CoNet - ქართულ-ამერიკული ბიზნესის პირველი "ხიდი"

You're reading 鶹 Georgia, an international franchise of 鶹 Media.

ბიზნესკლუბი პირველი პლატფორმაა აშშ-ში, რომელიც ამერიკულ ბაზარზე ქართული ბიზნესის მხარდაჭერას ემსახურ᳥ბა. კერძოდ, კლუბის ფარგლებში ეწყობა ღონისძიებები ამერიკელი ექსპერტების ჩართულობით, მათ შორის სხვადასხვა ინდუსტრიაში ოპერირ᳥ბადი ბიზნეს-კლასტერ᳥ბისთვის, ასევე იგეგმება ნეთვორქინგ-შეხვედრ᳥ბი და გამოფენები, ამერიკაში არსებული ბიზნესებისთვის საჭირო რესურსებზე ხელმისაწვდომობის მაქსიმალური გაზრდის მიზნით.

კლუბის დამფუძნებლებს საქართველოსა და აშშ-ში მრავალფეროვანი გამოცდილება აქვთ, კერძოდ კი ბიზნესსაკონსულტაციო, დეველოპერული, მარკეტინგული და მედიაბიზნესით არიან დაკავებულები. თითოეული მათგანი მუდმივად ადევნებს თვალს ბაზრის განვითარ᳥ბის ტენდენციებს, რომელიც ცხადყოფს, რომ იზრდება მოთხოვნა ქართული ბიზნესის ამერიკაში ინტეგრირ᳥ბისადმი. ხოლო ამერიკაში მცხოვრ᳥ბ იმიგრანტებში შეიმჩნევა გაზრდილი ინტერესი საკუთარი ბიზნესიდეების განვითარ᳥ბის კუთხით.

აქამდე ამერიკაში არ არსებობდა სივრცე, სადაც ბიზნესზე ორიენტირ᳥ბული საზოგადოება შეიქმნებოდა და შეძლებდნენ გამოცდილების, კონტაქტებისა და ინფორმაციის გაზიარ᳥ბას. აქედან გამომდინარე, დაიბადა -ის შექმნის იდეა, რომელიც 2023 წლის 10 ოქტომბერს დაანონსდა.

"ნებისმიერი სტარტაპი მოითხოვს გამბედაობას, მით უმეტეს სტარტაპ-ბუმის ეპოქაში და მით უფრო ამერიკაში, რომელიც ბიზნესის მიმართულებით ყველაზე სწრაფად განვითარ᳥ბადი ქვეყანაა. ბაზარზე უკონკურენტოდ შემოსვლის სირთულე და რისკიც კარგად გვაქვს გააზრ᳥ბული და ვფიქრობთ, უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ "პირველობის" სტატუსს − იმისათვის, რათა გავხდეთ წარმატებული მაგალითი სხვა ბიზნესებისთვის. საჭიროება იმდენად მაღალია, რომ მისი წონა ყოველგვარ რისკს აჭარბებს. საკმაოდ ხანგრძლივი დაგეგმვის შემდეგ, ჩავთვალეთ, რომ დროა არსებობდეს სივრცე, რომლის წევრ᳥ბიც რეალური წარმატებისთვის და შედეგებისთვის ერთიანი ძალებით ვიბრძოლებთ", − აღნიშნავს თიკო მაღრაძე, Conet Business Club-ის CEO.

