საქართველოს ტურიზმის სამიტი 6 და 7 დეკემბერს ბათუმში გაიმართება
Opinions expressed by 鶹 contributors are their own.
You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.
საქართველოს ტურიზმის 2024 წლის სამიტს ისევ ბათუმი უმასპინძლებს - ღონისძიება 6 და 7 დეკემბერს სასტუმრო "ჰილტონ ბათუმში" გაიმართება. სამიტში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიები, როგორებიც არიან AirDNA, Amadeus-ი, Spotify და ა.შ.
-ის ორგანიზატორები უცვლელად არიან და ციფრული მარკეტინგის სააგენტო " ხოლო სამიტის მხარდამჭერებს შორისაა: "საქართველოს ბანკი", "ბეტა პრინტი", სასტუმრო "მარინა კოლიზეუმი" და "ეგზელაი" (Exely).
ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება. დასაწრები ბილეთების და 30 სექტემბრამდე Early Bird 30%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.
სამიტის გამოსვლები და ვორქშოპები სამი ძირითადი მიმართულებით წარიმართება:
- ციფრული ტექნოლოგიები ტურიზმში
- მდგრადǃა
- წინსვლა
სამიტი მოგცემთ საშუალებას, გაეცნოთ მსოფლიო ტურიზმში არსებულ ტრენდებს, საერთაშორისო ტურისტების მოთხოვნებს გლობალური და ადგილობრივი ბაზრის ჭრილში, აპარტოტელებისა და აპარტამენტების მონაცემზე დაყრდნობით ქალაქის პოზიციონირებას, ადგილობრივი ბაზრის შესაძლებლობებს და ბევრ სხვა საინტერესო საკითხს.
გარდა სფიქერებისა და მათი მომზადებული თემებისა, დამსწრეებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ თემატურ ვორქშოპებში, პანელურ დისკუსიებსა და ნეთვორქინგ საღამოებში. ყველაფერი ეს კი, საბოლოო ჯამში, ცოდნისა და ინფორმაციის წყაროების გარდა, მოგცემთ კონტაქტების დამყარების შესაძლებლობას ტურიზმის ინდუსტრიის ადგილობრივ და საერთაშორისო სპეციალისტებთან.
სამიტს დაესწრებიან:
- სასტუმროები და სხვა განთავსების ტიპის ობიექტები
- ტუროპერატორები და ტურსააგენტოები
- დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები (DMO)
- საავიაციო და სატრანსპორტო კომპანიები
- აკადემიური სფეროს წარმომადგენლები
- ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციები და ასოციაციები