თიბისი ლიზინგის პარტნიორობით შკოდას ველო ღონისძიება გაიმართება
Opinions expressed by 鶹 contributors are their own.
You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.
შკოდას ცენტრის ორგანიზებით ზაფხულის პირველ შაბათს, 6 ივნისს, "Skoda Open Ride Tbilisi" გაიმართება. თიბისი ლიზინგი Skoda Open Ride Tbilisi 2026-ის ოფიციალური პარტნიორია. Skoda-ს წლევანდელი ღონისძიება ლისის ტბაზე გაიმართება, სადაც თავს მოიყრიან ველომოყვარულები - დამწყებიდან პროფესიონალამდე.
მსვლელობა გაიმართება საგზაო ფორმატში. პროფესიონალთა კატეგორიაში მონაწილეობა დასაშვებია მხოლოდ საგზაო ველოსიპედით, ხოლო სხვა კატეგორიებში - ნებისმიერი ტიპის ველოსიპედით, გარდა ელექტრო ველოსიპედებისა. უსაფრთხოების მიზნით, ყველა მონაწილისთვის სავალდებულოა ჩაფხუტის ტარება.
თიბისი ლიზინგი, როგორც მწვანე ინიციატივების და გარემოზე ზრუნვის მხარდამჭერი, იზიარებს Škoda Open Ride Tbilisi-ის მიზანს. ეს არ არის ტურნირი - ეს არის დღე, რომელიც პოპულარიზაციას უწევს ჯანსაღი ცხოვრების წესს და ახალისებს ველოსპორტს.
"Škoda-სთვის ველოსპორტი მხოლოდ ერთ-ერთი მიმართულება არ არის - ის ჩვენი ბრენდის ისტორიისა და იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ბევრმა არ იცის, რომ Škoda-მ საქმიანობა ველოსიპედების წარმოებით დაიწყო და სწორედ ამიტომ აქტიური ცხოვრების წესი, სპორტი და ველოკულტურის მხარდაჭერა ჩვენი დნმ-ის განუყოფელი ნაწილია.
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში Škoda უკვე წლებია ველოსპორტის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია და მოხარულები ვართ, რომ ეს ტრადიცია საქართველოშიც წარმატებით გრძელდება. ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ველო ღონისძიება ჩავატარეთ, თუმცა წლევანდელი Škoda Open Ride Tbilisi განსაკუთრებული მასშტაბით გამოირჩევა. ლისის ტბის სივრცე, მონაწილეთა გაზრდილი რაოდენობა, Skoda-ს პოპულარული მოდელების ექსპოზიცია და მრავალფეროვანი აქტივობები საშუალებას გვაძლევს, ველომოყვარულებს კიდევ უფრო საინტერესო და დასამახსოვრებელი გამოცდილება შევთავაზოთ.
წლევანდელი ღონისძიების მთავარი მიზანი ველოსაზოგადოების გაერთიანება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. ღონისძიება წელს 11-დან 16 წლამდე მოზარდებსაც უმასპინძლებს. Škoda Open Ride Tbilisi ოთხ კატეგორიად ჩატარდება: ქალების, კაცების, ბავშვებისა და პროფესიონალების. ქალების, კაცებისა და ბავშვების კატეგორიებში მონაწილეები მსვლელობის ფორმატში ჩაერთვებიან, შეჯიბრის ფორმატი კი მხოლოდ პროფესიონალთა კატეგორიაში იქნება წარმოდგენილი. პროფესიონალ მონაწილეებს შორის გამოვლინდებიან პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები, რომლებიც სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან. პირველ ადგილზე გასული მონაწილე საჩუქრად მიიღებს სასტუმრო "ალპინას" ორკაციან, ორღამიან ვაუჩერს გუდაურში.
გარდა ამისა, ღონისძიების მთავარი პრიზი - ორკაციანი საგზური ჩეხეთში - შემთხვევითობის პრინციპით გათამაშდება ოთხივე კატეგორიის ყველა მონაწილეს შორის, რაც თითოეულ მონაწილეს გამარჯვების თანაბარ შესაძლებლობას აძლევს. Škoda Open Ride Tbilisi 2026-ის ოფიციალურ მაისურს კი ღონისძიების ყველა მონაწილე მიიღებს.
ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ წინასწარ დარეგისტრირდნენ ჩვენს სარეგისტრაციო ბმულზე, თუმცა რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება ღონისძიების დღესაც ადგილზე. რეგისტრაცია დილის 09:00 საათიდან დაიწყება.
გვჯერა, რომ 6 ივნისს ლისის ტბაზე შეიკრიბებიან ადამიანები, რომლებსაც ველოსპორტი, აქტიური ცხოვრება და ახალი გამოცდილებები აერთიანებთ და ერთად კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ საქართველოში ველოკულტურის განვითარების მიმართულებით."- Sparkle Moments-ის დამფუძნებლები
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/events/1347052600632012/