მართალია, ამერიკაში ნეთვორქინგის, ბიზნესკლუბისა და კონსულტაციის მიმართულება საკმაოდ კარგად არის განვითარ᳥ბული, თუმცა CoNet-ის სამიზნე აუდიტორია საქართველოში ოპერირ᳥ბადი ბიზნესები და ამერიკაში იმიგრირ᳥ბული ქართველები არიან. შესაბამისად, რთული ამოცანა იყო თითოეული მათგანისთვის კლუბის ღირ᳥ბულების სწორად წარდგენა. გარდა ამისა, CoNet-ის დამფუძნებლებმა მნიშვნელოვანი სამუშაო გასწიეს, რათა ამერიკელი ექსპერტები კლუბის საქმიანობაში ჩაერთოთ. დღეს კლუბი უკვე 6 ამერიკელ ექსპერტს აერთიანებს, რომლებიც ელ-კომერციის, დეველოპმენტის, უძრავი ქონების, ჯანდაცვის მენეჯმენტის, ფანდრაიზინგის და ივენთ-მენეჯმენტის კუთხით არიან ჩართულნი კლუბის განვითარ᳥ბაში და მაქსიმალურად აზიარ᳥ბენ ცოდნასა და გამოცდილებას წევრ᳥ბისთვის.

"პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა, დროის მენეჯმენტი და მომხმარ᳥ბელზე ფოკუსირ᳥ბა − ეს არის სამი აუცილებელი წესი, რომელიც სტრატეგირ᳥ბის, სწორი ხედვის და სწორად გადადგმული ნაბიჯების გარანტია; მნიშვნელოვანია, რომ იდეა, რომელიც უკვე "მზად არის" − ძალიან სწრაფად ავამǃმ᳥ჸთ; დავიწყოთ, მაშინაც კი, თუ ყველაფერი იდეალურად არ არის − რადგან ბაზრის ტრენდი, მოთხოვნა და სპეციფიკა იმდენად სწრაფად იცვლება, რომ მხოლოდ მოძრაობა, ჩართულობა და ადაპტირ᳥ბის უნარი მოგვცემს შესაძლებლობას მყარად დავრჩეთ და განვვითარდეთ ბაზარზე", − აღნიშნავს თიკო მაღრაძე.

CoNet-ის მოკლევადიანი გეგმა ქართული ბიზნესსაზოგადოებისთვის ამერიკის ბიზნესრესურსებზე მაქსიმალური წვდომის უზრუნველყოფას, ინდუსტრიების შესაბამისად მოთხოვნების დამუშავებას და ნეთვორქინგის, ტრენინგებისა თუ ინფორმაციის გაზიარ᳥ბის რეგულარულ ციკლს მოიცავს.

鶹-თან საუბრისას თიკო მაღრაძემ აღნიშნა, რომ კლუბის ფარგლებში ამერიკაში ქართული ბიზნესის პოპულარიზაცია იგეგმება სამშენებლო, ჯანდაცვის, ტურიზმის, გასტრონომიული და made in Georgia-პროდუქტების მიმართულებით. ამ პროცესის მიზანი ერთია − ბიზნესსა და ინდივიდებს საქართველოში ინვესტირ᳥ბის, პარტნიორობის და სერვისების მიღების შესაძლებლობა გააცნონ.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკება ამერიკულ საკონსულტაციო კომპანიებთან, რომლებიც მზად არიან სექტორული კვლევა ჩაატარონ და შეისწავლონ ბიზნესის ფინანსირ᳥ბის, კონკრეტული პროექტების განვითარ᳥ბის, თანაინვესტირ᳥ბის, ფრენჩაიზ-პროექტების, ექსპორტ-იმპორტის შესაძლებლობები, რომლებსაც შემდგომ პროდუქტების სახით შესთავაზებენ ბიზნესკლუბის წევრ᳥ბს.

გარდა ამისა, CoNet-ი ბიზნეს-საკონსულტაციო მიმართულებით იწყებს მუშაობას, რათა უკვე გამოკვეთილ ბიზნესპროექტებს სტრატეგიების წარმატებით განხორციელებაში დაეხმაროს. პარალელურად მუშაობა მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროექტებზე ბიზნესის მიმართულებით. იგეგმება კოლაბორაცია ამერიკულ უნივერსიტეტებთან, პროფესორ᳥ბთან და ბიზნესმენებთან − ერთობლივი მასტერკლასების, ტრენინგებისა და ვებინარ᳥ბის ჩატარ᳥ბის კუთხით როგორც ამერიკაში, ასევე საქართველოში.