილის მიღწევასა და სტომატოლოგიური პრობლემების უმტკივნეულოდ, ხელმისაწვდომ ფასად გადაჭრაში დავეხმაროთ", - თორნიკე მშვიდობაძე, -ის დამფუძნებელი.

როგორც თორნიკე ამბობს, ასევე ცდილობს, სტომატოლოგიასთან დაკავშირებული შიშის სტერეოტიპები დაამსხვრიოს და პაციენტებისთვის კომფორტული გარემო შექმნას.

"მოგეხსენებათ, რომ სტომატოლოგთან ვიზიტი, მიუხედავად თანამედროვე აპარატურის და მიღწევებისა, კვლავ უსიამოვნო განცდას იწვევს ადამიანებში, განსაკუთრებით კი ბავშვებში.

სწორედ ამიტომ გორის ფილიალში განსაკუთრებული ყურადღება ბავშვების საჭიროებებს დავუთმეთ. სპეციალური ოთახი მოვაწყვეთ, რომელიც მათთან სრულიად ადაპტირებულია და ფერადი ნახატებითაა გაფორმებული.

ამ ინიციატივით ვცდილობთ, ბავშვებს სტომატოლოგთან ვიზიტის შიში და ფობია დავაძლევინოთ. ჩვენი მიზანია, მათთვის პოზიტიური და სასიამოვნო გარემო შევქმნათ და პაციენტებს ჯანსაღი ღიმილის შენარჩუნებაში დავეხმაროთ".

თორნიკე გვიყვება, რომ -ის შექმნის იდეა საქართველოში ხარისხიანი სტომატოლოგიური მომსახურების შექმნის სურვილმა განაპირობა.

"გვინდა, რომ ჩვენმა პაციენტებმა თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მომსახურება მიიღონ, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, დროისა და ფინანსური რესურსების დაზოგვით".

კლინიკაში მნიშვნელოვანი ინოვაციაა უმტკივნეულო ანესთეზიის აპარატის გამოყენება, რაც კლასიკურ ნემსებს ანაცვლებს. ეს მეთოდი პაციენტისთვის მინიმალური დისკომფორტის განცდას უზრუნველყოფს და სტომატოლოგთან ვიზიტის შიშს ამცირებს.

"ახალი სტანდარტების შემოღება რეგიონში დიდი გამოწვევა იყო. რეგიონულ ქალაქებში ინოვაციური კლინიკის გახსნა საჭიროებდა არა მხოლოდ ინვესტიციას, არამედ ნდობის დამკვიდრებას.

ყველაზე დიდი გამოწვევა საზოგადოებაში ნდობის მოპოვება და იმ აზრის შეცვლა იყო, რომ რეგიონებში ხარისხიანი სტომატოლოგიური მომსახურება ნაკლებად ხელმისაწვდომია. ჩვენი პროფესიონალიზმითა და მომსახურების ხარისხით შევძელით ამ ბარიერის გადალახვა".

თორნიკე აღნიშნავს, რომ პაციენტების ბედნიერი ღიმილი და მათი კმაყოფილება არის კლინიკის მთავარი მიზანი და შთაგონების წყარო. გუნდის პროფესიონალიზმი და თანაბრად გაზიარებული ენთუზიაზმი სტომატოლოგიის მიმართ მათ ძალასა და მოტივაციას მატებს.

"უახლოესი 1 წლის განმავლობაში იმერეთის რეგიონში მესამე ფილიალის სრულყოფილ განვითარებას ვგეგმავთ. ასევე, ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და გუნდში ახალგაზრდა სპეციალისტების ინტეგრაციას ვაპირებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ პროფესიულ განვითარებაში დავეხმაროთ და შევქმნათ სტანდარტი, რომელიც მომავალი თაობებისთვის მაგალითი იქნება.

ჩვენი მიზანია, რეგიონში სტომატოლოგიური მომსახურების ლიდერად დარჩეს და ჩვენი მომსახურების არეალი გავაფართოოთ".