როგორ დავიწყო კრიტო? - ადამიანურ ენაზე
By 鶹-ის გუნდი
You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.
როგორ დავიწყო კრიტო? - თუ ეს კითხვა შენც გაგჩენია - არ იდარდო. მარტო ნამდვილად არ ხარ. იგივე კითხვა უამრავ ადამიანს აწუხებს, თუ გავითვალისწინებთ იმ დეტალსაც, რომ კრიტოვალუტების ინდუსტრია საკმაოდ დიდი მოგების ნახვის საშუალებას იძლევა დროის მოკლე პერიოდში. თუმცა, ჯერაც საკმაოდ დიდია ბუნდოვანება - რა არის ის პირველი ნაბიჯი, რომელიც ამ ინდუსტრიისკენ შეიძლება გადადგა, რა ეტაპები უნდა გაიარო და როგორ მოემზადო, რომ შემდეგი კრიტო აღმასვლის ტალღას ფეხი აუწყო?
ამ სტატიაში ვეცდებით, ყველა ამ კითხვაზე პასუხი გაპოვნინოთ. მოდი დავიწყოთ და ერთხელაც გავცეთ პასუხი კითხვას - თანაც ადამიანურ ენაზე.
რა არის კრიტოვალუტა? - მოდი, ტექნიკური მხარე გადავადოთ. კრიტოვალუტა - ციფრული ფულია, რომელიც მომავლის ფულადაც მოიაზრება - ტექნოლოგიური პროგრესის, ინტერნეტის განვითარების ახალ ეტაპად მოიაზრება. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ კრიტო კიდევ დიდხანს იქნება აქტუალური, უფრო მეტად გამოყენებადი და შესაბამისად, ფუნქციურიც.
რა სარგებელი მოაქვს კრიტოს? - გარდა იმისა, რომ კრიტოვალუტა დეცენტრალიზებული ფულია, რომელიც ამარტივებს, აიაფებს და უფრო თავისუფალს ხდის გადარიცხვებს, ამ კითხვის ძირითადი აქცენტი მოდის უშუალოდ მომხმარებლებზე - რაში შეიძლება გამოვიყენო კრიტო?
აღსანიშნავია, რომ კრიტო უკვე აღარაა მხოლოდ სავაჭრო ვალუტა, რომლის კურსთა შორის სხვაობასაც უნდა სდიო, იმისთვის რომ მოგება მიიღო. უფრო და უფრო მეტი კომპანია აჩენს მზაობას, მიიღოს კრიტო გადახდები და გაყიდოს პროდუქტები თუ მომსახურება კრიტოვალუტაში. შესაბამისად, სხვაობა კრიტოსა და რეალურ ვალუტებს შორის უფრო და უფრო მცირდება.

რაც შეეხება შემოსავლის მიღებას კრიტოდან, ამის ორი ძირითადი გზა არსებობს:
- ვაჭრǃა - რაც გულისხმობს კრიტოს ყიდვა-გაყიდვას, კურსის მონიტორინგსა და სავაჭრო გრაფიკებზე დაკვირვებით ხეირის ნახვას.
- შენახვა - ე.წ. HODL - ანუ კრიტოვალუტის შენახვა - იმ მოლოდინით რომ მისი ფასი სამომავლოდ გაიზრდება.
- სტეიკინგი - კრიტო დანაზოგი, რომელიც ანაბრის მსგავსად, შენს თანხაზე გარკვეულ პროცენტიან სარგებელს გაძლევს. თუმცა, როგორც წესი, კრიტოდან ეს სარგებლის განაკვეთი გაცილებით მაღალია ხოლმე.
თუმცა მანამდე - აუცილებელია კრიტოს ფლობდე, პირველ რიგში. ამიტომ ბუნებრივი კითხვაა:
სად ვიყიდო კრიტო?

კრიტოვალუტის შეძენა ნიშნავს, გადაცვალო შენი ნაღდი ფული - კრიტოში. პროცესი სხვა ვალუტის ყიდვის ანალოგიურია, იღებ შენს "ლარებს" და გარკვეული კურსის სანაცვლოდ ყიდულობ სასურველ კრიტოს. ოღონდ, ჩვეულებრივი სავალუტო ჯიხურის ნაცვლად, კრიტოს გადამცვლელი პუნქტი გჭირდება.
კრიტოს ყიდვის რამდენიმე გზა არსებობს. ესენია:
- - რომელიც ასრულებს შუამავალ რგოლს კრიტოინდუსტრიასა და ნაღდ ფულს შორის.
- - რომელიც 500-მდე ლოკაციაზეა ხელმისაწვდომი.
- - რომლებიც გვხვდება ძირითადად სავაჭროცენტრებისა და მოლების ტერიტორიაზე. მათი მეშვეობით შესაძლებელია როგორც კრიტოს შეძენა, ასევე განაღდება.
- P2P - კრიტოს გადამყიდველი ფიზიკური პირები.
რა დამჭირდება კრიტოს საყიდლად?
CRYPTO WALLET - კრიტოსამყაროში ყველაზე აუცილებელი კომპონენტი, რომელიც ტრანზაქციების საშუალებას გაძლევს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, WALLET არ არის უბრალოდ "საფულე". ეს რეალურად, შენი უნიკალური "პირადი ნომერია", რომელიც შენს კრიტო იდენტობას განსაზღვრავს. პირველი კრიტოს საყიდლად და შენი ფულის კრიტპოში გადასაცვლელად, აუცილებელია შექმნა WALLET-ი.

