"ნიკოლმანის" თანამედროვე ურბანული ხედვა: Parkwood 2 და ცხოვრების ახალი სტანდარტი თბილისში

Opinions expressed by 鶹 contributors are their own.

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

თბილისის დეველოპერული ბაზარი დღეს აქტიური ტრანსფორმაციის ეტაპზეა, იზრდება როგორც კონკურენცია, ისე მოთხოვნა ხარისხიან და გრძელვადიან ღირებულებაზე ორიენტირებულ პროექტებზე.

თანამედროვე მყიდველი მხოლოდ ბინას აღარ ეძებს, მისთვის მნიშვნელოვანია გარემო, კომფორტი, უსაფრთხოება და ცხოვრების სტილი. სწორედ ამ ცვლილებების ფონზე იქმნება ახალი თაობის საცხოვრებელი პროექტები, რომლებიც არქიტექტურას, ბუნებასა და თანამედროვე სტანდარტებს ერთ სივრცეში აერთიანებს.

"ნიკოლმანის" დამფუძნებელი, ვახო ნიკოლავა 鶹-თან ინტერვიუში საუბრობს პრემიუმ კლასის რეალურ მნიშვნელობაზე, სამშენებლო ხარისხის გამოწვევებსა და იმ ხედვაზე, რომელიც თანამედროვე ურბანული განვითარების საფუძვლად მიაჩნია.

როგორ შეაფასებდით დღეს თბილისის დეველოპერულ ბაზარს და რა არის მთავარი გამოწვევა ხარისხიანი მშენებლობის მიმართულებით?

თბილისის დეველოპერული ბაზარი დღეს ძალიან აქტიურ და, ამავდროულად, გარდამავალ ეტაპზე იმყოფება. ბოლო წლებში აშკარად გაიზარდა როგორც კონკურენცია, ისე მომხმარებლის მოთხოვნები და, ზოგადად, ხარისხის მიმართ მოლოდინიც. თუ ადრე მთავარი აქცენტი მშენებლობის ტემპსა და რაოდენობაზე კეთდებოდა, დღეს ბაზარი ბევრად უფრო გააზრებული გახდა, ადამიანები არჩევანის გაკეთებისას ყურადღებას აქცევენ არა მხოლოდ ბინას, არამედ გარემოს, კომფორტსა და ცხოვრების ხარისხს.

ამასთანავე, ვფიქრობ, მთავარი გამოწვევა სწორედ ხარისხიანი და გრძელვადიან ღირებულებაზე ორიენტირებული მშენებლობაა. სამწუხაროდ, ბაზარზე ჯერ კიდევ გვხვდება პროექტები, სადაც მთავარი მიზანი სწრაფი გაყიდვაა და არა ის, თუ როგორი იქნება ეს შენობა 20-30 წლის შემდეგ. ხარისხი არ უნდა განისაზღვრებოდეს მხოლოდ ვიზუალური ეფექტით ან ლოკაციით. გადამწყვეტია ის, რაც თვალით ნაკლებად ჩანს: კონსტრუქცია, საინჟინრო სიზუსტე, ენერგოეფექტურობა, უსაფრთხოება და სწორად დაგეგმილი საცხოვრებელი გარემო.

რას ნიშნავს თქვენთვის თანამედროვე პრემიუმ კლასის საცხოვრებელი პროექტი და როგორ შეიცვალა მომხმარებლის მოთხოვნები ბოლო წლებში?

ბოლო წლებში ტერმინმა "პრემიუმ კლასი" საქართველოში თავისი შინაარსი სრულიად შეცვალა და ეს ძალიან მახარებს. ადრე პრემიუმი ასოცირდებოდა მოოქრულ დეტალებთან, მარმარილოს დერეფნებთან ან, უბრალოდ, პრესტიჟულ უბანთან. დღეს ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანი გახდა.

ჩემთვის თანამედროვე პრემიუმ კლასი ნიშნავს ფუნქციურობას, სიმშვიდესა და უხილავ ხარისხს. უხილავ ხარისხში ვგულისხმობ იმას, რაც თვალით არ ჩანს, მაგრამ ყოველდღიურ კომფორტს განსაზღვრავს, უმაღლესი დონის ხმის იზოლაციას, როდესაც მეზობლის ხმა არ გესმის; სწორ თბოიზოლაციასა და ენერგოეფექტურობას, რაც კომუნალურ ხარჯებს მინიმუმამდე ამცირებს; საინჟინრო გადაწყვეტილებების სიზუსტესა და ისეთ მასალებს, რომლებიც ათწლეულების შემდეგაც არ კარგავენ პირვანდელ სახეს.

მომხმარებელიც მნიშვნელოვნად გაიზარდა და მეტად ინფორმირებული გახდა. დღეს ბინის მყიდველმა ზუსტად იცის განსხვავება სხვადასხვა წარმოების ვიტრაჟებს შორის, ესმის, რატომ არის მნიშვნელოვანი ვენტილირებადი ფასადი და ითხოვს სამშენებლო ბეტონის ხარისხის ლაბორატორიულ დადასტურებასაც კი. ადამიანები მიხვდნენ, რომ მხოლოდ კედლებს კი არ ყიდულობენ, არამედ საკუთარ ყოველდღიურობას.

