პაშა ბანკი მომხმარებლებს 3 თვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს 27 მარტამდე პაშა ბანკის თანამშრომლები ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან ყველა კლიენტს

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

პაშა ბანკი

ქვეყანაში კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, პაშა ბანკის კლიენტები მიმდინარე სესხებზე 3-თვიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ.

აღნიშნული შეღავათი გავრცელდება პაშა ბანკის, როგორც მცირე და საშუალო, ისე – მსხვილი ბიზნესის სესხებზე.

27 მარტამდე პაშა ბანკის თანამშრომლები ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან ყველა კლიენტს, დეტალურად გააცნობენ საშეღავათო პირობებს და სურვილის შემთხვევაში, მომხარებელს შეეძლება ისარგებლოს აღნიშნული შეთავაზებით.

鶹-ის გუნდი

鶹 Staff

鶹 საქართველოს გუნდი