პირველად მეტავერსში, Fuckup Nights Tbilisi გაიმართება, სადაც მეწარმე ქალები საკუთარ გამოცდილებაზე მოგვიყვებიან

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

პირველად ღონისძიების ისტორიაში 21 ივლისს, 19:00 საათზე, მეტავერსში გაიმართება, -ის ფორმატით საკუთარ გამოცდილებას აუდიტორიას ტექნოლოგიებსა და გრაფიკულ ინდუსტრიაში დასაქმებული ქალები გაუზიარებენ.

Pocket Studio-ის დამფუძნებელი ანა ჩუბინიძე, ილუსტრატორი და დიზაინერი ანა მიმინოშვილი და Sakura Business Properties-ის დამფუძნებელი ვიქტორია საკუროვა თავიანთ მარცხზე, როგორც მოტივაციასა და ნაბიჯზე წარმატებისკენ ისაუბრებენ.

მეტავერსი არის ახალი შესაძლებლობა ვირტუალური საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად და განსავითარებლად. ვირტუალური სამყაროები და სივრცეები ვითარდება და ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს ღონისძიებების ორგანიზატორებს. მეტავერსში შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის ღონისძიების შექმნა, მცირე შეკრებებიდან, მასიურ კონფერენციებამდე და კარგი შესაძლებობაა კომუნისთვის სხვადასხვა ღირებულებების ახალი გზით შემატების. - გიორგი კვარაცხელია, NXT Lab x Noxtton-ის მართველი პარტნიორი

Fuckup Nights Tbilisi-ის ორგანიზატორია , იმფაქტ ჰაბ თბილისთან პარტნიორობითა და საქართველოს ბანკის, ბილაინისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით. ღონისძიების პარტნიორები არიან: ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის სამხრეთ კავკასიაში, გრანთ თორნთონი, , რემი მარტინი და Noxtton. მეტავერს პარტნიორებს კი წარმოადგენენ: ერაივალი (Arrival) და მეტავიუ (MetaViu).

Fuckup Nights Tbilisi-ის მხარდაჭერა პროექტის "კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში" ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილია, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ხორციელდება.

ღონისძიების შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:

鶹-ის გუნდი

鶹 Staff

鶹 საქართველოს გუნდი