როგორ შევქმნა კრიტო ვოლეთი?
ამისთვის საკმარისია, შეხვიდეთ -ზე, დარეგისტრირდეთ და გაიაროთ მარტივი ვერიფიკაცია - მაქსიმალური უსაფრთხოებისა და რისკების თავიდან აცილების მიზნით.
Wallet-იც ავტომატურად დაგიგენერირდებათ, რომლითაც შეგეძლებათ უკვე აკეთოთ ტრანზაქციები, რაც მოიცავს თანხის შეტანას თქვენს საფულეზე და შემდგომ, კრიტოს ყიდვას, გაყიდვას თუ გადაცვლას.
როგორ ვიყიდო კრიტო ბირჟაზე?
ამისთვის სულ რამდენიმე ნაბიჯი დაგჭირდებათ:
- შედიხართ ბირჟაზე - და გადიხართ ავტორიზაციას, ან რეგისტრირდებით.
- რიცხავთ ფული თქვენს საფულეზე - საკრედიტო ბარათის ან საბანკო ტრანსფერის მეშვეობით. თანხის შეტანა ასევე შესაძლებელია -ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდანაც.
- ირჩევთ სასურველ კრიტოვალუტას და შესაბამის რაოდენობას
- ყიდულობ კრიტოს - შენი კრიპტალის ბალანსიდან, ან ბანკის ბარათით, მომენტალურად.
სულ ესაა. კრიტო უკვე შენს ანგარიშზეა და შეგიძლია დაHODL-ო, გაყიდო, გაანაღდო, ან დაიწყო სტეიკინგი და მიიღო 30%-მდე სარგებელი შენს კრპიტო დანაზოგზე.
რა არის სტეიკინგი?
სტეიკინგი დანაზოგებზე სარგებლის გამომუშავების ახალი შესაძლებლობაა.
მშვენიერი ალტერნატივაა მათთვის, ვისაც გარკვეული დანაზოგი აქვს. სტეიკინგი პროცესია, რომლის მეშვეობითაც კრიტო აქტივებს დროებით ინახავ, ამით ეხმარები ბლოკჩეინს უკეთესად მუშაობაში, სანაცვლოდ კი იღებ ჯილდოს დამატებითი კრიტოვალუტის სახით.
ანუ, უფრო მარტივად, იღებ შენს დანაზოგს >> ცვლი კრიტოში და იწყებ სტეიკინგს >> იღებ პროცენტულ სარგებელს ამ ყველაფრისთვის.

რა უპირატესობები აქვს სტეიკინგს?
დაზოგვის სხვა ხერხებისგან განსხვავებით, სტეიკინგით იღებ:
- უფრო მაღალ სარგებელს - რაც გულისხმობს 30%-მდე წლიურ სარგებელს - კრიტოს მიხედვით. ამასთან, თუ კრიტოვალუტის ღირებულებაც გაიზარდა, შენი დანაზოგიც ბუნებრივად იზრდება.
- მეტ მოქნილობას - რადგან აღარ გიწევს დანაზოგის კონკრეტული ვადით განთავსება და თანხის გაყინვა.
- ყოველდღიურ დარიცხვას - სარგებელი ირიცხება ყოველდღიურად შენს ანგარიშზე და შეგიძლია მომენტალურად გაიტანო, ან დაამატო შენი სტეკინიგის ბალანსს - მეტი სარგებლისთვის.
საბოლოოდ, კრიტო ინდუსტრია უკვე დიდი ხანია, გაცდა მხოლოდ სავაჭრო აქტივების კატეგორიას. ეს უკვე სრულფასოვანი გადახდის საშუალებაა, რომელსაც უამრავი გამოყენება აქვს. ბევრი ადამიანის აზრით, კრიტო მომავლის ფულია - რომელიც უფრო და უფრო მეტად დამკვიდრდება, ამიტომ, რაც მალე გავეცნობით და ვადაპტირდებით ამ ინდუსტრიასთან, მით უფრო მზად შევხვდებით მომავალსაც. და შენც გინდა, შემოაბიჯო კრიტო ინდუსტრიაში და მიიღო შენი პირველი კრიტო,
დაიწყე კრიტო აქ: