თბილისში, თიბისის მხარდაჭერით, ''მაკდǃალჸის'' ახალი, ეკომეგობრული რესტორანი გაიხსნა

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

კომპანია "მაკდǃალჸ საქართველომ" თბილისში, კიდევ ერთი რესტორანი გახსნა. ახალი, ეკომეგობრული რესტორანი, რომელიც თიბისის და დედაქალაქის მერიის მხარდაჭერითა და ხელშეწყობით გაიხსნა, მომხმარებლებს კახეთის გზატკეცილზე დღეიდან მასპინძლობს.

ქვეყნის მასშტაბით ეს "მაკდǃალჸის" რიგით მე-19 რესტორანია. ახალ საინვესტიციო პროექტში კომპანიამ 11 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა და 60-მდე ადამიანი დაასაქმა.

ახალ რესტორანში სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ როგორც თვითმომსახურების სენსორული ეკრანით, ასევე ადგილზე მომსახურების სერვისით. გარდა ამისა, "მაკდǃალჸი" მომხმარებელს სთავაზობს მაკდრაივის 24-საათიან სწრაფ, კომფორტულ და ხარისხიან სერვისს, რომელიც ტექნოლოგიურად სრულად განახლებული და თანამედროვე ციფრული LED მონიტორებითაა აღჭურვილი, რაც საბოლოოდ მომხმარებლის კომფორტს აუმჯობესებს. ახალ რესტორანში მისულ მომხმარებლებს მათთვის უკვე კარგად ნაცნობი მაკკაფეც დახვდებათ, რომელიც ყავისა და დესერტების მოყვარულთა საყვარელი ადგილია.

"მაკდǃალჸის" სხვა რესტორნების მსგავსად, ახალი რესტორნის ინფრასტრუქტურაც სრულად მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.

კახეთის გზატკეცილზე მდებარე რესტორანი გამორჩეულია იმითაც, რომ ეკომეგობრული კონცეფციისაა. რესტორნის სახურავი მზის მიკროელექტროსადგურის პანელებითაა აღჭურვილი, პარკინგზე კი მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი დამტენებით ისარგებლოს.

აღსანიშნავია, რომ "მაკდǃალჸ საქართველო" როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ზრუნავს გარემოზე და მუდმივად შეაქვს საკუთარი წვლილი გარემოს დაცვის მიმართულებით. ახალგახსნილი რესტორანი ამის საუკეთესო მაგალითია. რესტორნის ტერიტორიის მხოლოდ 30% მოიცავს სარესტორნე სივრცეს, უდიდესი ნაწილი - 70% კი სრულად ეთმობა რეკრეაციულ ზონას, რაც საბოლოო ჯამში, ქალაქის იერსახის შენარჩუნებასა და მწვანე ზონების განვითარებას უწყობს ხელს.

მიმდინარე წელს თბილისში, ისნის რაიონში, დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით კომპანია კიდევ ერთ რესტორანს გახსნის, რომელშიც 7 მილიონ ლარამდე ინვესტირებას მოახდენს. ორივე რესტორნის მშენებლობაში კი წელს ჯამურად 18 მილიონ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს და 100-მდე ადამიანს დაასაქმებს.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ გასულ წელს 26 მილიონი ლარის მსხვილი ინვესტიცია განახორციელა "ბრედფილდის" პურის საწარმოში, რომელიც
მიმდინარე წელს ჯამში 4 მილიონი ლარის ღირებულების პურ-ფუნთუშეულის ექსპორტს გეგმავს აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და ბელარუსში.

"მაკდǃალჸ საქართველო წარმატებით აგრძელებს 23 წლის წინ დაწყებულ ისტორიას. ახალი რესტორანი ტრადიციულად უმაღლესი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს ჩვენთან მოსულ სტუმარს. "მაკდǃალჸ საქართველო" რჩება კომპანიად, რომელიც წლიდან წლამდე ზრდის ქვეყნის ეკონომიკაში დოვლათს, ინვესტიციებს, დასაქმების რაოდენობას, აგრძელებს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებას", - თენგიზ კაპანაძე, "მაკდǃალჸ საქართველოს" გენერალური დირექტორი.

"მაკდǃალჸ საქართველოსთან 2017 წლიდან ვთანამშრომლობთ და ამ წარმატებული და საინტერესო თანამშრომლობის ფარგლებში, ეს უკვე რიგით მე-8 რესტორანია. მოხარულები ვართ, რომ 1 წლის წინ, თიბისის მხარდაჭერით, "მაკდǃალჸ საქართველოს" კვების ხაზს, პურ-ფუნთუშეულის საწარმოს - "ბრედფილდის" სახით, ძალიან მნიშვნელოვანი და მსხვილი კომპონენტი - ეროვნული წარმოებაც დაემატა, რაც ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის პროცესში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. "მაკდǃალჸის" ყოველი ახალი პროექტისა და ინიციატივის ხელშეწყობით, ჩვენ თიბისისთვის პრიორიტეტულ ერთდროულად რამდენიმე მიმართულებას ვუჭერთ მხარს - ადგილობრივების დასაქმებას, ხარისხის დასავლური სტანდარტის დანერგვას, ეროვნულ წარმოებასა და ახლა უკვე ქართული პროდუქტის ექსპორტსაც", - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

საერთო ჯამში, "მაკდǃალჸ საქართველომ" 1999 წლიდან დღემდე, სხვადასხვა მიმართულებით, 125 მილიონი ლარის ინვესტირება განახორციელა, ქვეყნის ბიუჯეტში შენატანმა კი 146 მილიონ ლარს გადააჭარბა. აქედან მხოლოდ ბოლო ორ წელიწადში - 2021 და 2022 წლებში ბიუჯეტში შენატანი 28 მილიონ ლარზე მეტია.

ამასთან, კომპანია ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელიცაა - დღეის მდგომარეობით, "მაკდǃალჸ საქართველო" 1 500 ადამიანს ასაქმებს. გახსნის პირველი დღიდან დღემდე, "მაკდǃალჸში" სამუშაო გამოცდილება 7 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

მიმდინარე წელს "მაკდǃალჸ საქართველო" "მაკდǃალჸის" გლობალური ჯილდოს - "ოქროს თაღის" მფლობელი გახდა. ამ აღიარებით "მაკდǃალჸ საქართველო" გლობალურად მსოფლიოში "მაკდǃალჸის" ფრენჩაიზების 1%-ში მოხვდა, ევროპის დივიზიონში კი "მაკდǃალჸის" საუკეთესო პარტნიორად დასახელდა.

鶹-ის გუნდი

鶹 Staff

鶹 საქართველოს გუნდი