"ბუშ᳥ტი" მომხმარებელს პროდუქციის ფართო არჩევანს სთავაზობს

Opinions expressed by 鶹 contributors are their own.

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

Busheti

"" ქართული ბრენდია, რომელიც 2017 წლის მიწურულს ირაკლი ღოღობერიძემ დააფუძნა. იგი მომხმარებელს განსაკუთრებულ სერვისს სთავაზობს, რაც ლიმიტირებული რაოდენობით ჩამოსხმულ ღვინოზე ინდივიდუალურ ეტიკეტირებას გულისხმობს. გარდა იმისა, რომ შეგიძლიათ საყვარელი ადამიანი გაახაროთ, განსხვავებული გემოვნების მქონე მყიდველს საშუალება ეძლევა ღვინის მრავალფეროვანი სახეობებიდან მისთვის სასურველი აარჩიოს – იქნება ეს საფერავი, რქაწითელი, წინანდალი, ხვანჭკარა თუ სხვა.

"ბუშ᳥ტი" მხოლოდ ღვინის სახეობასა და ეტიკეტირებაზე არ ამახვილებს აქცენტს. იგი კლიენტს დამატებით კრაფტის ქაღალდის ან ხის ყუთის შეფუთვას სთავაზობს. ეს კი საჩუქარს განსაკუთრებულ იერს სძენს, რაც მნიშვნელოვანია პროდუქტით დაინტერესებული როგორც კერძო პირისთვის, ისე კომპანიებისთვის.

ბრენდი მუდმივად ცდილობს მომხმარებლის აზრებს მოუსმინოს და მათი ინტერესების გათვალისწინებით დროდადრო სიახლ᳥ებით გაანებივროს. ამჯერად "ბუშ᳥ტის" გუნდმა გადაწყვიტა კლიენტებისთვის უფრო დიდი არჩევანის საშუალება მიეცა. გარდა მხოლოდ სტანდარტული ბოთლის ღვინისა (0,75), კომპანიამ დაინტერესებულ პირებს 1,5 და 3-ლიტრიან ბოთლებში ჩამოსხმული სასმელი შესთავაზა, რომლის შეძენა უკვე შესაძლებელია.

鶹-თან საუბრისას ბრენდის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ "ბუშ᳥ტის" პერსონიფიცირებული ღვინის შეკვეთა ონლაინ – Facebook-ისა და Instagram-ის მეშვეობით შეძლება, ასევე 鶹 Shop-ზე. მიწოდება კი 3 დღის განმავლობაში ხდება – როგორც თბილისის მასშტაბით, ისე დედაქალაქის ფარგლებს გარეთ.