Sponsored Content

SEU-სა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) შეთანხმება გლობალური ანტრერ᳥ნ᳥რული განათლების მხარდასაჭერად

Opinions expressed by 鶹 contributors are their own.

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

მეწარმეობის, ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით განათლების სფეროში -მ მნიშვნელოვან საერთაშორისო აღიარებას მიაღწია. SEU-სა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის MIT თანამშრომლǃით, ანტრერ᳥ნ᳥რული განათლების გამავრცელებელთა ქსელი დაარსდა (Raise the Bar 鶹ship Educators Network), რომელიც გლობალური მასშტაბით, ანტრერ᳥ნ᳥რული განათლების გაძლიერებისა და ეკოსისტემის გაუმჯობესების მიზანს ემსახურება. ქსელის ერთ-ერთი დამფუძნებელი SEU-ა მსოფლიოს 4 უნივერსიტეტთან ერთად.

ანტრერ᳥ნ᳥რული განათლების გამავრცელებელთა ქსელი MIT-ის უმსხვილესი ინოვაციური ცენტრის, Martin Trust Center for MIT 鶹ship-ის ინიციატივით შეიქმნა.

Martin Trust Center for MIT 鶹ship დამწყები მეწარმეებისთვის რესურსების უზრუნველყოფისა და მხარდაჭერის მიზნით დაარსებული ცენტრია, რომელიც სხვადასხვა პროგრამის, ვორქშოფისა და მენტორობის შესაძლებლობას იძლევა.

ანტრერ᳥ნ᳥რული განათლების გამავრცელებელთა ქსელში ჩართვა მნიშვნელოვანი ნაბიჯია არამარტო SEU-სთვის, არამედ სრულად საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემისთვის. ასევე, პრესტიჟულ ქსელში SEU-ს ჩართულობა უნივერსიტეტის მაღალი სტანდარტების კიდევ ერთ დასტურს წარმოადგენს და ამასთან ერთად აძლიერებს მის საერთაშორისო პოზიციას, მეწარმეობის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების სფეროში. თანამშრომლობა საერთაშორისო დონეზე ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის რეპუტაციას გაზრდის და ქვეყანაში მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარებას შეუწყობს ხელს.

თანამშრომლობის ფარგლებში SEU ყოველწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში, მასაჩუსეტსში, გააგზავნის 5 ლექტორს MIT- ის კამპუსში გადამზადების პროგრამაზე, სადაც ისინი გაივლიან MIT-ის "გამართული ანტრეპრენერობის ჩარჩოებს", სიღრმისეულად გაეცნობიან და შეისწავლიან "გამართული ანტრეპრენერობის 24 ნაბიჯის და 15 სტარტაპ-ტაქტიკის მეთოდოლოგიას". ასევე, ლექტორები სიღრმისეულად გაეცნობიან MIT-ის სამეწარმეო ცენტრის სტარტაპ აქსელერატორებს, პროგრამებს, და ნებისმიერ ახალ კონტენტს MIT-ის პროფესორებისგან. გადამზადებული ლექტორები SEU-ს სტუდენტებს შეასწავლიან, მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ.

პარტნიორობის ფარგლებში, SEU-ს სტუდენტებიც გაემგზავრებიან მასაჩუსეტსში სრული დაფინანსებით, სადაც სადაც MIT-ის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ 3 კვირიან პროგრამაში - StartMIT, რომელიც გულისხმობს მეწარმეობის სიღრმისეულ და პრაქტიკულ შესწავლას. პროექტს ყოველწლიური ხასიათი ექნება. საბოლოოდ კი შექმნიან სტარტაპებს და საკუთარი წვლილს შეიტანენ გლობალური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ SEU-ს და Martin Trust Center for MIT 鶹ship-თან კოლაბორაციით, SEU-ს ბაზაზე შეიქმნება საერთაშორისო სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც შემდგომში უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში ინტეგრირდება.

აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ, ყოველწლიურ კონფერენციაზე MIT-ის კამპუსში გაემგზავრებიან SEU-ს ადმინისტრაციის თანამშრომლებიც, რომლებიც Raise the Bar 鶹ship Educators Network -ის სხვა წევრებთან ერთად იმუშავებენ ქსელის განვითარებაზე.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ მხოლოდ ანტრერ᳥ნ᳥რული განათლების გამავრცელებელთა ქსელის (''Raise the Bar 鶹ship Educators Network'') დამფუძნებლებს, ექნებათ წვდომა MIT-ის Orbit პლატფორმაზე. Orbit არის MIT-ის ინოვაციური პროდუქტი, რომლის მთავარი ინვესტიცია განახორციელა MIT Martin Trust Center-მა, რათა MIT მეწარმეობას შეექმნა ციფრული პლატფორმა უნივერსიტეტის პროგრამით გათვალისწინებულ და კლასგარეშე აქტივობებზე. დღეს Orbit შეიცავს მძლავრ GenAI (ხელოვნური ინტელექტი) ასისტენტს, რომელიც მკვეთრად ზრდის სამეწარმეო საგანმანათლებლო გამოცდილებას სტუდენტებისა და ინსტრუქტორებისთვის. Orbit პლატფორმა სტუდენტებს უზრუნველყოფს უახლესი GenAI განათლების ინსტრუმენტებით. SEU-ს სტუდენტებს და ლექტორებს ექნებათ ულიმიტო წვდომა Orbit-account-ზე.

MIT 1861 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა და მსოფლიოში წამყვან ტექნოლოგიურ ინსტიტუტს წარმოადგენს, რომლის მიზანია, მსოფლიო ხარისხიანი განათლების, კვლევისა და ინოვაციის გზით, უკეთეს ადგილად აქციოს. მისი კურსდამთავრებულები ფუნდამენტური ტექნოლოგიების გამომგონებლები, ახალი ინდუსტრიების შემქმნელები, არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელები არიან, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატები. ასევე, MIT QS World University Ranking-ში 2024 წლის მონაცემებით პირველ ადგილს იკავებს როგორც ზოგად რეიტინგში, ისე ტექნოლოგიური მიმართულებით. ის არის მსოფლიოს ლიდერი, წარმატებული ინოვაციური სტარტაპების რაოდენობით.