ქართველი ჯუნიორ გამომგონებლები NASA-ს ცენტრში გაიცანით ახალგაზრდა ინოვატორები!

Opinions expressed by 鶹 contributors are their own.

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

MCA

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს სკǃის მოსწავლ᳥ებისთვის "ათასწლეულის გამოწვევის ფონდი − საქართველო" ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, საქართველოში საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის (STEM) განათლების პოპულარიზაციისა და ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მიზანია, ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და STEM-პროექტების განხორციელების წახალისება, რაც ზრდის მათ დაინტერესებას ამ დარგების მიმართ და ხელს უწყობს ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალ მიღწევებს. 2014 წლიდან დღემდე, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი საქართველოში უკვე ხუთჯერ ჩატარდა.

კონკურსის ამოცანა გამარჯვებულების შემდგომი განვითარების ხელშეწყობაა. ამ მიზნით, ხდება გამარჯვებულთა დაკავშირება წარმატებულ მეცნიერებთან და კერძო სექტორთან, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით. წელს კერძო სექტორთან თანამშრომლობის ფარგლებში, კონკურსის პარტნიორი უკვე "თიბისი ბანკი" გახდა.

კონკურსის 2017-2019 წლის გამარჯვებულებმა გუნდებმა - Smart Kids, "ანალემა" და "ǃერტონი", მონაწილეობა მიიღეს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში, NASA-ს ჰიუსტონის კოსმოსურ ცენტრში. ხოლო, 2015 და 2016 წლებში გამარჯვებულებმა - "მულტიკლიმატიზატორი" და "სოლარი", მონაწილეობა მიიღეს კონრადის ფონდის (The Conrad Foundation) ინოვაციების სამიტში, NASA-ს კენედის კოსმოსურ ცენტრში.

გვსურს გაგაცნოთ უკვე წარმატებული ქართველი გამომგონებლები, რომლებიც დღეს სკǃის მოსწავლეები არიან, ხვალ კი ჩვენს ქვეყანას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გლობალურ რუკაზე ღირსეულად წარმოაჩენენ:

2018-2019 წლის გამარჯვ᳥ბული გუნდი: "ǃერტონი"

გამოგონ᳥ბა: ბარნის სმარტ-ლაბირინთი

წ᳥ვრები: გიორგი რიგიშვილი, ალექსანდრე ქაჯაია, სოფო ჩიხლაძე, მარიამ გამრეკელაშვილი, იონა იობიძე

პრdzქტის შ᳥სახ᳥ბ: პრdzქტის მიზანია ავტომატიზებული გახადოს დაკვირვებისა და კვლევის პროცესი. ბარნის სმარტ-ლაბირინთი დაეხმარება მეცნიერებს, ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში ცხოველთა შორის სივრცითი ხედვა და მეხსიერება შეაფასონ. პროექტი ზოგავს ადამიანის დროს და ხელს უწყობს უფრო ზუსტი შედეგების მიღებას.

2017-2018 წლის გამარჯვ᳥ბული გუნდი: "ანალემა"

გამოგონ᳥ბა: რობოტი ლაბორანტი

წ᳥ვრები: ანი თეთრაშვილი, თამარ მიქელაძე, ნინი ხუნძაყიშვილი

პრdzქტის შ᳥სახ᳥ბ: "რობოტი ლაბორანტი" შეიქმნა, რათა დაინტერესებულმა პირებმა, რომლებსაც აქვთ შეზღუდული შესაძლებლობები ან ცხოვრობენ მაღალმთიან რეგიონებში, მიიღონ ცოდნა კვლევის გზით და არა მხოლოდ წიგნებიდან და ინტერნეტიდან მიღებული ინფორმაციით; სრულად გაიაზრონ მოვლენის ფიზიკური შინაარსი და ჩამოუყალიბდეთ ექსპერიმენტატორის უნარები. გამოგონების ინოვაციურობა მდგომარეობს იმაში, რომ მსურველს ეძლევა საშუალება "რობოტი ლაბორანტის" დახმარებით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დისტანციურად ჩაატაროს რეალური ცდები და ექსპერიმენტები ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში.

