საქართველოს ბანკში ფულად გზავნილებზე განსაკუთრებული კურსია
By 鶹-ის გუნდი
You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.
საქართველოს ბანკი მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული სიახლ᳥ების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მომხმარებელს ფულადი გზავნილების კონვერტაცია განსაკუთრებული კურსით შესთავაზა.
უფრო კონკრეტულად კი, საქართველოს ბანკის ფილიალებში და მობილბანკით მიღებულ ფულად გზავნილზე სპეციალური ვალუტის კურსი ამოქმედდა, შესაბამისად, გამოგზავნილი თანხის კონვერტაციას მომხმარებელი ქვეყნის მასშტაბით განსაკუთრებული, მაღალი კურსით შეძლებს. აღსანიშნავია, რომ შეთავაზების გამოყენებისას მნიშვნელობა არ აქვს რომელ ვალუტაში იღებთ ფულად გზავნილს.
"საქართველოს ბანკი მომხმარებლების სხვადასხვა შეთავაზებებით წახალისებას განაგრძობს. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა ამ და სხვა სიახლ᳥ებით მხარი დავუჭიროთ საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს. ამიერიდან ბანკის სხვადასხვა არხებში მიღებულ ფულად გზავნილებზე გზავნილის სპეციალური კურსი ამოქმედდა, რაც მომხმარებელს საქართველოს ბანკში მიღებული გზავნილის კონვერტაციისას მაღალი კურსით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს. ბანკი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა თუ სიახლ᳥ების დანერგვას", - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ინფორმაციისთვის, გზავნილის კურსი არ ვრცელდება მობილბანკში ZK-ს (ზალატაია კორონას) საშუალებით მიღებულ ფულად გზავნილებზე.
დამატებითი ინფორმაცია სიახლის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: