როგორ გავახაროთ "გახარიას ფულით" ბავშვები? ჩვენ გირჩევთ, როგორ დახარჯოთ ჩარიცხული 200 ლარი

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

鶹 Georgia

თუ უკვე ჩაგერიცხათ 18 წლამდე ბავშვებისთვის გამოყოფილი ერთჯერადი 200 ლარიანი სოციალური დახმარება, გირჩევთ ქართულ ბრენდებს, რომელთა პროდუქტებიც გაახარებს თქვენს პატარას და თან ქართულ წარმოებასაც დაუჭერთ მხარს.

ქართული სტარტაპია, რომელიც ბავშვებისთვის სხვადასხვა თემატიკისა და შინაარსის შემეცნებით თამაშებს ქმნის. ექსპერიმენტების წყალობით ისინი ითვისებენ ახალ უნარებს და თამაშის გზით ერთვებიან საინტერესო, შემეცნებით, საგანმანათლებლო პროცესში.

ქართული ბრენდი ქმნის საბავშვო ჩანთებს, რომელშიც შერწყმულია ორიძირითადი კომპონენტი: ბავშვის გემოვნება და მშობლის ინტერესები. ეს არის ნატურალური, ანტიალერგიული ქსოვილისაგან საქართველოში დამზადებულისაბავშვო ხელნაკეთი ჩანთები.

სათამაშოების მაღაზია შექმნილია 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, შემეცნებითი და განმავითარებელი პროდუქტების დიდი არჩევანით. სამაგიდო თამაშების მიზანია დაეხმაროს ბავშვებს ხალისით და თამაშით გაიგონ უფრო მეტი რამ, სამყაროს შესახებ და განივითარონ სხვადასხვა უნარები. Edutoys-ის პროდუქტები უსაფრთხო და სერთიფიცირებულია.

კლასიკური დიზაინით შთაგონებული და შექმნილი ბავშვთა სამოსისა და აქსესუარების ქართული ბრენდია, რომელიც ბუნებრივი ქსოვილებით საქართველოში იწარმოება.

ქართული ბრენდია, რომელიც ფერად საწვიმრებს ქმნის და მომხმარებლებს საკუთარ მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.ბრენდის დამფუძნებელი 23 წლის მარიამ ჩიღუნაძეა, რომელიც 2 შვილის დედობისა და სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლის პარალელურად, საყვარელ საქმიანობას აქტიურად უძღვება.

11 წლის გიორგი შეშაბერიძის ხორცშესხმული იდეაა, რომელმაც დამოუკიდებლად გადაწყვიტა გორში, საკუთარი ხელით დამზადებული "მამალოები" გასაყიდად მაღაზიებისთვის შეეთავაზებინა. მალევე, წამოწყებამ დიდი პოპულარობა მოიპოვა და დღეს საწარმო მარკეტებიდან შეკვეთას ვეღარ აუდის. დღეს ის საკუთარ შემოსავალს დამოუკიდებლად, საწარმო "დორას" საშუალებით გამოიმუშავებს და დიდი სამომავლო გეგმები აქვს.

鶹-ის გუნდი

鶹 Staff

鶹 საქართველოს გუნდი