2016-2017 წლის გამარჯვ᳥ბული გუნდი: "სმარტ ქიჸ"

გამოგონ᳥ბა: გეოლოგიური საფრთხეების შ᳥სახ᳥ბ წინასწარი შეტყობინება

წ᳥ვრები: დეა ჩიტაია, ლიკა კოკაია, ალექს ტყებუჩავა, გვანცა ჩიქოვანი, ნათია შამათავა;

პრdzქტის შ᳥სახ᳥ბ: აღნიშნული პროექტი წარმოადგენს შეტყობინების სისტემას მეწყერსაშიში ზონებისათვის. პრdzქტის ინოვაცია მდგომარეობს იმაში, რომ პირველად, მოცემული პრობლემის გადასაწყვეტად, გამოყენებულია ჰოლის ეფექტზე დამყარებული მეთოდი. შედეგად, მიღწეულია მაღალი მგრძნობიარობა, სიზუსტე და საიმედოობა.

2015-2016 წლის გამარჯვ᳥ბული გუნდი: "სოლარი"

გამოგონ᳥ბა: მზის პანელის მქკ-ის გაზრდის ინოვაციური ტექნოლოგია

წ᳥ვრები: ბექა მიქაძე, გიორგი ნიორაძე, ვახო კონტრიძე, გიორგი მარგიანი

პრdzქტის შ᳥სახ᳥ბ: პრdzქტის მიზანია პოლიკრისტალური სილიციუმის ელემენტების, მქკ-ის გასაზრდელად მზის ელემენტების ზედაპირზე პოლიმერული აპკის ფორმირების ტექნოლოგიის დამუშავება, მიკროსკოპიული ლინზურ-რასტრული ნეგატიური მატრიცის ქვეშ და მზის ელემენტების უკანა ზედაპირზე კარბონის კომპოზიციური მასალიდან სითბური რადიატორის ფორმირება (რაც კარგი სითბოგამტარობით და ელექტროსაიზოლაციო თვისებით გამოირჩევა). ასეთი მოდიფიკაციის შედეგად მიიღება მზის ელემენტები, რომლის ზედაპირი დაფარულია მიკროსკოპიული ცილინდრული ლინზებით. შეთავაზებული ტექნოლოგიით მოდიფიცირებული მზის ელემენტები შესაძლებელია გამოყენებულ იქნას კოსმოსური აპარატების მზის პანელებისთვის.

2014-2015 წლის გამარჯვ᳥ბული გუნდი: "მულტიკლიმატიზატორი"

გამოგონ᳥ბა: "მულტიკლიმატიზატორი"

წ᳥ვრები: ირაკლი კაპანაძე, კარლო ხუციშვილი

პრdzქტის შ᳥სახ᳥ბ: წარმოდგენილი პროექტი ეხმარება ფერმერებს, წინასწარ მიიღონ ინფორმაცია ნიადაგის ტენიანობისა და ტემპერატურის, ასევე მოსალოდნელი ამინდის შ᳥სახ᳥ბ. ხელსაწყო აღჭურვილია თანამედროვე არაძვირადღირებული ტექნოლოგიებით. ხელსაწყოს მიერ დათვლილი ყველა მონაცემი შესაძლებელია აიტვირთოს ინტერნეტსერვერზე ან გამოჩნდეს LCD Display-ზე. ასევე, ხელსაწყოს აქვს მრავალმხრივი განვითარებისა და დახვეწის შესაძლებლობა. იგი შესაძლოა იკვებებოდეს მზის ენერგიით, რაც უფრო მოსახერხებელს გახდის მას. ასევე შესაძლებელია მივუერთოთ მას ვიდეოკამერა და ონლაინ მოხდეს გარემოზე დაკვირვება. მოწყობილობას შესაძლებელია შეუერთდეს მრავალი სენსორი.