Noxtton - მსოფლიო ტექნოლოგიური სამყაროს ქართველი ამბასადორი.

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

2016 წელს, დიდ ბრიტანეთში, რამოდენიმე ქართველმა ახალგაზრდამ გადაწყვიტა, მათი გამოცდილების საერთაშორისო მასშტაბით გაზიარება და ტექნოლოგიური უსაფრთხოების სერვისებზე კონცენტრირებული კომპანია Noxtton დაარსა. 6 წლის შემდეგ, იგივე კომპანია წარმოადგენს რეგიონში ერთერთ ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ორგანიზაციასა და ვენტურულ ჰოლდინგ - Noxtton Group-ს.

ერთის მხრივ, ლოკალურად ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ინდუსტრიულად გავლენიანი ორგანიზაცია Noxtton 350-ზე მეტ წარმატებულად განხორციელებულ პროექტს, 100-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო კლიენტსა და 10-ზე მეტ პარტნიორ-შვილობილ ორგანიზაციას აერთიანებს.

პარტნიორებისა და პროექტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, კომპანიის სერვისების სპექტრიც გაიზარდა. დღეს Noxtton-ის ძირითადი სერვისები წარმოადგენს; აპლიკაციებისა და პლატფორმების დეველომპენტს, UI/UX დიზაინს, ციფრულ მარკეტინგს, ედვერთაიზინგს, Big Data & AI პროცესინგს, კონსალტინგს და კიბერ უსაფრთხოებას.

ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა Noxtton-ის გუნდიც. კომპანიის წარმომადგენლის ცნობით, დღეს უშალოდ Noxtton-ის გუნდი 80-მდე, ხოლო Noxtton Group-ში 250-მდე ადამიანს აერთიანებს.

Noxtton Group წარმოადგენს კომპანიის ვენტურულ პორტფოლიოს, რომელშიც რამოდენიმე ქართული და საერთაშორისო სტარტაპი ერთიანდება. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, Noxtton დაახლოებით ორი წელია რაც ვენტურული მიმართულებით დაინტერესდა და 10-ზე მეტ სტარტაპთან ჩამოაყალიბა პარტნიორობა.

"პარტნიორობის ფარგლებში, კომპანია არამხოლოდ მონეტარულ ინვესტიციას აკეთებს, არამედ ციფრული და ტექნოლოგიური პროდუქტების შემუშავებასა და ე.წ 'Product Ownership'-ს იღებს საკუთარ თავზე. ასევე, რაც ძალიან საინტერესო და აღსაღნიშნავია, ჩვენი საინვესტიციო პროფილი ფარავს ისეთ მიმართულებებს როგორიც არის; LegalTech, FinTech, Edutech, Blockchain, Transportation, ML & AI, Lifestyle, Social Media და სხვა".

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, კომპანიის საინვესტიციო პორტფელისა და დაკავშირებული პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაცია ძალიან მალე ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება.

鶹-ის გუნდი

鶹 Staff

鶹 საქართველოს გუნდი