თიბისი მომხმარებელს ფულადი გზავნილების აქციას სთავაზობს

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

TBC

თიბისიმ ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო. კამპანია 1 ივნისამდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობის მისაღებად მომხმარებელმა ფულადი გზავნილი თიბისიში დისტანციურად ან ფილიალში მისვლით უნდა გაანაღდოს.

მომხმარებლებს, რომლებიც სწრაფ გზავნილს დისტანციურად გაანაღდებენ (ინტერნეტბანკის, ვებგვერდის -www. Tbcgzavnili.ge-ს ან ცხელი ხაზის საშუალებით) - 5 000 ლარის მოგების შანსი აქვთ. ხოლო მას, ვინც გზავნილს თიბისის რომელიმე ფილიალში მიიღებს, შესაძლებლობა აქვს 500 ლარამდე თანხით დასაჩუქრდეს.

ფულადი გზავნილების კამპანიის ფარგლებში, ფულად პრიზს თიბისის 3000-ზე მეტი მომხმარებელი მიიღებს. გამარჯვებულები ყოველ პარასკევს გამოვლინდებიან და საჩუქრის შესახებ ინფორმაციას SMS შეტყობინებით მიიღებენ.

აქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე:

鶹-ის გუნდი

鶹 Staff

鶹 საქართველოს გუნდი