მ᳥ამას ქართველი ტ᳥ქნǃǃების მიერ შექმნილი კაფსულის ყავის უნიკალური გემოები
Opinions expressed by 鶹 contributors are their own.
You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.
"მ᳥ამას" ჩვენი მკითხველი უკვე კარგად იცნობს, რომელიც კაფსულის ყავის მწარმოებელი პირველი ქართული კომპანიაა და საქართველოში ქმნის ყავისა და ჩაის კაფსულების მრავალფეროვან გემოებს, რითაც ჩვენში სხვადასხვა დადებით ემოციას აღძრავს.
გზა კი, რომელსაც ყავის მწვანე მარცვალი თქვენში გამოწვეულ დადებით ემოციამდე გადის, იმ პროფესიონალთა ხელშია, რომლებიც "მ᳥ამაში" ძალიან მნიშვნელოვან გუნდს წარმოადგენენ და სხვადასხვა გემოვნებისა თუ სურვილის მქონე ადამიანებს გემოების დღესასწაულს უზიარებენ.

ფოტოზე: დავით გოგოხია, ელენე იაშვილი, თამარ გიგაური, მედეა კუპატაძე
როგორც იცით, დღეს "" საქართველოს ბაზარზე ამერიკული და ევროპული ფორმატის , და ახლა უკვე ე.წ. takeaway-კონცეფციის Meama Collect-ში არსებული ყავისა და ჩაის უნიკალური გემოების კოქტეილებით არის წარმოდგენილი.
ამ მრავალი, ფერადი და ეგზოტიკური გემოების მიღმა კი "მ᳥ამას" ტ᳥ქნǃǃების გუნდის მიერ საერთაშორისო მასშტაბით მიღებული კვალიფიციური განათლება, დაკვირვება, ექსპერიმენტები, საქმის მიმართ დიდი სიყვარული, კოლოსალური შრომა და გამბედაობა დგას.

ტ᳥ქნǃǃების გუნდი კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია, რომლის გარეშე ყავის მოყვარულები ვერ შევძლებდით საქართველოს მოსახლეობის გემოვნების გათვალისწინებით შექმნილი ყავის უნიკალური გემოების გაზიარებას და სასიამოვნო ემოციების მიღებას.
2 წლის განმავლობაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიღებულმა სპეციალურმა განათლებამ და გადამზადებამ შედეგი გამოიღო და დღეს "მ᳥ამას" გემოებს ყველასგან გამოარჩევთ. ყავის მწვანე მარცვალი "მ᳥ამას" მაღალტექნოლოგიურ საწარმოში საკმაოდ დიდ და საინტერესო გზას გადის, შესაბამისი რეცეპტის გათვალისწინებით იხალება, იფქვება და შემდეგ უკვე ნაზავი, გემოსა და ხარისხის შენარჩუნების მიზნით, უჟანგბადო, ჰერმეტულად დაცულ სივრცეში − კაფსულაში თავსდება. ამჟამად "მ᳥ამას" ტ᳥ქნǃǃების მიერ შექმნილია 17 სხვადასხვა გემოს ყავისა და 7 სხვადასხვა სახეობის . თითოეული მათგანის რეცეპტი "მ᳥ამას" ტ᳥ქნǃǃების მიერ არის შემუშავებული და შესაბამისად, კომპანიის ინტელექტუალურ საკუთრებას წარმოადგენს.

ფოტოზე: დავით გოგოხია, მ᳥ამას მთავარი ტექნოლოგი
"მ᳥ამას" ტ᳥ქნǃǃების გუნდს კომპანიის მთავარი ტექნოლოგი − ხელმძღვანელობს. ის წლების განმავლობაში სამხედრო მფრინავი იყო, შემდეგ კი საჰაერო სივრციდან ყავის სფეროში გადმოინაცვლა და გუნდის სხვა წევრებთან ერთად "მ᳥ამას" უნიკალურ რეცეპტებს ქმნის. ტ᳥ქნǃǃების გუნდი სხვადასხვა ასაკის, პროფესიისა და გამოცდილების მქონე კვალიფიციური ადამიანებით არის დაკომპლექტებული. როდესაც კომპანია იქმნებოდა, მისმა ხელმძღვანელობამ ტ᳥ქნǃǃების გუნდის შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი არა კვების ტექნოლოგის დიპლომი და გამოცდილება, არამედ სენსორული უნარ-ჩვევების ქონა, ინოვაციებისადმი ღიაობა და განვითარებაზე ორიენტირებულობა იყო. სწორედ ამ კრიტერიუმებისა და პირობების გათვალისწინებით მოხვდნენ გუნდში ადამიანები, რომლებმაც სასარგებლო ცნობისმოყვარეობისა და მუდმივი სიახლ᳥ების ძიების დამსახურებით, ევროპისა და ამერიკის ყავის სკოლებში კვალიფიციური განათლება მიიღეს.
სწავლის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებულები "მ᳥ამას" გუნდს შეუერთდნენ და მათ ცხოვრებაში ახალი თავგადასავალი დაიწყო. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ყველგან, სადაც "მ᳥ამაა", მომხმარებელი მუდმივად განმეორებად, უნიკალურ და სასურველ გემოს იღებს − იქნება ეს შინ, "მ᳥ამა ქოლექთში" თუ ნებისმიერ სხვა ობიექტში, სადაც კომპანიის პროდუქცია ხელმისაწვდომია.

ფოტოზე: დავით გოგოხია, ელენე იაშვილი, თამარ გიგაური
"მ᳥ამას" ტექნოლოგებთან გასაუბრებისას შევიტყვეთ, რომ ისინი ყავისა და ჩაის კაფსულების ახალ გემოებზე აქტიურად მუშაობენ და შემოდგომიდან ბევრ ახალ და სასიამოვნო სიახლეს შესთავაზებენ მომხმარებელს. იქნება ეს უფრო ინტენსიური ყავა, არომატიზებული გემოები, თუ ხილისა და მცენარეული ჩაი.
ჩვენ კი ამ საინტერესო სიახლეებამდე შეგვიძლია დავაგემოვნოთ უკვე არსებული გემოები და დაველოდოთ "მ᳥ამას" ახალ პროდუქტებს შემოდგომაზე.