მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი შოკოლადის მწარმოებელი Hershey's საქართველოში შემოვიდა

By 鶹-ის გუნდი

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

ამერიკული მულტინაციონალური კომპანია და მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი შოკოლადის მწარმოებელი Hershey's საქართველოში შემოვიდა.
მალე, ის მთელ საქართველოში, "ნიკორა"-სა და "ლიბრე"-ს მაღაზიათა ქსელებში იქნება ხელმისაწვდომი.



ბრენდის რეგიონალური წარმომადგენლობის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, სალომე ჯანაშვილი "Hershey's"-ს საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით:

"Hershey's საუკუნოვანი ისტორიის მქონე ამერიკული კომპანიაა, რომელიც 1894 წელს, ამერიკაში, პენსილვანიის შტატში დაფუძნდა და დღესდღეობით, მსოფლიოს 60 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. Hershey's-ს ბრენდის გარდა, მისი პორტფოლიო აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Reese's, Twizzler's, Brookside და ა.შ.

"ნიკორა" ჩვენი ექსკლუზიური იმპორტიორია და მოხარული ვარ, რომ "ნიკორასთან" პარტნიორობით, ჰერშის პროდუქტები საქართველოს ყველა რეგიონში იქნება ხელმისაწვდომი, როგორც ნიკორას, ასევე ლიბრეს მაღაზიათა ქსელებში "


鶹-ის გუნდი

鶹 Staff

鶹 საქართველოს გუნდი