დღეს მომხმარებელი ითხოვს დაცულ ეზოს, გამწვანებულ რეკრეაციულ ზონას, მოწესრიგებულ პარკინგს და ისეთ გარემოს, სადაც ბავშვის გარეთ გაშვების არ შეგეშინდება. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ ადრე ადამიანები სტატუსს ირჩევდნენ, დღეს ირჩევენ ცხოვრების სტილსა და ჯანსაღ გარემოს. დეველოპერების მთავარი ამოცანაც სწორედ ამ შეცვლილი და მაღალი მოთხოვნებისთვის ღირსეული პასუხის გაცემაა.

კომპანია "ნიკოლმანი" უკვე ასოცირდება მასშტაბურ და გამორჩეულ პროექტებთან. რა პრინციპებზე დგას თქვენი განვითარების სტრატეგია და როგორია კომპანიის ხედვა?

ჩვენი განვითარების სტრატეგია და ყოველდღიური საქმიანობა რამდენიმე უმთავრეს პრინციპს ეფუძნება: შემოქმედებით არქიტექტურას, საინჟინრო სიზუსტესა და პასუხისმგებლობას მომავლის წინაშე.

"ნიკოლმანისთვის" ამოსავალი წერტილი არასდროს ყოფილა რაოდენობა. ჩვენი მთავარი მიზანია გრძელვადიანი ღირებულების შექმნა, იქნება ეს თანამედროვე კერძო სახლების, კომერციული ფართების, სამედიცინო ობიექტებისა თუ საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა. 15-წლიანმა გამოცდილებამ დაგვანახა, რომ ამ სფეროში წარმატების ერთადერთი რეალური საზომი შესრულებული სამუშაოს უზადო ხარისხია.

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის მშენებლობის პროცესში დეტალებზე კონტროლი და როგორ ინარჩუნებთ ხარისხის სტანდარტს პროექტის ყველა ეტაპზე?

ხშირად ამბობენ, რომ ხარისხი დეტალებშია, და სამშენებლო სექტორში ეს ნამდვილად ასეა. ჩვენს საქმეში უმნიშვნელო წვრილმანი არ არსებობს. ერთი შეხედვით მცირე შეცდომამ ან არასწორად შესრულებულმა კვანძმა შესაძლოა, მთელი პროექტის მდგრადობა, ვიზუალური მხარე ან ექსპლუატაციის ვადა დააზიანოს.

სწორედ ამიტომ ვიყენებთ პროექტის მართვის თანამედროვე ხელსაწყოებსა და ციფრულ პლატფორმებს, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, რეალურ დროში ვაკონტროლოთ სამუშაოების შესრულების გრაფიკი, მასალების მიწოდება და ტექნოლოგიური პროცესების თანმიმდევრობა.

"ნიკოლმანში" არასდროს ველოდებით პროექტის დასრულებას ხარვეზების აღმოსაჩენად. მონიტორინგი უწყვეტი პროცესია, რაც გვაძლევს გარანტიას, რომ თითოეული ფარული თუ ღია სამუშაო სრულ შესაბამისობაში იყოს დადგენილ სტანდარტებთან.

სწორედ ამ მიდგომის წყალობით იღებს დამკვეთი ზუსტად იმ პროდუქტს, რომელიც ჩაიფიქრა და დაგვიკვეთა, ყოველგვარი კომპრომისების, გადაცდომებისა და ზედმეტი ხარჯების გარეშე.

Parkwood 2 გამოირჩევა პრემიუმ ცხოვრების სტანდარტზე ორიენტირებული კონცეფციით. რა იყო მთავარი იდეა და მიზანი მისი შექმნისას?

Parkwood 2 მცხოვრებლებს სთავაზობს უნიკალურ ცხოვრების სტილს, სადაც ქალაქური კომფორტი და ბუნებასთან უშუალო სიახლოვე სრულ ჰარმონიაშია.

სახლიდან გამოსვლისთანავე ხვდები კუს ტბის ტყის მისადგომებთან და ბუნებრივი სიმშვიდე ყოველდღიურობის ნაწილად იქცევა. ეს არის ადგილი, სადაც ქალაქის დინამიკა უკან რჩება, ხოლო ცხოვრება უფრო მშვიდ, ჯანსაღ და დაბალანსებულ რიტმში გრძელდება.

ასეთ გარემოში ცხოვრება პირდაპირ აისახება მცხოვრებლების კომფორტზე, განტვირთვასა და ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებაზე.

პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე, როგორ ხდება სამუშაო პროცესების დაგეგმვა ისე, რომ დაცული იყოს როგორც ხარისხი, ასევე მშენებლობის ვადები?

