როგორ ავითარებს მაკდǃალჸი ეკონომიკას და კვების ინდუსტრიას საქართველოში

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

entrepreneur.ge

გასული საუკუნის 40-იან წლებში, კალიფორნიაში, წითელ და თეთრ ფერებში შეღებილ რესტორანს ოქროსფერი თაღები დაუმატეს — მაკდǃალჸის სავიზიტო ბარათად ქცეული ეს თაღები 1999 წელს თბილისის მთავარ გამზირზეც გამოჩნდა.

მაშინ ქვეყნისთვის, რომელიც ჯერ კიდევ "სწავლობდა" დამოუკიდებლობას, მაკდǃალჸი რიგითი რესტორანი სულაც არ იყო — ის თავისუფლების სიმბოლოდაც იქცა. მაკდონალდსმა რუსთაველის გამზირზე, სპეციალურად მისთვის შექმნილ გუმბათოვან შენობაში დაიდო ბინა და ამით საფუძველი ჩაუყარა ინოვაციების, ტექნოლოგიური და ეკონომიკური განვითარების უწყვეტ ტრადიციას, რომელიც 22 წელია, გრძელდება.

დღეს საქართველოში მაკდონალდსთან ასოცირდება მრავალმილიონიანი ინვესტიციები, ათობით ათასი კმაყოფილი მომხმარებელი, ათასზე მეტი სამუშაო ადგილი და გამორჩეული დიზაინისა და კონცეფციის 18 რესტორანი 5 ქალაქში. პროგრესი, ხარისხი და მომსახურების მაღალი სტანდარტები კი მისი შეუცვლელი ნიშანია. ამ სტატიაში მოგიყვებით, როგორ აძლიერებს მაკდǃალჸი საქართველოს ეკონომიკას.

მაკდǃალჸს ეკǃǃიკის შ᳥ნ᳥ბაში განსაკუთრ᳥ბული წვლილი შ᳥აქვს

მაკდǃალჸი საქართველოს ეკǃǃიკის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია. 2019 წელს კომპანიამ ბიუჯეტში 19 980 000 ლარი შეიტანა, იმავე წელს, ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 14 000 000 ლარი შეადგინა. 2020 წელს კი ორი ახალი რესტორნისთვის 17 380 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა და რაც მთავარია, პანდემიის პერიოდშიც არ შეჩერებულა.

"ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, მაკდǃალჸი აგრძელებს აქტიურ საქმიანობას. ახალი რესტორნების გახსნით ჩვენ მოვახერხეთ 150-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნა. განვახორციელეთ სოლიდური ინვესტიციები. Covid19-ის პირობებში, როდესაც მსოფლიოში გლობალური კრიზისია, ეკǃǃიკის გაძლიერება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას წარმოადგენს; ამიტომ მოხარულები ვართ, რომ საშუალება გვაქვს, ჩვენი წვლილი შევიტანოთ მის განვითარებაში" — ამბობენ მაკდონალდსში, 2021 წელს კი კიდევ ორ მსხვილ პროექტზე მუშაობენ.

პროდუქტის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, წელს 24 500 000 ლარის საინვესტიციო მოცულობის პურ-ფუნთუშეულის საწარმო აშენდება.

მაკდǃალჸი გაფართdzბას განაგრძობს

მაშინაც კი, როცა გასულ წელს მთელი მსოფლიო პანდემიის თანმდევმა ეკონომიკურმა კრიზისმა მოიცვა, მაკდონალდსმა შეძლო, თბილისში ორი ახალი ფილიალი გაეხსნა. უახლესი კონცეფციის რესტორნები მომხმარებლებს აღმაშენებლის ხეივანსა და კახეთის გზატკეცილზე მასპინძლობს. ორივე რესტორანში 150-მდე ადამიანია დასაქმებული, დანერგილია ინოვაციური ტექნოლოგიები და ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. აქვეა განთავსებული "მაკკაფეც" და მოქმედებს მაკდრაივის 24-საათიანი სერვისი. 2021 წლისთვის კი კიდევ ერთი ფილიალის გახსნა იგეგმება.

"[2020 წელს] მაკდǃალჸი აღმოჩნდა ერთ-ერთი, თუ არა ერთადერთი კომპანია საქართველოში, რომელიც თანაბრად ზრუნავდა ქვეყნის ეკონომიკაზეც, დასაქმებულების ღირსეულ მდგომარეობაზეც და მომხმარებელთა კმაყოფილებაზეც" — აღნიშნავს მაკდონალდს საქართველოს გენერალური დირექტორი, თენგიზ კაპანაძე.

მაკდǃალჸი მუდმივად ვითარდება, ფართოვდება, ნერგავს ახალ ტექნოლოგიებს და კვების ინდუსტრიაში საერთაშორისო სტანდარტებს აწესებს. ის საქართველოში მრავალმილიონიან ინვესტიციებს ახორციელებს და ეკǃǃიკის განვითარებაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში თუ ღირსეული სამუშაო პირობების დანერგვაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს. მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, კომპანიის მიერ წამოწყებული პროექტები და ახალი რესტორნები კიდევ ერთხელ მიუთითებს მის წვლილზე ქართული ეკǃǃიკის გაძლიერების საქმეში.

鶹-ის გუნდი

鶹 Staff

鶹 საქართველოს გუნდი