ცელიაკიის მე-3 საერთაშორისო კონგრესს ბათუმმა უმასპინძლა

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

,,საქართველოს ცელიაკიის ეროვნული ასოციაციის" ორგანიზებით, ,,ევროპის ცელიაკიის საზოგადოებების ასოციაციის" (AOECS) და აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 7 ივნისს ბათუმში, სასტუმროში Courtyard by Marriott Batumi ცელიაკიის მე-3 საერთაშორისო კონგრესი გაიმართა. ღონისძიება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ქალბატონმა ნინო ნიჟარაძემ გახსნა.

,,საქართველოს ცელიაკიის ეროვნული ასოციაციის" მიერ ინიცირებულ, აჭარის რეგიონში მიმდინარე ცელიაკიის პედიატრიული სკრინინგის პროგრამაზე გამართულ მულტიფროფილურ სადისკუსიო პანელში მონაწილეობა მიიღეს:

მარი ზანაქიძე - აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

თეონა ტაბატაძე – პედიატრი, ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის ექიმი. პლაზმა კლინიკა ლაბორატორია. პანელის მოდერატორი.

ნინო ხელაძე - პედიატრი, ბავშვთა ენდოკრინილოგი, დიაბეტის და ენდოკრინოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი. მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

ირაკლი რცხილაძე - მედიცინის დოქტორი, ფილოსოფიის დოქტორი. სამედიცინო ცენტრი, მრჩეველი- ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი

ბელა წილოსანი -ლაბორატორიული მედიცინის ექიმი-ექსპერტი. ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი

ლევან ბრელიძე - ჰუმან დიაგნოსტიკ ჯორჯიას ვიცე-პრეზიდენტი

მომხსენებლები და მოწვეული ექსპერტები:

პროფესორი იტალიიდან, ბატონი ფრანჩესკო ვალიტუტი – პედიატრი, პერუჯას უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი

ბიძინა კულუმბეგოვი-მედიცინის დოქტორი, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის კლინიკური დირექტორი.

თამარ ბახტაძე- მედიცინის დოქტორი, პროფესორი, მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალის დირექტორი.

ოლიმპია ვინჩენტინი – მკვლევარი, ISS – Istituto Superiore di Sanità (იტალიის ჯანმრთელობის უმაღლესი ინსტიტუტი).

სუზანა ნოიჰოლდი – კვების უსაფრთხოებისა და ხარისხის მენეჯერი, იტალიის ცელიაკიის საზოგადოება; დირექტორთა საბჭოს წევრი, AOECS – ევროპის ცელიაკიის საზოგადოებების ასოციაცია.

მარიამ ღუღუნიშვილი – პედიატრი, ბავშვთა გასტროენტეროლოგი, გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიული აკადემიური კლინიკა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

ანა პონომარევა - ბიზნეს დეველოპმენტი და მარკეტინგი, West Medica.

ქეთი ტაბატაძე - საქართველოს ცელიაკიის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი

კონგრესი წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო და ეროვნულ აკადემიურ-სამეცნიერო წრეებს, ცელიაკიის ადრეული დიაგნოსტიკის, სკრინინგისა და მართვის თანამედროვე სტრატეგიების გარშემო.

ცელიაკია აუტოიმუნური დაავადებაა, რომლის დროსაც ადამიანს ეკრძალება გლუტენის შემცველი მარცვლეულის მიღება, როგორებიცაა, მაგალითისთვის, ხორბალი, ჭვავი და ქერი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზიანდება ცელიაკიის მქონე ადამიანის წვრილი ნაწლავი, რაც დამატებით სხვა დაავადებების წარმოქმნის რისკს ქმნის.

,,სცეა" 3 წლის წინ დაფუძნდა ცელიაკიის მქონე ბავშვების დედების მიერ და წარმატებით ახორციელებს ცნობიერების ამაღლების კამპანიას ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ.

ღონისძიების სპონსორები და მხარდამჭერები:

Main Partner :

General sponsor :

Premium Healthcare Partner:

Medical and Academic Partner:

Medical and Research Partner:

Gold sponsor: Primax -

Silver sponsor:

Sponsor:

Sponsor: Snacky - Peanut Butter

Participant:

Participant:

鶹-ის გუნდი

鶹 Staff

鶹 საქართველოს გუნდი