ჟურნალი 鶹 ანტრეპრენერული ცოდნისა და ინსპირაციისთვის საქართველოს რეგიონებში აქცია "1 ხელმოწერა = 1 ბიბლიოთეკა"

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

ალექსეი სეროვი

ჟურნალი 鶹 იწყებს ანტრეპრენერული ცოდნისა და ინსპირაციის გატანას საქართველოს რეგიონებში. პირველ ეტაპზე, ვაცხადებთ აქციას "1 ხელმოწერა = 1 ბიბლიოთეკა", რომელიც გულისხმობს ჟურნალების მიწოდებას სოფლის ბიბლიოთეკებისთვის.

鶹-ის ერთგულ მკითხველს და პოტენციურ ხელმომწერს შესაძლებლობა აქვს ჩაერთოს ამ ეროვნულ საქმეში, რაც რეგიონებში არსებულ სოფლის ბიბლიოთეკებს ბიზნესლიტერატურით გამდიდრებაში დაეხმარება.

აქცია "1 ხელმოწერა = 1 ბიბლიოთეკა"

ჟურნალი 鶹 აქციას საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკასა და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასთან ერთად ახორციელებს.

ხელმომწერის მიერ ჟურნალის 1-წლიანი შემთხვევაში, ავტომატურად მოხდება მეორე ხ᳥ლმǃერის რეგისტრაცია სოფლის ბიბლიოთეკისთვის, რომელიც ჟურნალის ახალ გამოცემებს მთელი წლის განმავლობაში მიიღებს.

როგროც საბიბლიოთეკო ასოციაციამ განაცხადა, ეს იქნება ერთადერთი თანამედროვე, ინსპირაციული და საგანმანათლებლო ბინზეს რესურსი ახალგაზრდებისთვის რეგიონებში.

ხელმოწერების ზრდის პროპორციულად, გაიზრდება ბენეფიციარი ბიბლიოთეკების დაფარვა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ხელმომწერს ვაძლევთ შესაძლებლობას, თავად შეარჩიოს ბენეფიციარი ბიბლიოთეკა (შესაძლოა საკუთარ სოფელში), ან ჩვენ მოგვანდოს არჩევანი. უპირველესად, შეირჩევიან ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმდებარე სოფლების ბიბლიოთეკებს და მაღალმთიანი სოფლის ბიბლიოთეკებს. საბოლოოდ, ჩვენი ამბიციური გეგმა მოიცავს ჟურნალი 鶹-ის ყველა ბიბლიოთეკაში მოხვედრას, მთელი საქართველოს მასშტაბით.

აქციაში თითოელი თქვენგანის ჩართულობა მნიშვნელოვანია. შეოგვიერთდი, ჩვენს შენ გვჭირდები!

鶹-ის გუნდი

鶹 Staff

鶹 საქართველოს გუნდი