5 მიზეზი, თუ რატომ არის ''ოფლაინ'' ურთიერთობ᳥ბი გადამწყვეტი წარმატებისთვის

By Evgeny Chuprov

Opinions expressed by 鶹 contributors are their own.

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

entrepreneur.ge

ონლაინკომუნიკაცია უდავოდ სასარგებლოა და ამ სივრცეში შემოსავლის მიღების მრავალი გზა არსებობს, მაგრამ ბევრს ავიწყდება, რომ ფიზიკურ სივრცეში ურთიერთობ᳥ბიც აუცილებელია კომპანიის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე.

სადაც უნდა გაიხედოთ, ყველა ციფრულ რეჟიმზე გადასვლაზე ფიქრობს. მათი ბიზნესსტრატეგიები კი, ხშირად მთლიანად კარგი ვებგვერდის შექმნისა და ძლიერი, მრავლისმომცველი ციფრული ანაბეჭდის გარშემო ტრიალებს.

მართალია, კომპანიის ონლაინ ყოფნა მნიშვნელოვანია, მაგრამ "ოფლაინ"-ინტერაქციისთვისაც აუცილებლად უნდა იყოს ადგილი, განსაკუთრებით ბიზნესურთიერთობ᳥ბში (ვიტყოდი, რომ სინამდვილეში, წარმატებული გაციფრულების მთავარი კომპონენტი ǃლაინ-ურთიერთობ᳥ბია). ბოლოსდაბოლოს, ბუნებრივია, ვერაფერს ააშენებთ, თუ ურთიერთობ᳥ბს არ ჩაუყარეთ საძირკველი. რატომ?

1. "ოფლაინი" ახალი ბიზნესის იდეების აღმოჩენაში გეხმარებათ

საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩემი კომპანიისთვის ახალი იდეების მნიშვნელოვანი წყარო ǃლაინ-ქსელი იყო, რომელიც ჩემი ნაცნობებისა და კოლეგებისგან შევქმენი. როდესაც უშუალო ურთიერთობა გაქვთ ადამიანებთან, მათი ხმის ტონშიც წაიკითხავთ დეტალებს, მათი სხეულის ენაშიც და გამომეტყველებაშიც. თქვენ უკეთ მოისმენთ და დაინახავთ პრობლემებს, რომლებიც მათ თქვენამდე მოაქვთ, და შესაბამისად, უფრო ღრმა წარმოდგენაც გექნებათ მოვლენებზე. ამასთან ერთად, პრობლემების გაანალიზება ǃლაინ-გარემოში ბევრად ადვილია, რადგან ამ შემთხვევაში უფრო მეტი ინფორმაცია გაქვთ, რომელიც უკეთესი და გაცილებით კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ.

მე უბრალოდ არ მექნებოდა ამდენი წარმატებული იდეა ჩემი ǃლაინ-ურთიერთობ᳥ბის გარეშე და ვერც სრულად ჩავწვდებოდი პრობლემებს, რომელსაც ჩემი სამიზნე აუდიტორია ეჯახება.

2. ǃლაინ-ურთიერთობ᳥ბ პარტნიორებთან და კოლეგებთან კავშირების გაღრმავებას უწყობს ხელს

დადებით უშუალო ურთიერთობ᳥ბს ვერაფერი შეცვლის, განსაკუთრებით, ბიზნესპარტნიორებთან ან გუნდის წევრებთან. ადამიანებს მოსწონთ, როდესაც "სტუმრების მიღების" შესაძლებლობა აქვთ, მაშინაც კი, როდესაც ეს უბრალოდ თავიანთ ოფისში მიღებაა. სიამოვნების მიღება სხვების მასპინძლობით ჩვენს "ბიზნეს დნმ-შია" ჩადებული და კავშირების გაღრმავებას უწყობს ხელს. მე მთელ მსოფლიოში მოვინახულე სხვადასხვა ოფისი − შანხაითა და ჰონკონგით დაწყებული, დუბაითა და ინგლისით დამთავრებული, და აქაც იგივე დინამიკა დამხვდა: კულტურული ან პიროვნული განსხვავებების მიუხედავად, ადამიანებს მოსწონთ უშუალო ურთიერთობ᳥ბი. ეს ურთიერთობ᳥ბი ორივე მხარეს ეხმარება, მეტად დაუახლოვდნენ ერთმანეთს, და გაცილებით სასიამოვნო, ერთობლივი სამუშაო გარემოს შექმნას უწყობს ხელს.

3. პოტენციურ კლიენტებთან აუმჯობესებს ურთიერთობას

ყველას სურს იგრძნოს, რომ მათ ბიზნესს სათანადოდ დააფასებენ, თუ მათი სერვისების გამოყენებას გადაწყვეტენ, ამ ურთიერთობ᳥ბის მაქსიმალურად გასაუმჯობესებლად კი, ონლაინ და ოფლაინ ურთიერთობ᳥ბის კომბინაცია დაგჭირდებათ.

