თიბისის პროგრამა სტარტაპერი მსურველებს სტარტაპ კურსზე იწვევს
By 鶹-ის გუნდი
You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.
თიბისის პროგრამა სტარტაპერის ორგანიზებით იწყება. აჭარა ჯგუფის მხარდაჭერით, ამჯერად სესიები ფიზიკურ სივრცეში, სასტუმრო რუმსში გაიმართება. მსურველებს რეგისტრაცია მთლიან კურსზე შეუძლიათ, თითოეულ სესიას კი დაესწრება 50-მდე ადამიანი.

მნიშვნელოვანი ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებისას პროფესიონალის რჩევა გადამწყვეტია, განსაკუთრებით ახლად დაწყებული ბიზნესისთვის. სწორედ ამის შესაძლებლობას უქმნის თიბისი სტარტაპერებს. წელს სტარტაპ კურსი 2 მაისს დაიწყება და ჯამში 9 სესიას უმასპინძლებს, რომელსაც დარგის წარმატებული ექსპერტები გაუძღვებიან.
- როგორ დავიწყო სტარტაპი - შოთა გიორგობიანი
- როგორ დავგეგმოთ mvp - ლაშა ყანჩაველი
- როგორ მოვარგოთ პროდუქტი ბაზარს - დავით ჩეჩელაშვილი
- სტარტაპის ბიზნეს მოდელი - თორნიკე ჩხაიძე
- მდგრადი განვითარება - ოთო ბერიშვილი
- სტარტაპის ფინანსების მართვა - შალვა ახრახაძე
- ბრენდი და კომუნიკაცია - ნინო ეგაძე
- მომხმარებლის გენერირება ციფრულ არხებში - ნიკა გვახარია
- ინვესტიციების მოზიდვა - დავით ჩიხლაძე
სესიები დაგეგმილია კვირაში ორჯერ - ორშაბათს და ოთხშაბათს, 20:00 საათზე. ლოკაცია: სასტუმრო "რუმს თბილისი", საკონფერენციო დარბაზი: Dining 1.
სასურველ სესიაზე ან სრულად კურსზე დასწრებას შეძლებს 50 შერჩეული სტარტაპერი. დარეგისტრირდი აქ: