თბილისი-ბათუმის მატარებელში ტურიზმის ჰაკათონი გაიმართება

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

Tbilisi Startup Bureau

2018 წლის 27-29 სექტემბერს თბილისი ბათუმის მატარებლის ბორტზე ტურიზმის ჰაკათონი დაიწყება. - ინოვაციური სამდღიანი ბანაკი (bootcamp) აჭარაში, ჩაქვში გაგრძელდება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეებსა და რეზიდენტებს.

პროექტის მიზანია აღმოაჩინოს ახალგაზრდა ტალანტები, რომლებიც 48 საათის განმავლობაში საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის პრობლემებზე იმსჯელებენ და მათი გადაჭრის კრეატიულ გზებს წარმოადგენენ. 3 დღის განმავლობაში შერჩეული მონაწილეები იმუშავებენ იდეებზე, ბიზნეს მოდელებსა და პროტოტიპებზე ტურიზმის ექსპერტებთან და ამ დარგის გამოცდილ მეწარმეებთან ერთად.

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, სამთავრობო სტრუქტურებისა და კერძო სექტორის ძალისხმევა მიმართულია ქვეყნის, როგორც ბრენდის განვითარებასა და პოზიციონირებაზე საერთაშორისო ბაზარზე. ეს პროექტი კი ემსახურება ტურიზმის ინდუსტრიაში ახალი მეწარმეების აღმოჩენას და მათ ხელშეწყობას ბიზნეს საქმიანობაში.

ბანაკის სამუშაო ენაა ინგლისური.

განცხადებების მიღება უკვე დაიწყო! იხილეთ ბმული:

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა ორშაბათი, 23 სექტემბერი (23:59).

ღონისძიება ორგანიზებულია -ს მიერ და მხარდაჭერილია -ის მიერ.

鶹-ის გუნდი

鶹 Staff

鶹 საქართველოს გუნდი