VREX-ის და "8000 მოსავალის" დამფუძნებლები გადაცემაში "鶹 ხმა" "鶹 ხმა" მორიგი გადაცემით ბრუნდება რადიო NRJ-ის პირდაპირ ეთერში

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

ნინო ცქვიტაია

26 მარტს, 19:00 საათზე "鶹 ხმა" მორიგი გადაცემით ბრუნდება რადიო NRJ-ის პირდაპირ ეთერში. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც საინტერესო სტუმრებს ვუმასპინძლებთ და მათ წარმატების ისტორიებს მოვისმენთ:

  • ირაკლი ჩხაიძე, ღვინის მაღაზიათა ქსელის "8000 მოსავალის" დამფუძნებელი
  • ნიკა როსტომაშვილი და ნიკოლოზ გოგოჭური, VREXის დამფუძნებლები

გადაცემის პარალელურად, ტრადიციულად, ანტრეპრენერის კლუბის შეხვედრაც გაიმართება, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა წარმატებით ასრულებს სტარტაპერებისა და ანტრეპრენერშიფით დაინტერესებული ადამიანების ერთმანეთთან გაცნობისა და დაკავშირების პლატფორმის ფუნქციას.

არაფორმალური შეხვედრების სერია, რადიო გადაცემის მსგავსად, ყოველკვირეულ ხასიათს ატარებს. ადამიანებს, რომელთაც სურთ სასიამოვნო გარემოში, ღვინისა და ქართული პროდუქტების თანხლებით გაატარონ საღამოს საათები, გაიცნონ ახალი ადამიანები საინტერესო სტარტაპ ისტორიებით, გაუზიარონ ერთმანეთს იდეები, მიიღონ ინსირაცია და პოზიტიური ენერგიით დაიმუხტონ, ყოველ სამშაბათს, დოლიძის 2 ნომერში მდებარე რადიოკაფეში, ანტრეპრენერის სივრცეში ველოდებით.

"鶹 ხმა", რომელმაც სტარტი 2018 წელს აიღო, ჟურნალ 鶹-ის მთავარი რედაქტორის, გიორგი შარაშიძის საავტორო გადაცემაა, რომლის მიზანიც ფართო საზოგადოებისთვის უცნობი, მაგრამ უნიკალური ისტორიების მქონე თანამედროვე ქართველ ანტრეპრენერთა გაცნობაა.

鶹-ის გუნდი

鶹 Staff

鶹 საქართველოს გუნდი