როდესაც საქმე Parkwood 2-ის მსგავს მასშტაბურ პროექტს ეხება, მთავარი ამოცანა ვადებისა და ხარისხის ზედმიწევნით დაცვაა. ეს კი მხოლოდ მკაცრი დისციპლინითა და წინასწარი გათვლებით მიიღწევა.

ჩვენთან არ არსებობს მიდგომა, "ობიექტზე გადავწყვიტოთ". სანამ სამშენებლო მოედანზე პირველი ტექნიკა შევა, პროექტი უკვე დეტალურადაა გაწერილი როგორც ფურცელზე, ისე ციფრულ მოდელში. წინასწარ ვიცით, სად რა სირთულე შეიძლება შეგვხვდეს, რომელი მასალა რომელ დღეს უნდა შემოვიდეს და რა თანმიმდევრობით უნდა შესრულდეს თითოეული ეტაპი. როდესაც სიურპრიზებს თავიდან ირიდებ, დრო აღარ იკარგება შეცდომების გამოსწორებაზე.

ამ პროცესში ტექნოლოგიებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სპეციალური ციფრული პლატფორმების საშუალებით რეალურ დროში ვხედავთ გრაფიკიდან თუნდაც ერთი დღით გადაცდომას და რეაგირებაც დაუყოვნებლივ ხდება.

Parkwood 2-ის ადგილმდებარეობაზე რას გვეტყოდით? რა როლი ითამაშა ლოკაციამ პროექტის კონცეფციის ჩამოყალიბებაში?

პროექტი უნიკალურ ადგილას მდებარეობს, ერთდროულად ქალაქის ცენტრსა და კუს ტბის ტყის მისადგომებთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აღნიშნულ ლოკაციაზე ეს ბოლო მშენებლობაა, შესაბამისად, Parkwood 2-ის ხედებს მომავალში არაფერი გადაეღობება.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისში მსგავსი ადგილი პრაქტიკულად არ არსებობს. ძალიან იშვიათია, ცხოვრობდე ქალაქის ცენტრში, პრემიუმ კლასის საცხოვრებელ სახლში და ამავდროულად ფანჯრიდან სრულფასოვან ტყეს უყურებდე, და არა უბრალოდ პარკს ან ხელოვნურად გამწვანებულ სივრცეს.

ასევე იშვიათია, რომ ქალაქის ცენტრში, პირდაპირ საკუთარი ეზოდან იწყებოდეს ბილიკები, რომლებიც მთისკენ მიდის და ბუნებასთან ასეთ უშუალო კავშირს გაძლევს.

საბოლოოდ, რა განასხვავებს Parkwood 2-სა და "ნიკოლმანის" პროექტებს თბილისის დეველოპერულ ბაზარზე არსებული სხვა პრემიუმ შეთავაზებებისგან?

მთავარი განსხვავება ალბათ ის არის, რომ ყოველთვის სიმართლეს ვამბობთ და მომხმარებლის გულის მოსაგებად მარკეტინგულ ხრიკებს არ მივმართავთ. ვრჩებით იმ სტანდარტის ერთგულები, რომელიც 15 წლის განმავლობაში დაუღალავი შრომით შევიმუშავეთ. სწორედ ამიტომ, დამკვეთს შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ჩვენ ილუზიას კი არ ვყიდით, არამედ რეალურ, ხარისხიან პროდუქტს, რომლის უკანაც ჩვენი გამოცდილება და რეპუტაცია დგას.

თქვენი აზრით, რა უნდა შეცვალოს თანამედროვე დეველოპერმა თბილისში, რათა ქალაქში უფრო ხარისხიანი და გრძელვადიან ღირებულებაზე ორიენტირებული პროექტები შეიქმნას?

ვფიქრობ, უნდა დასრულდეს ქალაქის ცენტრის უსასრულო გადატვირთვა და აგრესიული, ქაოსური განაშენიანება. ჯანსაღი მომავალი სწორედ ბუტიკური ტიპის პროექტებსა და სუბურბანული ტერიტორიების განვითარებაში უნდა ვეძებოთ.

ჩვენი ხედვით, მომავალი მცირე მასშტაბის, დაბალსართულიანი და ხარისხზე ორიენტირებული პროექტებისკენ მიდის, განსაკუთრებით ისეთ ქალაქებში, როგორიც თბილისია, სადაც ურბანული გარემო და ბუნებრივი ლანდშაფტი ერთმანეთთან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული.

მსგავსი პროექტები უკეთ ერგება ქალაქის არქიტექტურულ ქსოვილს, არ ქმნის გადატვირთულ ინფრასტრუქტურას და მცხოვრებლებს უფრო მშვიდ, პერსონალიზებულ და კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს სთავაზობს.

მოკლედ რომ ვთქვათ, დეველოპერებმა მზერა ქალაქის ცენტრალური, ისედაც გადატვირთული კვანძებიდან გარეუბნებისა და ახალი სუბურბანული ზონებისკენ უნდა მივმართოთ, თუმცა არა ისევ მრავალსართულიანი რაიონების ასაშენებლად, არამედ სრულიად ახალი ცხოვრების სტანდარტის შესაქმნელად.