როგორ მუშაობს ემǃი, ანუ როგორ შევარჩიოთ ზედგამოჭრილი საჩუქრები საყვარელი ადამიანებისთვის
By 鶹-ის გუნდი
You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

კარგი ამბები ხომ ელვის სისწრაფით ვრცელდება, ჰოდა, ალბათ უკვე გაიგე, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების გასაფერადებლად რომ შეიქმნა. თუ ჯერ არ გსმენია, გეტყვით, რომ ემǃი უნიკალურ ალგორითმზე დაფუძნებული სასაჩუქრე აპლიკაციაა, რომელიც საჩუქრების გამჩუქებლებსა და მიმღებებს სწორად შერჩეულ საჩუქრებს სთავაზობს. სჯერა, რომ საჩუქრებს აქვთ ძალა, ადამიანებში ბედნიერების ნაპერწკლები ააგიზგიზონ და ერთმანეთში გაავრცელონ. ასე კი, ემǃი ერთი დიდი ბედნიერების ჯაჭვის შექმნას ისახავს მიზნად.

ამ სტატიაში გვინდა, ემǃის აპლიკაციის ანბანზე მოგიყვეთ, როგორ მუშაობს და როგორი ალგორითმით ხდება ადამიანისთვის ზედგამოჭრილი საჩუქრის შერჩევა.
აპლიკაცია ყურადღებას ადამიანის შინაგან სამყაროს აქცევს და სწორედ ამაზე დაყრდნობით არჩევს საჩუქარს. ხოლო იმისთვის, რომ ალგორითმმა ეს ყველაფერი შეძლოს, აპლიკაციაში დარეგისტრირებისას შენი თვისებების, ინტერესების, გატაცებების შევსებაა საჭირო. პროცესი მარტივად მიდის, ბევრი დრო რომ არ დაგეკარგოს, ემǃის საგულდაგულოდ მომზადებული შეკითხვები აქვს. ამ ყველაფრის მითითებით, ადამიანის პიროვნული მახასიათებლების ,,ანაბეჭდი'' იქმნება, რაზე დაყრდნობითაც ალგორითმი შესაფერისი საჩუქრების ვერსიებს გვთავაზობს. საკუთარი ინტერესების შევსებით სხვებს ვუმარტივებთ გზას, ჩვენთვის სასურველი საჩუქარი შეგვირჩიონ. თუმცა, გარდა ამისა, თავადაც შეგვიძლია საყვარელი ადამიანები ჩვენთვითონვე აღვწეროთ და ემǃის აპლიკაცია მათთვის ყველაზე კარგი საჩუქრის ვერსიებსაც შემოგვთავაზებს. არ უნდა დაგვავიწყდეს აღვნიშნოთ ის, რომ ყოველი თვისებისა თუ გატაცების მითითება აპლიკაციაში ანონიმურად ხდება.
Launch-ის აღსანიშნად, ემǃიმ 300-მდე ადამიანს სწორედ ასე შეურჩია მათთვის შესაფერისი საჩუქარი და ბედნიერების ჯაჭვმაც ასე დაიწყო პირველი რგოლების შეძენა.

რაც შეეხება იმას, თუ რა საჩუქრები დაგვხვდება აპლიკაციაში… უჰ, რა ჩამოთვლის. ამიტომ, იმას გაგაცნობთ, რა ტიპის საჩუქრებიდან შეგვიძლია სასურველის არჩევა:
- ნივთი᳥რი
- ხ᳥ლნაკეთი
- გამოცდილებითი
- ციფრული
- მუდ ბარათი — ემǃის მიერ შექმნილი საჩუქრის ახალი ტიპი, რომელიც კრეატიულობის, განწყობისა და ემოციის გამოსახატი ციფრული ბარათია. Moodie ადრესატთან ციფრული სახით მიდის
- ვაუჩერი
მგონი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ემǃის სახით უკვე ერთით მეტი კარგი მეგობარი გვყავს.

ხოო, არ დაგავიწყდეს გადმოწერა.
iOS:
Android:
აპში სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ!
სტრატეგია, ბრენდინგი, UI/UX დიზაინი, მობაილ დეველოპენტი – ყველაფერი შექმნილია Leavingstone-ში.