პროკრედიტმა რეგიონული ციფრული პლატფორმა – პრǃǃექთი წარადგინა

Opinions expressed by 鶹 contributors are their own.

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

პროკრედიტ ბანკმა პარტნიორ ბიზნესებს ახალი რეგიონული ციფრული პლატფორმა - პრǃǃექთი წარუდგინა. ბიზნეს შეხვედრა ტელეგრაფში გაიმართა და მას ბანკის 100 მდე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი ესწრებოდა.

პრǃǃექთი პროკრედიტ ჯგუფის ინოვაციური ბიზნეს ჰაბია. პლატფორმა პროკრედიტ ჯგუფის 12 ქვეყანაში მოქმედ კომპანიებს ერთ სივრცეში აერთიანებს და მათ ახალი ბიზნესკავშირების დამყარებაში, საჭირო კონტაქტების მოძიებასა და მუდმივი შესაძლებლობების აღმოჩენაში ეხმარება.

ღონისძიება ბანკის გენერალურმა დირექტორმა ალექს მატუამ გახსნა და სტუმრებს პლატფორმის შექმნის იდეა, უპირატესობები და მიზნები გააცნო.

აღსანიშნავია, რომ პრǃǃექთის პლატფორმის შექმნის წინაპირობა, გასულ წელს ბოსნია-ჰერცეგოვინაში ჩატარებული ბიზნეს შეხვედრა იყო, რომელმაც 12 ქვეყნის კომპანიებს შორის ახალი პარტნიორული კავშირების დამყარებას შეუწყო ხელი.

პანელური დისკუსიის ფარგლებში კომპანიებმა ბოსნია-ჰერცეგოვინაში მიღებული გამოცდილება გააზიარეს, განიხილეს ექსპორტ-იმპორტის ტენდენციები და პრǃǃექთის პლატფორმის მნიშვნელობა საერთაშორისო პარტნიორობების გაძლიერებისთვის.

ღონისძიების მეორე ნაწილი არაფორმალურ გარემოში გაგრძელდა და სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ადგილზევე დარეგისტრირებულიყვნენ პრǃǃექთის პლატფორმაზე.

ექსკლუზიურად მხოლოდ პროკრედიტ ბანკის პარტნიორი ბიზნესებისთვისაა ხელმისაწვდომი და ამ დროისათვის პლატფორმაზე უკვე 900-ზე მეტი კომპანიაა რეგისტრირებული ჯგუფის მასშტაბით შემდეგი ქვეყნებიდან: გერმანია, უკრაინა, ბულგარეთი, რუმინეთი, მოლდოვა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, სერბეთი, საქართველო, ეკვადორი, კოსოვო, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია.

პლატფორმის გამოყენებისთვის საჭიროა მარტივი , რომელიც სულ რამდენიმე წუთს მოითხოვს. ბანკის მიერ კომპანიის მონაცემების დადასტურების შემდეგ, მომხმარებელი სრულ წვდომას იღებს პლატფორმაზე და იწყებს საერთაშორისო ბიზნეს ქსელის გაფართოებას.