სრულიად საქართვ᳥ლოს მოსწავლეთა ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში (OLYINFO) რეგისტრაცია დაიწყო
You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.
სრულიად საქართვ᳥ლოს მოსწავლეთა ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში (OLYINFO), რეგისტრაცია უკვ᳥ დაწყებულია და 2026 წლის 29 იანვრამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობა შეუძლიათ საქართვ᳥ლოს მასშტაბით მოსწავლეებს 9-18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში. OLYINFO თითოეულ მონაწილეს მისცემს შესაძლებლობას, გამოსცადოს საკუთარი უნარები ინფორმატიკაში, პროგრამირებასა და ალგორითმულ აზროვნებაში, ხოლო საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეები ჩაერთვებიან ეროვნული ნაკრებების შერჩევისა და გადამზადების პროცესში. რეგისტრაცია მიმდინარეობს 29 იანვრის ჩათვლით შემდეგ OLYINFO - ს ოლიმპიადასთან დაკვაშირებით პირველი საინფორმაციო შეხვედრა თბილისში - 16 იანვარს 17:00 საათზე BTU -ში გაიმართება, ხოლო რეგიონებში მომდევნო კვირებში იგეგმება.
OLYINFO ეროვნულ დონეზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 2017 წლიდან ტარდება და მასში მონაწილეობის მსურველ მოსწავლეთა რაოდენობა ყოველწლიურად 3000-ს აჭარბებს. მთავარი პრიორიტეტი საქართველოში ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა და მათი სამომავლოდ საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მზადებაა.
საქართვ᳥ლოს უკვ᳥ აქვს მნიშვნელǃანი მიღწევები საერთაშორისო არენაზე. ქვეყანამ 2000 წლიდან მოიǃა: • IOI — 7 ოქრო, 13 ვერცხლი, 43 ბრინჯაო და 2 საპატიო დიპლომი
• EGOI — 2 ოქრო, 4 ვერცხლი, 3 ბრინჯაო • EJOI — 2 ოქრო, 4 ვერცხლი, 20 ბრინჯაო და ევროპის აბსოლუტური ჩემპიონობა • IOAI — 1 ბრინჯაო (საქართველო ოლიმპიადას 2025 წლიდან შეუერთდა)
ოლიმპიადების წარმატებული მონაწილეები დღეს სწავლობენ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში — MIT, Carnegie Mellon, Vanderbilt, Rice University, NYU Abu Dhabi, Singapore National University, Nanyang Technological University და სხვაში, ხოლო კარიერას აგრძელებენ ისეთ ტექნოლოგიურ კომპანიებში, როგორებიც არის Google, Meta, Microsoft, Dropbox, Palantir, Amazon, Databricks, Waymo და სხვა.
ოლიმპიადა ტარდება საქართვ᳥ლოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე, თიბისის გენერალური მხარდაჭერით. ჰაბის პარტნიორები არიან: გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართვ᳥ლოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია, ICT ასოციაცია, Lineate, EPAM და დეველოპერული კომპანია Blox. პარტნიორობა მიზნად ისახავს ინკლუზიური, ხარისხიანი და მდგრადი ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას საქართველოში.
საქართვ᳥ლოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი მიზნად ისახავს ახალი თაობის ტექნოლოგიური ლიდერების აღმოჩენას, განვითარებასა და გრძელვადიან მხარდაჭერას.