საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-12 ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო

Opinions expressed by 鶹 contributors are their own.

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკის "მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის" მე-12 ნაკადზე მონაწილეთა მიღება დაიწყო. ამჯერად, 16, 17 და 18 სექტემბერს ბათუმში გაიმართება.

მეწარმე ქალთა განვითარების პრǃრამა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთისა და EFSE 鶹ship Academy-ის ხელშეწყობით ხორციელდება.

პრǃრამა ქალ ლიდერებს იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს და ოთხ ღირებულებაზეა დაშენებული, ესენია: ცოდნა, მხარდაჭერა, გამოცდილება და თანამშრომლობა.

პროგრამის ერთ-ერთი პირველი ეტაპი სამდღიანი ინტენსიური ვორკშოპია, რომელსაც სხვადასხვა დარგის წამყვანი სპეციალისტები უძღვებიან.

პროგრამის ფარგლებში, მეწარმე ქალები:

  • სპეციალურად ამ პროგრამისთვის შემუშავებულ 3 კურსს businesscourse.ge-ზე გაივლიან და სერტიფიკატებს მიიღებენ;
  • დამატებით რესურსებსა და სხვადასხვა მნიშვნელოვან საინფორმაციო შეხვედრაზე მუდმივი წვდომა ექნებათ;
  • პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის ჯგუფურ და ინდივიდუალურ მხარდაჭერას მიიღებენ;
  • ისარგებლებენ გრანტის მიღების შესაძლებლობით და პრაქტიკული მხარდაჭერით (ქოუჩინგით) მიღებული გრანტების აღსრულების ეტაპზე;
  • შეიძენენ ახალ პროფესიულ კონტაქტებს და მიიღებენ გამოცდილებას სხვა მეწარმეებისგან;

"საქართველოს ბანკისთვის ქალ მეწარმეთა გაძლიერება და მათი ბიზნესის განვითარებაში მხარდაჭერა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, უკვე მე-12 ნაკადის ფარგლებში ვაგრძელებთ მეწარმე ქალთა განვითარების პრǃრამას, რომელიც ცოდნის, გამოცდილებისა და პრაქტიკული მხარდაჭერის ერთიან ეკოსისტემას ქმნის. გვჯერა, რომ პრǃრამაში მონაწილე ქალები საკუთარი იდეების რეალიზაციას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში კიდევ უფრო დიდი წვლილის შეტანას შეძლებენ," – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

პრǃრამაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