საქმე ის არის, რომ რაც უნდა ეცადოთ, ციფრული ურთიერთობისას ბარიერი ყოველთვის იქნება, რადგან ამ დროს პიროვნება არ იგრძნობა, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ელექტრონულ წერილებსა და ტექსტებს არასწორად იგებენ. შესაძლოა ურთიერთობ᳥ბში ვიდეოზარები დაგეხმაროთ, მაგრამ ამ შემთხვევაში სრული ჩართულობა მაინც არ იქნება და ამ დროს, ბარიერის დაძლევა აუცილებელია.

ამიტომ, თუ ახალი კლიენტების მოზიდვა გსურთ, განსაკუთრებით მათი, ვინც მნიშვნელოვან სარგებელს მოგიტანთ, დრო და ფული დააბანდეთ მათთან პირადად შესახვედრად. მე ასეთ ტაქტიკას ვიყენებ: თუ საზღვარგარეთ ვგეგმავ დასასვენებლად გამგზავრებას, დროს გამოვყოფ იმის დასადგენად, არიან თუ არა იმ ქვეყანაში პოტენციური ან არსებული კლიენტები, რომლებიც შემიძლია პირადად მოვინახულო.

ზოგიერთ ადამიანს შესაძლოა ეს რთულად მოეჩვენოს და ზედმეტ შეწუხებადაც კი ჩათვალოს, მაგრამ მე არაერთხელ აღმომიჩენია, რომ სწორედ ამგვარი განწყობა აყალიბებს ნამდვილ ურთიერთობ᳥ბს კლიენტებთან და მხოლოდ მათთან კი არა, მათ უფრო ფართო წრესთანაც კი. ხმების გავრცელება რეკლამის ჯერ კიდევ ყველაზე საიმედო ფორმაა.

4. ის ქმნის შესაძლებლობებს, რომლებიც სხვა შემთხვევაში არ იქნებოდა

ერთი ისტორია განსაკუთრებით თვალსაჩინოა ჩემთვის იმის დასადასტურებლად, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ǃლაინ-ურთიერთობ᳥ბს ბიზნესის განვითარებისთვის: ისე მოხდა, რომ მე და ჩემი კოლეგა კანადაში ვაპირებდით გამგზავრებას და რადგან გარკვეული ხნით ვაპირებდით იქ დარჩენას, ვისარგებლე და რამდენიმე კომპანიას ელექტრონული წერილი გავუგზავნე. შევატყობინე, რომ სიამოვნებით შევხვდებოდით მათ. უცნაურად მომეჩვენა, რომ გამგზავრებამდე მათგან ერთიც კი არ გამომხმაურებია!

ჩასვლისთანავე გავემგზავრეთ უახლოეს რაიონში, სადაც ჩვენთვის საინტერესო რამდენიმე კომპანიის ოფისი იყო. თან ცოტაოდენი ყავაც წავიყოლეთ და ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, უბრალოდ კარდაკარ დავდიოდით და თავს ვაცნობდით მათ. დღის ბოლოს, სულ მცირე, ხუთიოდე შეხვედრა ჩავატარეთ იმ ადამიანებთან, რომლებიც აღფრთოვანებულები იყვნენ იმით, რომ მასპინძლობას გვიწევდნენ.

მართალია, მათთან ციფრული კომუნიკაცია არ შედგა, თუმცა ამას გული რომ გაეტეხა ჩვენთვის, ურთიერთობ᳥ბის დამყარების ბევრ შესაძლებლობას გავუშვებდით ხელიდან. ასე რომ, ყოველთვის თქვენს ინტერესებშია, ინიციატივა გამოიჩინოთ და ყოველგვარი მოლოდინის გარეშე გამოჩნდეთ, საკუთარი თავი წარადგინოთ და უბრალოდ ხელმისაწვდომი გახდეთ მათთვის.

5. ეს გეხმარებათ უფრო ძლიერი და მრავალმხრივ განვითარებული ლიდერი გახდეთ

ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, პირადი ინიციატივების გამოვლენის უნარი, ცოტა არ იყოს დავკარგეთ, რადგან "უსაფრთხო" ციფრულ ურთიერთობ᳥ბს შევეჩვიეთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ ელექტრონულ წერილზე ან ტექსტურ შეტყობინებაზე პასუხი არ ჩანს, შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ და აღარ ვიფიქროთ, როგორ სჯობს მოქცევა გარკვეულ სიტუაციაში... და თუ წერილი შეხვედრის შესახებ არ დადასტურდა, ყველაზე ადვილია მიიჩნიო, რომ ადრესატი არ დაინტერესდა წინადადებით და შემდგომ მოქმედებებზე აღარ იფიქრო.

თუმცა, დიდი ლიდერები ისინი არიან, ვინც არცთუ მარტივ ǃლაინ-ურთიერთობ᳥ბს ეძიებს, სწავლობს, თუ როგორ უნდა მართოს ონლაინქსელში იდეებისა და მოსაზრებების მიმოცვლა და უშუალო ურთიერთობ᳥ბის დინამიკა, რამდენადაც რთული უნდა იყოს ეს.

Evgeny Chuprov

鶹 Leadership Network® Contributor

Non-executive director of Mirai Flights

Evgeny Chuprov is a serial entrepreneur with 15 years of experience in the business-aviation industry. He is also the founder and CEO of the IT-based marketplace Aviapages.com, which serves more than 100 executive operators, brokers and FBOs.