Niabi by Index - Index | Wealth Management-ის გამორჩეული პროექტი
Opinions expressed by 鶹 contributors are their own.
You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

უძრავი ქონების დეველოპერული და საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც აერთიანებს მრავალფუნქციურ პროექტებს თბილისის სტრატეგიულ ლოკაციებზე. კომპანია ინვესტორებსა და პოტენციურ მომხმარებლებს ინვესტიციის სწორად განკარგვაში ეხმარება.
ამჟამად კომპანიის პორტფელში 8 მასშტაბური პროექტი ერთიანდება, რომელიც თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარეობს. მათ შორისაა 5 მიმდინარე პროექტი შემდეგ ლოკაციებზე: დიღომი 8, ავლაბარი, გლდანი და ორთაჭალა, რომლებშიც ერთობლივად 120 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიციაა განხორციელებული. აღსანიშნავია, რომ ყველა მიმდინარე პროექტი სრულად დაფინანსებულია "თიბისი" ბანკის მიერ.
-ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტია . მისი მშენებლობა ავლაბარში, სამების საკათედრო ტაძრის უკან მიმდინარეობს. პროექტი გამორჩეულია თავისი ლოკაციითა და არქიტექტურით. აპარტამენტებიდან იშლება ულამაზესი ხედები ძველ თბილისზე.
-ში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროექტი კომპანიის არქიტექტურულ ხედვასა და უნიკალურობას მაქსიმალურად გამოხატავს.
არის 5-სართულიანი კომპლექსი, რომელსაც ამშვენებს დიდი აივნები. დაბალი განაშენიანება უზრუნველყოფს საცხოვრებელი გარემოს სიმყუდროვეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ცხოვრების ქაოტურ რიტმში.

კომპლექსის მაცხოვრებლებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ კეთილმოწყობილი სახურავით, საიდანაც ასევე იშლება პანორამული ხედები ძველ თბილისზე. საერთო სივრცე იდეალურია მოსასვენებლად, მეგობრებთან დროის სასიამოვნოდ გასატარებლად, ბავშვისა თუ შინაური ცხოველის გასასეირნებლად.
უზრუნველყოფილია მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურით. კომპლექსში გათვალისწინებული იქნება: მიწისქვეშა პარკინგი, გამწვანებული ეზო, სავარჯიშო დარბაზი და სპა, რაც მაცხოვრებლებს საშუალებას მისცემს, განიტვირთონ და მისდიონ ჯანსაღი ცხოვრების წესს სახლიდან გაუსვლელად. აღსანიშნავია ისიც, რომ ეზოსა და შიდა ტერიტორიაზე მოეწყობა საერთო და სამუშაო სივრცეები, რაც აქტიური სოციალური ცხოვრების საშუალებას იძლევა.

-ის მაცხოვრებლებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ კონსიერჟის მომსახურებით, რაც მათ ყოველდღიურობას უფრო კომფორტულს გახდის და გაამარტივებს.

მშენებლობა სრულდება 2025 წელს. პროექტში ბინების კვადრატულობა 38,8 მ²-დან იწყება და 1მ²-ის ღირებულება 1 895 $-ს შეადგენს.


-ის მიზანია მომხმარებლებს მიაწოდოს კვლევებით გამყარებული, მაქსიმალური ინფორმაცია ზოგადად უძრავი ქონების ბაზარსა თუ კონკრეტულ პროექტზე და გახდეს მათი სანდო პარტნიორი უძრავ ქონებაში ინვესტირებისას.